ვიკიპედია:დახმარება: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე

'''გამარჯობა!''' ძალიან გვიხარია, რომ ვიკიპედიაში შენი წვლილის შეტანა გინდა. აქ ეს ძალიან მარტივია - ყოველ წამს ათასობით ადამიანი ამდიდრებს და აუმჯობესებს კაცობრიობის ისტორიაში შექმნილ ყველაზე დიდ, მრავალენოვან და თავისუფალ ენციკლოპედიას, ასე რომ პირველი არ ხარ. დავიწყოთ?

პირველი, რაზეც უნდა შევთანხმდეთ - ვიკიპედია არის '''ენციკლოპედია'''. შენი სტატია უნდა ეხებოდეს აკადემიურად მნიშვნელოვან თემას, და მისი სტილი უნდა იყოს აკადემიური. მოდი, მაგალითი ნახე - მარცხენა ისაა, როგორც ვიკიპედიაში ვწერთ, მარჯვენა კი... ალბათ, უფრო ფეისბუქისთვის არის უკეთესი:

იგივე წესი ეხება არამარტო მელიებს, არამედ ნებისმიერ კომპანიას, ადამიანს ან სტატიას ნებისმიერ სხვა თემებზე. შევთანხმდით? გავაგრძელოთ!

ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ძალიან მარტივია - ამისთვის საჭიროა მხოლოდ იპოვო შენთვის საინტერესო სტატია. მის ზედა ნაწილში იქნება ღილაკი „რედაქტირება“, მაგრამ ამას ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდებით. ჯერ რამდენიმე წესი:

რადგანაც ვიკიპედია არის ენციკლოპედია, ნებისმიერი მასალა, რომელსაც აქ დაწერ, უნდა იყოს გამყარებული '''წყაროთი''' -. წყარო არის აკადემიური ნაშრომი, წიგნი, აკადემიური ან საინფორმაციო სტატია. აი, შეხედე, მარცხენა არის წყაროს მაგალითი, რომელიც ვიკიპედიაში მისაღებია, მარჯვენას კი დიდი ალბათობით მალევე წაგიშლით:

[[ფაილი:დახმარების სქრინი 3.png|ცენტრი|800პქ]]

სანამ შეინახავ, გამოხტება ახალი ფანჯარა, რომელიც გთხოვს რედაქტირების მოკლე რეზიუმეს - ჩვენ შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ გავასწორეთ აბზაცები და ზუსტად ეს ჩავწერეთ - „''აბზაცების გასწორება''“. რეზიუმეს ჩაწერა სავალდებულო არ არის, მაგრამ სხვა რედაქტორებსა და შემმოწმებლებს (ვიკიპედიის სანდო მომხმარებლები, რომლებიც იცავენ ვიკიპედიას ვანდალებისგან) უმარტივებს შენი წვლილის ნახვას. ამის მერე არ დაგავიწყდეს „'''ცვლილებების შენახვა'''“ ღილაკის დაჭერა! სულ ესაა.

[[ფაილი:დახმარების სქრინი 4.png|ცენტრი|800პქ]]

'''გილოცავ'''! შენ უკვე შეგიძლია პატარა რედაქტირების გაკეთება, და ამასობაში მელას შესახებ სტატიაც გააუმჯობესე -, ახლა ის უკვე ისე გამოიყურება, როგორც ქვემოთ სურათზე. დიდი მადლობა, ეს ძალიან კარგია -, მაგრამ ვაი, შენ ხომ გაცილებით მეტი შეგიძლია, ვიდრე აბზაცების ან პატარ-პატარა შეცდომების გასწორება -. რა უნდა ქნა, თუ ცოტა დიდი ტექსტის დამატება გინდა? მოდი, გავაგრძელოთ!

ახლა ჩავიდეთ ცოტა სიღრმეებში. ვიკიპედია არის ენციკლოპედიური პლატფორმა და ჩვენი მიზანი არის გავუმარტივოთ მკითხველს ინფორმაციის მიღება. ამისთვის არსებობს '''ბმულები''' - სტატიებსშორისი კავშირები. ბმულის გაკეთება ძალიან მარტივია, მაგრამ სანამ მათზე გადავალთ, მოდი შევხედოთ ''რედაქტირების პანელს'':

[[ფაილი:დახმარების სქრინი 5.png|ცენტრი|800პქ]]

თითოეულ სიმბოლოს ამ პანელზე საკუთარი მნიშვნელობა და ფუნქციონალი გააჩნია. მოდი დავიწყოთ '''ბმულების''' ჩასმით! ბმულის ჩასასმელად უნდა მონიშნო შენთვის საინტერესო სიტყვა და დააჭირო ამ ნიშანს:
ჩვენ მოვნიშნეთ სიტყვა ''ავსტრალიაში'' და დავაჭირეთ ხატულას. ახლა გამოხტება ახალი ფანჯარა:

[[ფაილი:დახმარების სქრინი 7.png|ცენტრი|800პქ]]

ეს ფანჯარა გვეუბნება, რომ გვერდი ''ავსტრალიაში'' ქართულ ვიკიპედიაში არ არსებობს. როგორ?! ავსტრალიაზე სტატია როგორ არ შეიძლება იყოს ამხელა ვიკიპედიაში? მართალი ხარ - ავსტრალიის შესახებ სტატია, რა თქმა უნდა, გვაქვს. ამ გამომხტარ ფანჯარაში ''ავსტრალიაში'' ნაცვლად ჩავწეროთ ''ავსტრალია'' -; და აი ისიც, სტატია გვქონია! არ დაგავიწყდეს ღილაკს „გაკეთდა“ დააჭირო, რომ შეინახო '''ბმული'''.

