საქართველოს სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 64:
ომი დასრულდა მეამბოხეთა გამარჯვებით. ძალაუფლება გადავიდა "[[საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო|სამხედრო საბჭოს]]" ხელში, რომელიც მმართველობის არალეგიტიმური ორგანო იყო. აღნიშნულ კონგლომერატს სათავეში ედგა ჯაბა იოსელიანის, [[თენგიზ სიგუა]]ს და თენგიზ კიტოვანის ტრიუმვირატი. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ არ წყდებოდა მრავალათასიანი შეკრებები და საპროტესტო აქციები. 1992 წლის 2 თებერვალს იარაღის გამოყენებით განსაკუთრებული სისატიკით დაარბიეს მრავალათასიანი საპროტესტო მსვლელობა თბილისში. საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციების მონაცემებით მოკლული იქნა 23 და დაჭრილი 183 მშვიდობიანი დემონსტრანტი. [[1992]] წლის [[მარტი|მარტში]] [[მოსკოვი|მოსკოვიდან]] მოიწვიეს [[ედუარდ შევარდნაძე]]. მის ჩამოსვლისთან ერთად სამხედრო საბჭომ ძალაუფლება გადააბარა სახელმწიფო საბჭოს, რომელიც შედიოდნენ პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები. სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი ედუარდ შევარდნაძე გახდა. შექმნილ ვითარებაში აუცილებელი გახდა [[საქართველოს საპარლამენტო არჩევნები (1992)|საპარლამენტო არჩევნების]] ჩატარება, რადგან ძალაუფლება იყო არალეგიტიმური ორგანოს ხელში. 1992 წლის ოქტომბერში არჩეული პარლამენტი აღმოჩნდა ყველაზე მრავალპარტიული საქართველოს ისტორიაში. ედუარდ შევარდნაძეს სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციები მიენიჭა.
 
1993 წლის 31 აგვისტოს [[ზუგდიდი|ზუგდიდში]] შეიკრიბა ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს მოქმედი უზენაესი საბჭოს 62 დეპუტატი. მათ განიხილეს ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ბრძოლის მექნიზმები. 24 სექტემბერს საქართველოში ჩეჩნეთიდან დაბრუნდა ზვიად გამსახურდია (თვითმფრინავით ჩაფრინდა სენაკში, საიდანაც ჩავიდა ზუგდიდში) და აღადგინა "დევნილი მთავრობა". მისი მხარდასაჭერი საპროტესტო აქციები მოეწყო სენაკში, ჩხოროწყუში, ზუგდიდსა და გალში. გამსახურდიას მომხრე რაზმებმა ხელში ჩაიგდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი და სატრანსპორტო კვანძი. გამსახურდიას ძალების მიერ ეკონომიკურად მნიშვნელოვანი შავი ზღვის პორტი ფოთის დაკავებამ რუსეთის, სომხეთისა (რომელიც სრულად საქართველოს პორტებზე იყო დამოკიდებული) და აზერბაიჯანის ინტერესები ჩააგდო საფრთხეში. ამ სიტუაციაში სამივე ქვეყანამ შევარდნაძის მთავრობას დაუჭირა მხარი, რომელიც თავის მხრივ დათანხმდა [[დსთ|დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში]] გაწევრიანებას. სომხეთის და აზერბაიჯანის მხარდაჭერა მხოლოდ პოლიტიკური იყო, ხოლო რუსეთმა დაახლოებით 2000 ჯარისკაცი გამოგზავნა საქართველოში, რომელებმაც ქართულ ჯარი ლოჯისტიკით და იარაღით მოამარაგეს. აჯანყების ჩახშობა სწრაფად მოხერხდა. ზუგდიდი იმავე წლის 6 ნოემბერს დაეცა. ამის მიუხედავად, გამსახურდიას მომხრე რაზმები აგრძელებდნენ პარტიზანულ ბრძოლებს. 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდია დღემდე დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა ზვიად გამსახურდია. ზოგიერთი მისი მხარდამჭერი არ იჯერებდა ამ ცნობას 1994 წლის 15 თებერვალს მისი ცხედრის პოვნამდე. ზვიად გამსახურდიას ნეშტი 24 თებერვლას [[გროზნო]]ში დაასაფლავეს.
ამავდროულად, ძლიერდებოდა სეპარატისტული განწყობები [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთსა]] და [[ცხინვალის რეგიონი|ცხინვალის რეგიონში]]. 1992 წლის აგვისტოში დაიწყო [[აფხაზეთის ომი]], რომელიც 13 თვე გაგრძელდა. გამსახურდიას მომხრე მებრძოლეები და სამთავრობო ჯარები ერთმანეთთან შეუთანხმებლად მოქმედებდნენ, ხშირ შემთხვევაში კი ერთმანეთის წინააღმდეგაც უწევდათ ბრძოლა.
 
