ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი (საგურამო): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი''' — ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, [[მწერალი|მწერლის]] [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]] მუზეუმი [[საგურამო]]ში, რომელიც 1961 წელს დაარსდა [[გიორგი ლეონიძე|გიორგი ლეონიძის]] მიერ.
 
შენობა ნაგებია [[აგური]]თა და [[რიყის ქვა|რიყის ქვით]] [[დუღაბი|დუღაბზე]]. დახურულია თუნუქით. ჩრდილოეთის მხრიდან სახლ-მუზეუმი ორსართულიანია, სამხრეთის მხარეს კი სამსართულიანი, სახლ-მუზეუმის ასეთი მშენებლობა განპირობებულია იმით, რომ შენობა [[რელიეფი]]ს შესაბამისადაა აშენებული. აღმოსავლეთის მხარეს მიდგმული აქვს [[კარიბჭე]] და ქვის კიბე. სახლს ჩრდილოეთით და სამხრეთით ყველა სართულზე ფართო [[აივანი|აივნები]] აკრავს, სარკმლებს აქვს ხისავე დარაბები, კარ-ფანჯრებიც ხისაა, სართულები ერთმანეთს უკავშირდება შიდა კიბეებით. თითოეული ოთახი განათებულია რამდენიმე ოთახითფანჯრით. პირველი სართული შიდა ოთახებს უკავია, რომელიც ოჯახის წევრებისთვის იყო განკუთვნილი, მეორე სართულზე მისაღები ოთახი, სასადილო და სათამაშო ოთახებია განლაგებული დერეფანთან ერთად. მესამე სართულზე კი საძინებელი. ეზოში მდებარეობს ილიას სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები.
 
მუზეუმის სტაციონარულ ექსპოზიციაში წარმოდგენილია მწერლის მომერიალური ნივთები, XIX საუკუნის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოაპარატები, მწერლის ხელნაწერები, [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] ქართული და უცხოეთის [[სახვითი ხელოვნება|სახვითი ხელოვნების]] ნიმუშები, რომელთა შორისაა: [[ფრანგები|ფრანგი]] მხატვრის გარნიეს „ჟაკ დე მოლის მიღება ტამპლიერების ორდენში“, [[ლადო გუდიაშვილი]]ს, [[იაკობ ნიკოლაძე|იაკობ ნიკოლაძის]], [[უჩა ჯაფარიძე|უჩა ჯაფარიძის]] ნამუშევრები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ჭურჭელი, ავეჯი და სხვა.
 
ილიას გარდაცვალების შემდეგ, მისმა ცოლმა [[ოლღა გურამიშვილი|ოლღა გურამიშვილმა]] საგურამოს სახლი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცვა, სადაც ჯერ დაწყებითმა სკოლამ დაიწყო ფუნქციონირება, შემდეგ კი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი გახდა.