[[ფაილი:დახმარების სქრინი 8.png|ცენტრი|800პქ]]

ვიკიპედიაში ბმული ორგვარია - ლურჯი და წითელი. ლურჯი ბმული ნიშნავს, რომ ვიკიპედიაში ამ თემაზე სტატია არსებობს. წითელი კი - რომ სტატია არ არსებობს, და ძალიან კარგ საქმეს იზამ, თუ შექმნი ამ სტატიას! ბმულების გაკეთება ვიკიპედიაში აუცილებლობაა და ყველა სტატიას აქვს, მაგრამ ბმულების გარდა არანაკლებ მნიშვნელოვანია '''წყაროები'''.

წყაროებზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ - გახსოვს, ბებიის ნათქვამი რომ არ ვარგა, ცნობილი ისტორიკოსისი კი - ძალიან კარგია. ვიკიპედიაში ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს წყაროებს, ეს არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი წესი - ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს უბრალოდ გადმოკოპირება, რადგანაც ტექსტის გადმოკოპირება - ქურდობა - აკადემიურ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულია.

ინფორმაცია გაქვს, წყარო გაქვს, ახლა როგორ უნდა მოიქცე? მოდი მაგალითის საფუძველზე შევხედოთ: გვაქვს წიგნი - ახალგაზრდა ქართველი ისტორიკოსის, ირაკლი ხვადაგიანის წიგნი საქართველოს დამფუძნებელი კრება. ამოვიღოთ ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია: ავტორის სახელი და გვარი, წელი, წიგნის სახელი, გამოცემის ადგილი, გამომცმელობა და ISBN კოდი. ხანდახან შეიძლება ინფორმაცია სრულად არ გვქონდეს, ეს არაუშავს - მთავარია იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც გვაქვს, წიგნი მოძებნადი იყოს. მივიღებთ შემდეგ ტექსტს: ირაკლი ხვადაგიანი (2016). „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“. თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“. <nowiki>ISBN 978-9941-0-9318-0</nowiki>

დავუბრუნდეთ ისევ რედაქტირების პანელს, ოღონდ ამჯერად არა ბმულის ხატულას, არამედ მის გვერდით - '''ციტირება''' რომ წერია. ქვემოთ სურათიც აგიტვირთეთ:

[[ფაილი:დახმარების სქრინი 9.png|ცენტრი|800პქ]]

ვიკიპედიის წესებიდან გამომდინარე, წყარო უნდა იყოს მითითებული თითოეული აბზაცის ბოლოს. რედაქტირებაში შევსლის შემდეგ, მიიყვანე მაუსის კურსორი იმ ადგილზე, სადაც გინდა, რომ ჩასვა წყარო, დააჭირე '''ციტირების''' ღილაკს (აი ზემოთ რომაა), აარჩიე '''საბაზისო ციტირება''' და ჩააკოპირე წყაროს ტექსტი. რთული არაფერია - ამ პატარა ვიდეოს თუ ნახავ, კიდევ უფრო გასაგები გახდება:

[[ფაილი:დახმარების სქრინვიდეო2.ogg|ცენტრი|800პქ]]

გილოცავ! ახლა უკვე იცი, როგორი უნდა იყოს ვიკიპედიის '''სტატია''', რა არის '''ბმული''', რა არის '''ციტირება''' -. ეს კი ნიშნავს, რომ უკვე შეგიძლია დაიწყო ვიკიპედიის რედაქტირება და შეიტანო შენი წვლილი კაცობრიობის ისტორიასა და ქართულ ენაზე ცოდნის ყველაზე დიდი საცავის შექმნაში! ვიკიპედიაში კიდევ ბევრი წესი და დახმარების გვერდია -. ამ გვერდის ქვემოთ არის რამდენიმე ღილაკი, რომელზეც შეგიძლია გადახვიდე და კიდევ უფრო მეტი ისწავლო ვიკიპედიისა და ვიკიპედიის რედაქტირების შესახებ. გახსოვდეს, რომ ინფორმაცია ვიკიპედიაში უნდა იყოს ნეიტრალური, დაკავშირებული და წყაროებზე დაფუძნებული. თუ ამ მარტივ წესებს დაიცავ, ვიკიპედიაში შენი ყოფნა ძალიან საინტერესო იქნება!

[[კატეგორია:ვიკიპედია:დახმარება]]