ქართველები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 108:
საქართველოს ფარგლებს გარეთ დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ქართველები, ასევე, ქართული წარმოშობის მოსახლეობა.
 
[[ევროპის კავშირი|ევროკავშირის]] წევრ 28 სახელმწიფოში, სხვადასხვა მონაცემებით 150 000-დან 300 000-მდე ეთნიკური ქართველი ცხოვრობს. ევროკავშირში ქართველები არათანაბარზომიერად არიან განსახლებული. მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორა არსებობს [[იტალია|იტალიაში]], [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], [[ესპანეთი|ესპანეთში]], [[გერმანია|გერმანიასა]] და [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. ოფიციალურ სტატისტიკასა და ექსპერტულ შეფასებებზე დაყრდნობით, თითოეულ ამ სახელმწიფოში ათი ათასზე მეტი ქართველი ცხოვრობს, ზოგიერთ მათგანში კი რამდენიმე ათეული ათასი. შედარებით მცირერიცხოვანიანაკლებია ქართველთა რაოდენობა [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთში]], [[კვიპროსი|კვიპროსში]], [[ნიდერლანდები|ნიდერლანდებში]], [[ირლანდია|ირლანდიაში]], [[ავსტრია|ავსტრიასა]] და [[ბელგია|ბელგიაში]]. ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებში, ქართული დიასპორა მცირერიცხოვანია და ის არ აჭარბებს რამდენიმე ასეულ ადამიანს. შუა საუკუნეებში საქართველოს მჭიდრო ურთიერთობები აკავშირდებდა [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიასთან]], ქართველი ფეოდალები და ღვთისმსახურები მოღვაწეობდნენ იმპერიის დედაქალაქში და მის პროვინციებში. ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებში ქართული დიასპორის გაჩენა XX საუკუნეს უკავშირდება. 1921 წელს, [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] ოკუპაციის შემდეგ, რამდენიმე ათასი ქართველი, მათ შორის დევნილობაში მყოფი მთავრობა, ევროპაში ემიგრირდა. მათი უმეტესობა საფრანგეთში დამკვიდრდა. ევროკავშირში მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორების ჩამოყალიბება 1991 წელს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და საზღვრების გახსნის შემდგომ პერიოდს უკავშირდება.
 
[[თურქეთი|თურქეთის რესპუბლიკაში]], სხვადასხვა მონაცემებით 100 000-დან 200 000-მდე ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, რომლებიც ფლობენ ქართულ ენას და შენარჩუნებული აქვთ ქართული იდენტობა. 1965 წლის აღწერის მიხედვით, 83 306 ადამიანმა ქართული, მშობლიურ, ან მეორე ენად დაასახელა. 2009 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპუბლიკაში ქართულ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა 151 000-ით ფასდება. თურქეთში მცხოვრებ ქართველებს შორის, გამოიყოფა რამდენიმე ჯგუფი. რესპუბლიკაში ბინადრობენ ავტოქთონი, სამხრეთ ქართული [[იმერხეველები|ეთნოგრაფიული ჯგუფები]], რომლებიც თავდაპირველად XVI-XVII საუკუნეებში [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] მიერ [[სამცხე-საათაბაგო|სამცხე-საათაბაგოს]] დაპყრობის შედეგად მოექცნენ იმპერიის შემადგენლობაში. ხოლო საბოლოოდ, 1921 წელს საბჭოთა რუსეთისა და თურქეთის [[რუსეთ-საქართველოს ომი (1921)|ერთობლივი სამხედრო აგრესიის]] შემდეგ, კვლავ თურქეთის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ. ძირძველი ქართული ეთნოგრაფიული ჯგუფები საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ზონის სიახლოვეს, [[ართვინის პროვინცია|ართვინის პროვინციაში]] ცხოვრობენ. თურქეთში ასევე ბინადრობენ XIX საუკუნეში, რუსეთ-ოსმალეთის ომების შედეგად საქართველოდან გადასახლებული [[ჩვენებურები|მუსლიმი ქართველების]] შთამომავლები, ისინი კომპაქტურად არიან განსახლებული რესპუბლიკის სხვადასხვა პროვინციებში. თურქეთში ქართველების მიგრაციის უკანასკნელი ეტაპის დაწყება, 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასა და ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის გახსნას უკავშირდება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქართველები“-დან