სომხეთ-საქართველოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 31:
===ეთნიკური პროცესები XIX-XX საუკუნეების საქართველოში===
[[ფაილი:Democratic Republic of Georgia map.jpg|მინი||282x282px|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა]]
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ [[სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა|სომხეთის რესპუბლიკას]] გაუჩნდა ტერიტორიული პრეტენზიები საქართველოსთან. პრეტენზიის მიზეზი სომხეთის ხელისუფლებაში მოსული ულტრანაციონალისტური პარტია [[დაშნაკცუთიუნი|დაშნაკცუთიუნის]] ლიდერების პოლიტიკური შეხედულებები გახდა. მათი მოსაზრებით სამხრეთ კავკასიის ყველა რეგიონი, სადაც შესამჩნევი ოდენობით წარმოდგენილი იყო [[სომხები|სომხური]] მოსახლეობა, მათი სახელმწიფოს შემადგენლობაში უნდა შესულიყო. [[XIX საუკუნე|XIX]]-[[XX საუკუნე|XX საუკუნეებში]] [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]] ხელისუფლების უშუალო ხელშეწყობით [[ირანი|სპარსეთიდან]] და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთიდან]] ათობით ათასი სომხური ოჯახი გადმოსახლდა [[საქართველო|საქართველოში]]. რუსეთ-ოსმალეთის და რუსეთ-სპარსეთის ყოველ ომს სომეხი ახალმოსახლეების ტალღები მოჰყვებოდა, მიგრაცია არ შეწყვეტილა მშვიდობიან პერიოდშიც. [[1795]]-[[1827]] წლებში [[ერევნის სახანო|ერევნის სახანოდან]] დაახლოებით 20 000 სომეხი გადმოსახლდა [[აღმოსავლეთი საქართველო|ქართლ-კახეთში]]<ref>''George A. Bournoutian.''The Politics of Demography: Misuse of Sources on the Armenian Population of Mountainous Karabakh. «Journal of the Society for Armenian Studies». — Society for Armenian Studies, 1999. — Vol. 9. — P. 99—103.</ref>. [[1797]] წელს გულისტანიდან 400 სომხური ოჯახი გადმოსახლდა [[შაუმიანი (დაბა)|შულავერში]] (დღევანდელი დაბა [[შაუმიანი (დაბა)|შაუმიანი]])<ref>[http://www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/chamosaxlebebi_qvemoqartlshi.html ჩამოსახლებები ქვემო ქართლში]</ref>, [[1799]] წელს ხაჩენიდან გადმოსახლებული 68 ოჯახიდან 43 სოფელ [[დაღეთი|დაღეთში]] დამკვიდრდა, 25 სოფელ [[ბოლნისი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)|ბოლნისში]]<ref>[http://www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/chamosaxlebebi_qvemoqartlshi.html იქვე]</ref>. [[1809]]-[[1811]] წლებში [[ქვემო ქართლი|ქვემო ქართლში]] კიდევ 428 სომხური ოჯახი (2 140 ადამიანი) ჩამოსახლდა [[ყარაბაღის სახანო|ყარაბაღის სახანოდან]]<ref>[http://old.gruni.edu.ge/uploads/content_file_1_33.pdf ქართულ-სომხური ურთიერთობები XVIII-XIX საუკუნეებში]</ref>, [[1820]] წელს სომეხი ახალმოსახლეები დამკვიდრდნენ სოფელ [[სამშვილდე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)|სამშვილდეშიც]]<ref>[http://www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/chamosaxlebebi_qvemoqartlshi.html ჩამოსახლებები ქვემო ქართლში]</ref>. სომხებისთვის, განსაკუთრებით ვაჭრებისა და ხელოსნებისთვის მიმზიდველი იყო [[თბილისი]]. საქართველოს დედაქალაქში, რომელიც 1795 წელს [[აღა-მაჰმად-ხანი|აღა-მაჰმად-ხანის]] [[კრწანისის ბრძოლა|შემოსევის]] შემდეგ დაინგრა და როგორც [[ქართველები|ქართული]] ისე არაქართული მოსახლეობისგან პრაქტიკულად დაიცალა, XIX საუკუნეში ნომერ პირველ ეთნიკურ ჯგუფად ოსმალეთიდან და სპარსეთიდან გადმოსახლებული სომხები იქცნენ. ქალაქში მათი მიგრაცია რუსეთის იმპერიის მიერ [[ქართლ-კახეთის სამეფო|ქართლ-კახეთის სამეფოს]] ანექსიის შემდეგ პრაქტიკულად მყისიერად დაიწყო, [[1804]] წელს დედაქალაქში 2 000 სომეხი გადმოსახლდა ერევნის სახანოდან<ref>[http://old.gruni.edu.ge/uploads/content_file_1_33.pdf ქართულ-სომხური ურთიერთობები XVIII-XIX საუკუნეებში]</ref>, [[1807]]-[[1808]] წლებში მათ კიდევ 338 ოჯახი (1 906 ადამიანი) დაემატა<ref>[http://old.gruni.edu.ge/uploads/content_file_1_33.pdf იქვე]</ref>, გადმოსახლება არც შემდეგ შეწყვეტილა. [[1897]] წელს სომხები ქალაქის მოსახლეობის 29,53% (47 133) შეადგენდნენ, ქართველები 26,44% (42 200)<ref>[http://www.demoscope.ru/weekly/ssp/emp_lan_97_uezd.php?reg=525 Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г.]</ref>.
