ხიმშის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Khimshi Church.jpg|მინი|ხიმშის ეკლესია]]
'''ხიმშის ეკლესია''' — ეკლესია [[საქართველო]]ში, [[ამბროლაურის მუნიციპალიტეტი|ამბროლაურის მუნიციპალიტეტში]]. მიეკუთვნება XI საუკუნის ძეგლს. ხიმშის ერთნავიანი თეთრი [[წმინდა გიორგი]]ს დარბაზული ეკლესია სოფელ [[ხიმში]]ს განაპირას, სამხრეთის ფერდობზე, სასაფლაოზე მდებარეობს.
 
იგი შეტანილია ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის [[კულტურა|კულტურ]]ის უძრავი [[ძეგლი|ძეგლ]]ების სიაში, რომლის სააღრიცხვო ნომერია 2610.
 
[[ფაილი:Khimshi Church inscription.jpg|მინი|წარწერა ჩრდილოეთ ფასადზე]]
XI [[საუკუნე|საუკუნის]] მცირე ზომის დარბაზული [[ეკლესია]] ნაგებია [[შირიმი]]ს და [[კირქვა|კირქვის]] კვადრებით - [[სამხრეთი]]ს ფასადზე და ინტერიერში გამოყენებულია კლდოვანი ქანების ფლეთილი [[ქვა|ქვის]] წყობა. დუღაბი დამზადებულია კირის ხსნარზე. [[ეკლესია]]ს აქვს სამი შესასვლელი - [[დასავლეთი]]დან, [[სამხრეთი]]დან და [[ჩრდილოეთი]]დან. ინტერიერი ნათდებოდა ოთხი სარკმლიდან - აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან და 2 სამხრეთიდან. სწორკუთხა ნაგებობას, ინტერიერში, აღმოსავლეთით [[საკურთხეველი|საკურთხევ]]ლის ნახევრწარიულინახევრწრიული აფსიდი აქვს. მხატვრული გადაწყვეტით გამოირჩევა ჩრდილოეთის და დასავლეთის ფასადები. ამ ფასადებზე არის [[ქვა]]ზე კვეთილი და საღებავით შესრულებული ჩუქურთმა-ორნამენტები და წარწერები. [[ძეგლი]] აღდგენილია მიწისძვრის შედეგად დაზიანების შემდეგ.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{Commonscat|Khimshi Church}}
* [http://memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/8773 ხიმშის ეკლესია]
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხიმშის_ეკლესია“-დან