1993 წლის 31 აგვისტოს [[ზუგდიდი|ზუგდიდში]] შეიკრიბა ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს მოქმედი უზენაესი საბჭოს 62 დეპუტატი. მათ განიხილეს ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ბრძოლის მექნიზმები. 24 სექტემბერს საქართველოში ჩეჩნეთიდან დაბრუნდა ზვიად გამსახურდია (თვითმფრინავით ჩაფრინდა სენაკში, საიდანაც ჩავიდა ზუგდიდში) და აღადგინა "დევნილი მთავრობა". მისი მხარდასაჭერი საპროტესტო აქციები მოეწყო სენაკში, ჩხოროწყუში, ზუგდიდსა და გალში. გამსახურდიას მომხრე რაზმებმა ხელში ჩაიგდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი და სატრანსპორტო კვანძი. გამსახურდიას ძალების მიერ ეკონომიკურად მნიშვნელოვანი შავი ზღვის პორტი ფოთის დაკავებამ რუსეთის, სომხეთისა (რომელიც სრულად საქართველოს პორტებზე იყო დამოკიდებული) და აზერბაიჯანის ინტერესები ჩააგდო საფრთხეში. ამ სიტუაციაში სამივე ქვეყანამ შევარდნაძის მთავრობას დაუჭირა მხარი, რომელიც თავის მხრივ დათანხმდა [[დსთ|დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში]] გაწევრიანებას. სომხეთის და აზერბაიჯანის მხარდაჭერა მხოლოდ პოლიტიკური იყო, ხოლო რუსეთმა დაახლოებით 2000 ჯარისკაცი გამოგზავნა საქართველოში, რომელებმაც ქართულ ჯარი ლოჯისტიკით და იარაღით მოამარაგეს. აჯანყების ჩახშობა სწრაფად მოხერხდა. ზუგდიდი იმავე წლის 6 ნოემბერს დაეცა. ამის მიუხედავად, გამსახურდიას მომხრე რაზმები აგრძელებდნენ პარტიზანულ ბრძოლებს. 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდია დღემდე დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა. ზოგიერთი მისი მხარდამჭერი არ იჯერებდა ამ ცნობას 1994 წლის 15 თებერვალს მისი ცხედრის პოვნამდე. ზვიად გამსახურდიას ნეშტი 24 თებერვლას [[გროზნო]]ში დაასაფლავეს.
 
==რეპრესიები==
 
ომის შემდეგ დაიწყო მასობრივი რეპრესიები ზვიად გამსახურდიას მომხრეების წინააღმდეგ. სასტიკი წამებით მოკლეს მერაბ ქარდავამ, რომელმაც ზვიად გამსახურდიას ლექსი მიუძღვნა. მკლავი მოაჭრეს და დახვრიტეს ვახტანგ ნოდია, რომელმაც ზვიად გამსახურდია იესო ქრისტესთან ერთად დახატა. ზუგდიდის აღების შემდეგ „მხედრიონის“ მებრძოლეები სამი დღის განმავლობაში ძარცვავდნენ და აყაჩაღებდნენ ქალაქის მკვიდრებს, რა დროსაც მოკლეს და აწამეს ზვიად გამსახურდიას რამდენიმე ათეული მომხრე. 16 ნოემბერს „მხედრიონის“ მებრძოლეები შევიდნენ სოფელ [[დარჩელი|დარჩელში]], გადაკეტეს სოფლიდან გასასვლელი გზები და დაიწყეს მოსახლეობის დაყაჩაღება. ერთი დღე-ღამის განმავლობაში მათ ჯერ გაძარცვეს, შემდეგ კი გადაწვეს 27 საცხოვრებელი სახლი.
 
