კოლბერგის მორალური განვითარების თეორია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, removed: {{Link GA|en}} using AWB)
[[ლოურენს კოლბერგმა]] შექმნა [[მორალური]] განვითარების თეორია,რომლის მიხედვითაც ადამიანი თავისთავისი მორალური განვითარების პერიოდში გაივლის 6 სტადიას.კოლბერგი ადამიანის მორალურ განვითარებას 3 დონედ ყოფდაჰყოფდა,რომლებიც თავისთავად შედგება 2 ქვედონისგან.ამ თეორიის მიხედვით, ყველიყველა ადამიანი მორალური განვითარების სტადიებს ერთნაირი თანმიმდევრობით გადის,თუმცა - განსხვავებული სისწრაფით. ყოველ მომდევნო [[სტადიაზე]] გადასვლასთან ერთად მისი მორალური აზროვნება უფრო დახვეწილი და რთული ხდება.
 
== პრეკონვენციონალური მორალი ==
ამ სტადიაზე ადამიანებს არ აქვთ გათავისებული საზოგადოების წესები და [[კონვენციები]], საყოველთაოდ მიღებული [[ნორმები]] სწორ და არასწორ საქციელთან დაკავშირებით. ისინი გადაწყვეტილებას იღებენ ძირითადად იმის გათვალისწინებით,თუ რა შედეგი მოჰყვება მათ საქციელს თვითონთავად მათთვის.პატარა ბავშვები [[პრეკონვენციონალური]] მორალით ხელმძღვანელობენ.
 
=== დასჯის თავიდან აცილება ===
ამ სტადიაზე მყოფი ადამიანები [[ძალაუფელბის|ძალაუფლების]] მქონე პორებს ემორჩილებიან იმისთვის,რათა [[დასჯა]] თავიდან აიცილონ. ისინი საქციელის სისწორეს იმის მიხედვით განსაზღვრავენ,მოჰყვება თუ არა მას სასჯელი. თუ ბავშვი რაღაც საქციელისთვის დასაჯეს, მაშინ ეს საქციელი არასწორია, მაგრამ თუ იგი ამ საქციელისთვის არ დაისჯება, სწორ საქციელად ჩათვლის მას.
 
=== დახმარების გაცვლა-გამოცვლა ===
ამ სტადიაზე ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი მოთხოვნებისა და სურვილების დაკმაყოფილება. გადაწყვეტილების მიღებისას სხვისი ინტერესების გათვალისწინება ხდება იმ შემთხვევაში,თუ მათი საჭიროებებიც დაკმაყოფილებული იქნება. ამ სტადიისთვის დამახასიათებელი მსჯელობაა: "თუ შენ რაღაცით დამეხმარები, მეც დაგეხმარები"
 
== კონვენციური მორალი ==
ამ დონეზე მოაზროვნე ადამიანები ეთანხმებიან საზოგადოებაში მიღებულ წესებს და ნორმებს სწორ და არასწორ საქციელთან დაკავშირებით. ისინი ემორჩილებიან და მისდევენ საზოგადოების წესებს და ნორმებს მაშინაც კი, როცა დამორჩილებას ან დაუმორჩილებლობას არანაირი შედეგი არ მოჰყვება. სკოლის ასაკის ბავშვები ამ მორალით ხელმძღვანელობენ.
 
=== კარგი ბიჭი/კარგი გოგო ===
ამ სტადიაზე მყოფი ადამიანები ცდილობენ ისე მოიქცნენ და ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომ [[ავტორიტეტებს]] ასიამოვნონ. ცდილობენ კარგი საქციელით მეგობრების, მშობლების, ნათესავების, გარშემომყოფების მოწონება დაიმსახურონ. გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებენ სხვათა ინტერესებს და განზრახვებს. ამ დონეზე [[ეგოცენტრიზმი]] მცირდება. ამ სტადიაზე მყოფ ადამიანებს უმრავლესობის აზრის გავლენის ქვეშ მოქცევის საშიშროება ემუქრებათ.
 
=== კანონი და წესები ===
ამ სტადიაზე მყოფი ინდივიდები საყოველთაოდ მიღებული წესებით და კანონებით ხელმძღვანელობენ. მათ იციან, რომ წესები აუცილებელია საზოგადოებისთვის და თვლიან, რომ მათი ვალია კანონებს დაემორჩილონ. ამ სტადიაზე ადამიანები ბრმად ემორჩილებიან კანონებს და მათ სამართლიანობასა და სისწორეში ეჭვი არ შეაქვთ.
 
== პოსტკონევენციონალური მორალი ==
ამ სტადიაზე ადამიანები ხვდებიან, რომ წესები ცვალებადი [[მექანიზმებია]], რომლებიც საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებაში გვეხმარება. ისინი არ არის ბრძანებები, რომელთაც უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ. ამ სტადიაზე ადამიანები ხელმძღვანელობენ საკუთარი პრინციპებით, რომლებიც ისეთ ღირებულებებს მოიცავს, როგორიცაა ადამიანის ძირითადი უფლებები. ამ დონეს ადამიანთა უმრავლესობა მხოლოდ 25-30 წლის ასაკისთვის აღწევს.
 
=== სოციალური/საზოგადოებრივი კონტრაქტი ===
ადამიანები ხვდებიან, რომ წესები აუცილებელი მექანიზმებია, რომლებიც გვეხმარება საზოგადოებრივი წესირიგისწესრიგის შენარჩუნებასა და ადამიანთა უფლებების დაცვაში. მათი აზრით,წესები წესების შეცვლა შესაძლებელია იმ შემთვევაში, თუ ისინი აღარ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს.
 
== უნივერსალური ეთიკური პრინციპები ==
ამ სტადიაზე ადამიანის მორალური აზროვნება ეყრდნობა აბსტრაქტულ და ზოგად პრინციპებს, რომლებიც არ არის დამოკიდებული საზოგადოების წესებსა და კანონებზე. ადამიანების მორალი დაფუძნებულია თავიანთ შინაგან [[უნივერსალურ]] [[სტანდარტებზე]]. ისინი დაემორჩილებიან წესებსა და კანონებს, თუ ეს კანონები მათ პრინციპებს ეთანხმება.
 
== ლიტერატურა ==
206

რედაქტირება