გოგაშენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 48:
}}
'''გოგაშენი''' — [[სოფელი]] [[ახალქალაქის მუნიციპალიტეტი|ახალქალაქის მუნიციპალიტეტში]], [[ახალქალაქის პლატო]]ზე, [[მდინარე]] [[მტკვარი|მტკვრის]] მარჯვენა მხარეს, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1740 მ., [[ახალქალაქი]]დან დაშორებულია 30 კმ–ით.
 
სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს მთავარანგელოზის XIII– XIV სს. ეკლესია. ეკლესია ნაგებია ადგილობრივი, მონაცრისფრო ნათალი ქვებით. აღმოსავლეთ სარკმელს ორმაგი ლილვით შედგენილი ჩარჩო შემოუყვება. ეკლესიასთან ძველი და ახალი გალავანშემოვლებული სასაფლაოა. სოფელში დგას ასევე ღვთისმშობლის ახალი, XIX საუკუნის ეკლესია, სადაც ინახება ადრეული ხანის სტელის ნატეხი. სტელის ერთ გვერდზე გამოსახულია კაცის ფიგურა, რომელსაც მარჯვენა ხელი მკერდზე აქვს მიდებული. მეორე გვერდზე შემორჩენილია სამსაფეხურიან კვარცხლბეკზე დაყრდნობილი ჯვრის ქვედა მკლავი, მესამეზე კი თითქოს გველის კლაკნილი ტანია გამოსახული, მეოთხეზე – ცხოველის თავი, დაცქვეტილი სამკუთხა ყურებით. მას ყელზე შემოჭდობილი აქვს ადამიანის ხელი, რომელიც ახრჩობს. ამ გამოსახულებას ზევიდან ჯვარი აზის. ვანის ქვაბთა განგების XV-XVI საუკუნეთა მინაწერების მიხედვით, როსტევან რჩეულას ძემ (რჩეულაშვილი) ვანის ქვაბთა მონასტერს შესწირა „გულარშნისა ქუეშეთ აბჯარაული ზუარი“. აბჯარაული ახლაც გოგაშენს ეკუთვნის (მდებარეობს მტკვრის მარჯვ. ნაპირზე, გოგაშენის ქვევით), ამიტომ ამ მინაწერში გოგაშენი უნდა იგულისხმებოდეს. 1595 „[[გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი|გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის]]“ მიხედვით, გოგაშენი შედიოდა ახალქალაქის ლივის თმოგვის ნაჰიეში (რაიონი). იმჟამად ის ჭაჭკრის (იმდროინდელი სოფელი) სახნავ-სათესი ტერიტორია იყო და მარცვლეულის მოსავალზე წლიურად შეწერილი ჰქონდა 500 ახჩა. სავარაუდოდ XIX საუკუნეში, გოგაშენი ისევ მოშენებულა. ახლა აქ 80-მდე კომლია. მაცხოვრებელთა გვარებია: [[ხუციშვილი]], [[ხოსიტაშვილი]], [[ცისკარიძე]], [[კოჟორიძე]], [[ნათენაძე]], [[თაქთაქიძე]], [[ბერიძე]].
 
==დემოგრაფია==
Line 63 ⟶ 65:
== ლიტერატურა ==
{{ქსე|2|56|ბერძენიშვილი დ.}}
*ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 3, თბ., 1958.
*ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი, თბ., 1985.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გოგაშენი“-დან