პარკოსნები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 13:
| commons = Category:Fabaceae
}}
'''პარკოსნები''' ({{lang-lat|Fabaceae ანუ Leguminosae}}), [[ორლებნიანები|ორლებნიან მცენარეთა]] ოჯახი. მასში გამოიყოფა 3 ქვეოჯახი: [[მიმოზისებრნი]] (Mimosoideae), [[ცეზალპინიისებრნი]] (Caesalpinoideae) და [[ფარვანისებრნი]] (Faboideae ანუ Papilionoideae) (ზოგიერთი სისტემატიკოსი ამ ქვეოჯახებს ცალკე ოჯახებად მიიჩნევს). ბუჩქები,[[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვანი]] და [[ერთწლოვანი მცენარეები|ერთწლოვანი]] ბალახებია. იშვიათად ხეები ან ლიანებია. აერთიანებს 500-მდე გვარის 12000 სახეობას. პარკოსნებს ფესვებზე უვითარდებათ კოჟრები — ატმოსფერული აზოტის შემთვისებელი კოჟრის ბაქტერიების გროვები, რომლებიც ნიადაგს ამდიდრებენ აზოტით.
 
პარკოსნების ზოგიერთი გვარი და ცალკეული წარმომადგენლები ([[ლობიო]], [[სოია]], [[არაქისი]], [[ცერცვი]], [[ბარდა]] და სხვა) ცილებით მდიდარი ყუათიანი საჭმელია, არაქისისა და სოიის თესლიდან მიღებულ ზეთს ფართოდ იყენებენ კვების მრეწველობაში (საკონდიტრო წარმოება, კულინარია) და ტექნიკური მიზნებისათვის. საქონლის საკვებ მცენარეებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია [[იონჯა]]ს, [[სამყურა]]ს, [[ესპარცეტი|ესპარცეტს]], [[ცერცველა]]ს, [[ძიძო]]სა და სხვა მცენარეებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პარკოსნები“-დან