 
[[ბორჩალოს მაზრა|ბორჩალოს მაზრაში]], რომელიც დღევანდელი [[ბოლნისის მუნიციპალიტეტი|ბოლნისის]], [[დმანისის მუნიციპალიტეტი|დმანისის]], [[მარნეულის მუნიციპალიტეტი|მარნეულისა]] და [[წალკის მუნიციპალიტეტი|წალკის მუნიციპალიტეტებს]] ასევე [[სომხეთი|სომხეთის რესპუბლიკის]] [[ლორეს პროვინცია|ლორესა]] და [[ტავუშის პროვინცია|ტავუშის პროვინციების]] ტერიტორიის ნაწილს მოიცავდა, სომხების წილმა 1897 წელს 36,88% (47 423) მიაღწია<ref>[http://www.demoscope.ru/weekly/ssp/emp_lan_97_uezd.php?reg=533 იქვე]</ref>, მათი უმრავლესობა მაზრის სამხრეთში, [[ლორე|ლორეს უბანში]] ცხოვრობდა<ref>[http://www.conflicts.rem33.com/images/Georgia/arm_geor_war/E5.html Armeno-Georgian War of 1918 and Armeno-Georgian Territorial Issue in the 20th Century]</ref>. რუსეთის ხელისუფლება [[ქვემო ქართლი|ქვემო ქართლში]] სომხების გარდა სხვა ერების დამკვიდრებასაც უწყობდა ხელს, XIX საუკუნეში იმპერიის ხელშეწყობით რეგიონში ათასობით [[ბერძნები|ბერძენი]]<ref>[http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10-TX--4----Doc---0-1l--10-ka-50---20-about-საქართველოს+ბერძნები--00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&a=d&c=civil2&cl=search&d=HASH01539272c0a61b8f8dfb8ff9.9 ბერძნები]</ref>, [[გერმანელები|გერმანელი]]<ref>[http://dzeglebi.ge/statiebi/istoria/saqartveloshi_mcxovrebi_germanelebi.html საქართველოში მცხოვრები გერმანელების სამეურნეო ყოფა და ტრადიციები ]</ref> და [[რუსები|რუსი]] ახალმოსახლე დაფუძნდა. 1897 წელს [[ბორჩალოს მაზრა|ბორჩალოს მაზრის]] მკვიდრთა 16,64% (21 393) ბერძენი, 6,29% (8 089) რუსი და 1,94% (2 496) გერმანელი იყო<ref>[http://www.demoscope.ru/weekly/ssp/emp_lan_97_uezd.php?reg=533 Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г.]</ref>.
ხაზი 54:
[[პირველი მსოფლიო ომი|პირველ მსოფლიო ომში]] რუსეთის იმპერიის დამარცხების, [[ოქტომბრის რევოლუცია|ბოლშევიკური გადატრიალებისა]] და [[რუსეთის სამოქალაქო ომი|რუსეთში სამოქალაქო ომის]] დაწყების შემდეგ, სამხრეთ კავკასიის ერებმა [[1918]] წელს სცადეს შეექმნათ ერთობლივი [[ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა]]<ref>[http://www.conflicts.rem33.com/images/Georgia/arm_geor_war/E2.html Armeno-Georgian War of 1918 and Armeno-Georgian Territorial Issue in the 20th Century]</ref>. ახლადშექმნილი სახელმწიფოს მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა [[აკაკი ჩხენკელი|აკაკი ჩხენკელმა]] დაიკავა. თუმცა რესპუბლიკა ქართველებს, სომხებსა და [[აზერბაიჯანელები|აზერბაიჯანელებს]] შორის არსებული განსხვავებული საგარეო პოლიტიკური შეხედულებების გამო სიცოცხლისუუნარო აღმოჩნდა<ref>[http://elibrary.bsu.az/books_460/N_429.pdf БОРЬБА ЗА ЗАКАВКАЗЬЕ (1917–1921)]</ref>. 1918 წლის [[26 მაისი|26 მაისს]] საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა<ref>[https://www.president.gov.ge/ka-GE/saqartvelo/damoukideblobis-aqti.aspx 1918 წლის 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი]</ref>, ორი დღის შემდეგ დამოუკიდებლობა გამოაცხადა სომხეთმაც<ref>[http://elibrary.bsu.az/books_460/N_429.pdf БОРЬБА ЗА ЗАКАВКАЗЬЕ (1917–1921)]</ref>. 1918 წლის გაზაფხულზე წამოწყებული ოსმალეთის სამხედრო კამპანიის შედეგად როგორც საქართველომ ისე სომხეთმა მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგი განიცადეს, კერძოდ ოსმალეთმა 1918 წლის 4 ივნისის [[ბათუმის ხელშეკრულება (1918)|ბათუმის ხელშეკრულებით]], საქართველოს ჩამოაჭრა [[ბათუმის ოლქი]], არტანისა და ოლთისის ოკრუგები, ახალქალაქის მაზრა და ახალციხის მაზრის დიდი ნაწილი<ref>[http://elibrary.bsu.az/books_460/N_429.pdf იქვე]</ref>. დამოუკიდებელ [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს]] მხარდამჭერად [[გერმანიის იმპერია]] მოევლინა<ref>[http://elibrary.bsu.az/books_460/N_429.pdf იქვე]</ref>, რომელმაც ახლადშექმნილ რესპუბლიკას მნიშვნელოვანი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური დახმარება აღმოუჩინა<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/140424/1/Chemi_Misia_Kavkasiashi.pdf ჩემი მისია კავკასიაში]</ref>. [[სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა|სომხეთის რესპუბლიკა]] კი 4 ივნისის საზავო ხელშეკრულებით კარგავდა საერთო საზღვარს საქართველოსთან და მის შემადგენლობაში მხოლოდ ერევნის გუბერნიის მცირე ნაწილი რჩებოდა<ref>[http://www.conflicts.rem33.com/images/Georgia/arm_geor_war/E2.html Armeno-Georgian War of 1918 and Armeno-Georgian Territorial Issue in the 20th Century]</ref>.