დასავლეთის რეაქციას საქართველოში დაწყებულ რეპრესიებთან დაკავშირებით ზვიად გამსახურდია ასე აფასებდა:
 
{{ციტატა|დასავლეთის პოლიტიკოსებმა, ისევე, როგორც მასობრივი საშუალებების დიდმა უმრავლესობამ, პირში წყალი ჩაიგუბეს ამ რეპრესიებისა და ტერორის შესახებ საქართველოში. მხოლოდ ფინეთის და ზოგიერთ გერმანულ და შვეიცარულ გაზეთებში დაიწერა სიმართლე შევარდნაძის რეჟიმის შესახებ. გაერომ, ევროპის უშიშროების საბჭომ, წითელი ჯვრის ორგანიზაციამ უარი თქვეს გამოეკვლია სახელმწიფო ტერორიზმის ფაქტები საქართველოში. ღრმა დამოკიდებულება ამ ტრაგიკული მოვლენის მიმართ გამოხატული იქნა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მაინის ფრანკფურტში, ასევე ფინეთის ჰელსინკის ჯგუფის მიერ. პირმოთნეობისა და ცინიზმის უმაღლესი წერტილი იყო ჯეიმს ბეიკერის ვიზიტი საქართველოში 1992 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. იმ დროს, როცა ბეიკერი ულოცავდა შევარდნაძეს თანამდებობას რესპუბლიკის მოედანზე და ლაპარაკობდნენ დემოკრატიაზე, სულ 200 მეტრის დაშორებით მხედრიონის ძალები და პოლიცია აქეთ-იქით ფანტავდნენ საპროტესტო გამოსვლას, ესროდნენ და სცემდნენ ხალხს.1991 წლის 9-10 ივლისს ჰელსინკში უნდა ჩატარებულიყო ევროპის თანამშრომლობისა და უშიშროების საბჭოს სხდომა. მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და ჰელსინკის ჯგუფის პირველი ჩამომყალიბებელი 1975 წელს, მიწვეული ვიყავი ამ თათბირზე ფინეთის პარლამენტის ქართული ჯგუფის მიერ. ბატონმა ჰეიკი რუჰიარვიმ, ამ ჯგუფის ლიდერმა გააკეთა სამი უშედეგო განცხადება ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ ჩემთვის ვიზის უზრუნველსაყოფად. სამინისტრომ უპასუხა ბ-ნ რუჰიარვის და ფინეთ-საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარეს ქ-ნ აილა ნიინიმა-კიეპოს, რომ მე შემეძლო ფინეთში ჩასვლა მხოლოდ ევროპის თანამშრომლობისა და უშიშროების საბჭოს თათბირის შემდეგ.
 
სამინისტროს არ აუხსნია, თუ რატომ დართეს ფინეთში ჩასვლის ნება მხედრიონის კრიმინალებსა და სუკის ოფიცრებს. ბატონმა რუჰიარვიმ მაცნობა შემდეგი: „ეს ეწინააღმდეგება ევროპის თანამშრომლობისა და უშიშროების საბჭოს კანონებს, რომელიც (ეს საბჭო) აფერხებს გამსახურდიას ფინეთში ჩასვლას, მაშინ, როცა გულთბილად ხვდება შევარდნაძეს, რომელიც აქტიურად იყო ჩარეული გასული წლის პუტჩში და რომლის ზრახვაც იყო არაკანონიერად სხვისი ადგილის მითვისება. ევროპის თანამშრომლობის და უშიშროების საბჭოს მიეთითა დაეცვა ერები ისეთი კრიმინალი ლიდერებისაგან, როგორიცაა შევარდნაძე“. მსგავსი საპროტესტო წერილი გავუგზავნე ამ საბჭოს მე. ამასობაში შევარდნაძემ მიიღო მონაწილეობა მის თათბირში. ასეთი ქმედებით ევროპის თანამშრომლობისა და უშიშროების საბჭომ თვითონვე დაარღვია 1991 წლის 10 ოქტომბერს მიღებული სახელმწიფო წარმომადგენელთა მოსკოვის შეხვედრის დოკუმენტი, კერძოდ, მისი მეჩვიდმეტე მუხლი, სადაც წერია: „თუ სახელმწიფოში ადგილი ექნება არადემოკრატიული მეთოდებით დემოკრატიული გზით არჩეული მთავრობის დამხობას ან მის მცდელობას, სახელმწიფო წარმომადგენლებმა მხარი უნდა დაუჭირონ ამ სახელმწიფოს კანონიერ ადამიანებს გაეროს წესდების თანახმად“.}}<ref name=West >{{cite web|url=http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0preziden--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&cl=CL4.10&d=HASH011cef73ff83c96fa1a2a7e4&gc=1|title=
ფაქტები და სინამდვილე, ზვიად გამსახურდია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი}}</ref>
==იხილეთ აგრეთვე==
* [[სამოქალაქო ომების სია]]