დასავლეთი გატები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
'''დასავლეთი გატები''', '''სახიადრი''' — ქედი [[ინდოეთი|ინდოეთში]], [[ინდოსტანის ნახევარკუნძული]]ს დასავლეთ ნაწილში. დასავლეთი კალთა [[დეკანის ზეგანი|დეკანის ზეგნის]] ციცაბო ფლატეა, რომელიც საფეხურებად ეშვება [[არაბეთის ზღვა|არაბეთის ზღვისკენ]]. აღმოსავლეთი კალთა დამრეცი ვაკეებია, რომლებიც ინდოსტანის ნახევარკუნძულის შიგა რაიონებისაკენ ეშვებიან. ქედი იწყება [[გუჯარათი]]სა და [[მაჰარაშტრა|მაჰარაშტრის]] შტატების გასწვრივ, მდინარე [[ტაპტი]]ს სამხრეთით. გადაჭიმულია [[მაჰარაშტრა|მაჰარაშტრის]], [[გოა]]ს, [[კარნატაკა|კარნატაკის]], [[ტამილნადუ]]სა და [[კერალა|კერალის]] შტატების ტერიტორიაზე, დაახლოებით 1600 [[კმ]]-ზე. ბოლო კანიაკუმარის სიხლოვესაა, ინდოსტანის სამხრეთ ნაწილში. დასავლეთი გატების ფართობის დაახლოებით 60% მოქცეულია [[კარნატაკა|კარნატაკის შტატში]].
 
ფართობი 60 000 კმ². საშუალო სიმაღლეა 1200 მ. მაქსიმალური 2695 მ (მთა [[ანამუდი]]). დასავლეთ გატებზე გვხვდება [[ყვავილოვანი მცენარეები]]ს 5000-ზე მეტი სახეობა, გარდა ამისა [[ძუძუმწოვრები]]ს — 139, [[ფრინველები]]ს — 508 და [[ამფიბიები]]ს — 179 სახეობა. სახეობების უმეტესობა [[ენდემიზმი|ენდემურია]]. ქედი შედის „ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილები“ლაქები“-ს სიაში. 325 სახეობა გლობალური თვალსაზრისით გადაშენების პირას იმყოფება.<ref>Myers, N., R.A. Mittermeier, C.G. Mittermeier, G.A.B. Da Fonseca, and J. Kent. (2000) “Biodiversity Hotspots for Conservation Priorities.” Nature 403:853–858, retrieved 6/1/2007 [http://www.nature.com/nature/journal/v403/n6772/abs/403853a0.html MYERS, N.]</ref>
 
დასავლეთი გატები არის [[დეკანის ზეგანი|დეკანის ზეგნის]] გამოშვერილი მხარე. მიჩნეულია, რომ [[ქედი]] ჩამოყალიბდა [[სუპერკონტინენტი]]ს [[გონდვანა|გონდვანის]] დაშლის შედეგად, დაახლოებით 150 ''მლნ''. წლის წინ. თუმცა, მაიამის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსების მიხედვით, [[ინდოეთი]]ს დასავლეთი სანაპირო ჩამოყალიბდა 100-80 ''მლნ''. წლის წინ, მას შემდეგ, რაც იგი [[მადაგასკარი|მადაგასკარს]] მოსწყდა. ხოლო დაშლის შედეგად, ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე წარმოიქმნა დაახლოებით 1000 მ სიმაღლის ფრიალო ამაღლებები.<ref name="Barron, E.J.">{{cite journal|coauthors=Barron, E.J., Harrison, C.G.A., Sloan, J.L. II and Hay, W.W. |year=1981|title= Paleogeography, 180 million years ago to the present|journal=Eclogae geologicae Helvetiae|volume=74|issue=2|pages=443–470}}</ref> [[ბაზალტი]] მთავარი ამგებელი [[ქანი (გეოლოგია)|ქანია]], რომელიც 3 [[კმ]]-მდე სიღრმემდე ვრცელდება. [[ჩარნოკიტი]], [[გრანიტი|გრანიტული]] [[გნაისი|გნაისები]], [[გრანულიტები]] და სხვ. ქანები აგრეთვე აგებენ დასავლეთი გატების მთებს. სამხრეთ ბორცვნალებში გაბატონებულია [[ლატერიტი|ლატერიტები]] და [[ბოქსიტი|ბოქსიტები]].