 
ბათუმის საზავო ხელშეკრულებით ოკუპირებული ტერიტორიის გარდა ოსმალეთმა საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვა დროებით დაეთმო მისთვის ბორჩალოს მაზრის ლორეს უბანი იმ მიზნით რომ დაუბრკოლებელი და უშუალო კავშირი დაემყარებინა [[აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა|აზერბაიჯანთან]]<ref>[http://www.conflicts.rem33.com/images/Georgia/arm_geor_war/E2.html იქვე]</ref>. 1918 წლის ივნისში მომხდარი შეტაკებებისა და მოლაპარაკებების შემდეგ, ოსმალეთის არმიამ დაიკავა მდ. [[ძორაგეტი|კამენკის]] (დღევანდელი მდ. [[ძორაგეტი]]) მარჯვენა სანაპირო ხაზი, კერძოდ სოფლები: ნოვო-პოკროვკა, [[სტეფანავანი|ჯელალ–ოღლი]] (დღევანდელი ქალაქი [[სტეფანავანი]]), ნიკოლაევკა, [[გარგარი (სომხეთი)|გერგერი]], [[ვარდაბლური (ლორე)|ვარდაბლური]], [[კურთანი]], დარაქენდი და შემდეგ ხაზი ყოფილი ამიერკავკასიის რკინიგზების ალექსანდროვკის მონაკვეთის 117-ე ვერსის ხიდიდან სადგურებს ქობერსა და [[ძორაგეტი (სოფელი)|კალაგერანს]] შორის, სოფელ [[მარცი (ლორე)|მარცამდე]] და [[ლორუტი|ლორუტამდე]]<ref>[http://www.conflicts.rem33.com/images/Georgia/arm_geor_war/E2.html იქვე]</ref>. ლორეს მონაკვეთისუბნის ჩრდილოეთ ნაწილის შენარჩუნება საქართველომ შეძლო [[ბუნდესვერი|გერმანიისა]] და [[საქართველოს შეიარაღებული ძალები|საქართველოს სამხედრო ნაწილების]] ერთობლივი მოქმედებით, რის შედეგადაც ოსმალთა მცდელობა დაეკავებინათ მეტი ტერიტორია აღიკვეთა მდ.კამენკასთან და [[ქვემო ქართლი|ქვემო ქართლში]] მომხდარი შეტაკებების შემდეგ<ref>[http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000313/disertacia.pdf ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1918-1919 წლებში (სომხეთ-საქართველოს ომი)]</ref>. ქართული და გერმანული ნაწილები ახალ თავდაცვით ხაზზე განლაგდნენ, რომლის მდებარეობა იყო სოფლები: [[ტაშირი (ქალაქი)|ვორონცოვკა]] (დღევანდელი ქალაქი [[ტაშირი (ქალაქი)|ტაშირი]]), ალექსანდროვკა, აიდარბეგი, [[მღართი]], ქობერის გასაყარი, [[ქარინჯი]] და [[წათერი]]<ref>[http://www.conflicts.rem33.com/images/Georgia/arm_geor_war/E2.html Armeno-Georgian War of 1918 and Armeno-Georgian Territorial Issue in the 20th Century]</ref>. [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიაში]] გერმანიის სამხედრო-პოლიტიკური მისიის მეთაური, გენერალი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი ამ შეტაკებების შესახებ წერდა: ''"ჩვენი მეგობრობა ქართველებთან გერმანული სისხლით განმტკიცდა."''<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/140424/1/Chemi_Misia_Kavkasiashi.pdf ჩემი მისია კავკასიაში]</ref>.
 
===ოქტომბრის შეტაკებები===