პეტრას ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 109.172.253.73 ცვლილებების გაუქმება (№3431340)
იარლიყი: გაუქმება
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 37:
}}
 
'''პეტრა''' ({{lang-gr|Πέτρα}} — ქვა, კლდე) — ისტორიული ციხე-ქალაქი [[ეგრისის სამეფო]]ში, ახლანდელი [[სოფელი]] [[ციხისძირი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)|ციხისძირის]] ტერიტორიაზე. „პეტრა“ ამ ციხე-ქალაქის ბიზანტიური სახელწოდებაა, ხოლო „ქაჯეთის ციხე“ — ქართული.{{ფაქტი|საეჭვო ტექსტი|12|09|2019}} ვარაუდობენ, რომ [[ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსანში]] სწორედ ეს ციხეა მოხსენიებული.{{ფაქტი|საეჭვო ტექსტი|12|09|2019}}
 
==ძეგლის აღწერა==
ხაზი 46:
პეტრის ლოკალიზაციის შესახებ არსებობს სხვადასხვა მოსაზრებაც.
 
პეტრა-ქაჯეთმაპეტრამ დიდი ხანია მიიპყრო მკვლევართა ყურადღება. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული (ამ დროს მას შეეხო შვეიცარიელი არქეოლოგი ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე) დღემდე ამ ციხე-ქალაქის თავგადასავალი ისტორიკოსთა განხილვის საგანია. აქ რამდენიმე სადაზვერვო გათხრა ჩატარდა პირველი 1934 წელს ს. ჯანაშიას მიერ, ხოლო მეორე 1953 წელს ნ. ხოშტარიას ხელმძღვანელობით. [[1908]] წელს აქ აღმოჩინეს მდიდარი სამარხი (ნაპოვნია ოქროს ჩარჩოში ჩასმული დიდი ბროლი, რომელიც ერმიტაჟში ინახება.). ნ. ხოშტარიას აზრით გათხრებისას აღმოჩენილი განძის კვლევამ დაადგინა რომ პეტრას ციხე ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ერისთავის სარეზიდენციო პუნქტი ყოფილა.
 
===პეტრას კათედრალი===
ხაზი 61:
ხელსაყრელი სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო ლაზების ამ უძველეს სამოსახლო ადგილზე [[VI საუკუნე]]ში ბიზანტიის იმპერატორ [[იუსტინიანე I (ბიზანტია)|იუსტინიანე]]ს ბრძანებით ციხე ააშენა იოანე სტრატეგოსმა 535 წელს, რომელსაც ამ იმპერატორის პატივსაცემად „იუსტინიანეს ქალაქი“ უწოდეს (535 წლის ნოველა).
 
პეტრა-ქაჯეთმაპეტრამ ბიზანტიურ ხანაში დიდი როლი ითამაშა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ს. ჯანაშია ამ ციხე-ქალაქის როლს თბილისის როლთან აიგივებდა.
 
ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა ზღვისპირა ვიწრო გზა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიის პროვინციებთან, ირანთან და სომხეთთან აკავშირებდა. პეტრა კონტროლს უწევდა ბიზანტიიდან [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] აღმოსავლეთ სანაპიროსაკენ მიმავალ საზღვაო-საკაბოტაჟო ნაოსნობას. ბიზანტია და ირანი დაინტერესებული იყვნენ, რომ პეტრა მათ მდლობელობაში ყოფილიყო, რადგან მათი პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსია ამ რეგიონში პეტრის კონტროლზე იყო დამოკიდებული. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი VI საუკუნის შუაწლებში [[ეგრისის დიდი ომი]]სა. ომის განმავლობაში პეტრასთან რამდენიმე მნიშვნელოვანი [[პეტრის ბრძოლები|ბრძოლა]] გაიმართა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პეტრას_ციხე“-დან