ტრაპიზონის წმინდა ევგენიოსის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
== ისტორია ==
[[ფაილი:Medieval Trebizond 2.png|მინი|322x322პქ|ქალაქ ტრაპიზონის გეგმა, შუა საუკუნეები|ალტ=]]
არსებობს რამოდენიმე ვარაუდი, თუ როდის აიგო წმინდა ევგენიოსის ეკლესია. [[იოანე ქსიფილინი]]ს და [[იოანე ლაზაროპულოსი]]ს მტკიცებით წმინდა ევგენიოსის ეკლესია ან მონასტერი არსებობდა IX ან X საუკუნეშიც. სელინა ბალანსი ვარაუდობს, რომ აქ ეკლესია ჯერ კიდევ 1021/22 წელს აღიმართა, რომელიც 1223 წლამდე ფუნქციონირებდა. თავდაპირველი ნაგებობის დანგრევა 1222-23 წლის ტრაპიზონის ალყას უკავშირდება, ქალაქის წინააღმდეგობით განრისხებულმა სელჯუკმა სარდალმა ეკლესიის დარბევა ბრძანა, რა დროსაც განადგურდა ეკლესიის ზედა კედელი და იატაკი. აქედან გამომდინარე სავსებით შესაძლებელია, რომ თანამედოვე ნაგებობა სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ აიგო.<ref>John Lazaropoulos, ''Synopsis'', ll. 1319-1321; translated by Jan Olof Rosenqvist, ''The Hagiographic Dossier of St Eugenios of Trebizond in Codex Athous Dionysiou 154'' (Uppsala: University Press, 1996), p. 319</ref> 1291 წელს ის ბაზილიკად გადაკეთდა. ჯორჯ ფინლი, რომელმაც ნაგებობა 1850 წელს მოინახულა, აცხადებს რომ ეკლესია 1340 წელს იმპერიაში არსებული [[სამოქალაქო ომი ტრაპიზონში|სამოქალაქო დაპირისპირების]] შედეგად დაიწვა და ის ტრაპიზონის იმპერატორმა [[ალექსი III (ტრაპიზონი)|ალექსი III]]-მ (მმართ. 1349–1390) აღადგინა და გააფართოვა.<ref>Byzantine Monuments and Topography of the Pontos. Dumbarton Oaks. p224.</ref> XI საუკუნეებში ევგენიოსის ეკლესია ცნობილი იყო არა მხოლოდ პონტოს რეგიონში, არამედ სრულიად აღმოსავლეთ საქრისტიანოში. XI საუკუნის პირველ ნახევარში ეკლესია ბიზანტიის იმპერატორმა [[ბასილი II]]-მ (მმართ. 976–1025) მოილოცა.
 
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ეკლესიაში საეკლესიო დღესასწაული ტარდებოდა წელიწადში ორჯერ: 21 იანვარს – წმინდა მოწამე [[წმინდა ევგენიოსი|ევგენიოსის]] დღესასწაული; და 24 ივნისს – ევგენიოსის დაბადების დღის აღნიშვნის დღესასწაული. ქრიზოსეფალოსის ეკლესიის მსგავსად, წმინდა ევგენიოსის ეკლესიის ეზოშიც ტარდებოდა ფორმალური ცერემონიები, როგორიცაა იმპერატორების კორონაცია და ქორწინებები. აქვე იმპერატორად ეკურთხა ალექსი III და ეს იყო ადგილი სადაც ის [[თეოდორა კანტაკუზენოსი|თეოდორა კანტაკუზენოსზე]] დაქორწინდა.