საქართველოს სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 51:
1991 წლის 2 სექტემბერს სპეციალური დანიშნულების რაზმებმა იარაღის გამოყენებით დაარბიეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ) საინფორმაციო მიტინგი რუსთაველის ძეგლთან. თბილისში ფაქტობრივად პერმანენტული პოლიტიკურ კრიზისი დაიწყო. ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიამ დაიწყო შიმშილობა ყოფილ "იმელის" შენობასთა, 10 სექტემბერს ბარიკადები აღიმართა რუსთაველის პროსპექტზე, იმართებოდა საინფორმაციო მიტინგები საქტელერადიოს შენობასთან, ედპ-ის შტაბ-ბინასთან ჟურნალისტების, შემოქმედებითი ინტელიგენციისა და სხვათა მონაწილეობით. თბილისის ზღვის მიდამოებში განლაგდა ეროვნული გვარდიის დაუმორჩილებელი ნაწილი. 4-5 სექტემბერს ხელისუფლებამ ძალით გაწმინდა რუსთაველის პროსპექტი, რის შედეგადაც დაიჭრა რამდენიმე კაცი. სამთავრობო ჯარებსა და ოპოზიციის მხარდამჭერ შეიარაღებულ ფორმირებებს შორის შეტაკებებს 4 ოქტომბერს რამდენიმე ადამიანის დაშავება მოჰყვა. დააკავეს ედპ-ის ლიდერი გ.ჭანტურია, ჟურნალისტი გ.ხაინდრავა და სხვები. პოლიტიკური დაძაბულობა თბილისში ძლიერდებოდა.
 
ოპოზიცია მოითხოვდა პრეზიდენტის გადადგომას და ნაადრევივადამდელი არჩევნების დანიშვნას. დაძაბულობამ დედაქალაქში კულმინაციას მიაღწია. ხელისუფლება ოპოზიციისგან მორჩილებას და განიარაღებას მოითხოვდა. 21 დეკემბერს თბილისში შემოვიდნენ ეროვნული გვარდიის დაუმორჩილებელი ნაწილი და "მხედრიონის" წევრები, მომხდა სისხლიანი შეტაკება. თბილისის ცენტრი საომარი მოქმედების ასპარეზად გადაიქცა.
 
==სამხედრო გადატრიალება==
{{მთავარი|თბილისის ომი}}
 
მოვლენებს მაშინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე [[ნემო ბურჭულაძე]] ასე იგონებს :{{ციტატა|[[1991]]-[[1992|92]] წლების მოვლენები სამოქალაქო კი არა, რუსეთ-საქართველოს ომი იყო. 22 დეკემბერს იმიტომ ისროლეს, რომ წინა დღეს მსოფლიო რუკიდან საბჭოთა კავშირი გაქრა. ეს გადაწყვეტილება ალმა-ატის შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც 11 რესპუბლიკის პრეზიდენტი ესწრებოდა. საქართველოს მე და გურამ აბსანძე წარმოვადგენდით. 21 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, შეიქმნა დსთ, მხოლოდ საქართველომ თქვა უარი დსთ-ში შესვლაზე. ყაზახეთიდან გამომგზავრების წინ ელცინმა გვითხრა, დილის 8 საათამდე გამსახურდიას ზარს ველოდები, თუ არადა, პრობლემები შეგექმნებათო. 22 დეკემბერს, გამთენიისას დავბრუნდით თბილისში და დაიწყო კიდეც შეიარაღებული დაპირისპირება. ბევრი მათგანი, ვინც ხელისუფლებას აუჯანყდა, მისდა უნებურად ისე, რომ არც იცოდნენ, რუსეთის ჯარისკაცებად იქცნენ.}}
 
==სამოქალაქო ომი==