ქართველები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 112:
[[თურქეთი|თურქეთის რესპუბლიკაში]], სხვადასხვა მონაცემებით 100 000-დან 200 000-მდე ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, რომლებიც ფლობენ ქართულ ენას და შენარჩუნებული აქვთ ქართული იდენტობა. 1965 წლის აღწერის მიხედვით, 83 306 ადამიანმა ქართული, მშობლიურ, ან მეორე ენად დაასახელა. 2009 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპუბლიკაში ქართულ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა 151 000-ით ფასდება. თურქეთში მცხოვრებ ქართველებს შორის, გამოიყოფა რამდენიმე ჯგუფი. რესპუბლიკაში ბინადრობენ ავტოქთონი, სამხრეთ ქართული [[იმერხეველები|ეთნოგრაფიული ჯგუფები]], რომლებიც თავდაპირველად XVI-XVII საუკუნეებში [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] მიერ [[სამცხე-საათაბაგო|სამცხე-საათაბაგოს]] დაპყრობის შედეგად მოექცნენ იმპერიის შემადგენლობაში. ხოლო საბოლოოდ, 1921 წელს საბჭოთა რუსეთისა და თურქეთის [[რუსეთ-საქართველოს ომი (1921)|ერთობლივი სამხედრო აგრესიის]] შემდეგ, კვლავ თურქეთის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ. ძირძველი ქართული ეთნოგრაფიული ჯგუფები საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ზონის სიახლოვეს, [[ართვინის პროვინცია|ართვინის პროვინციაში]] ცხოვრობენ. თურქეთში ასევე ბინადრობენ XIX საუკუნეში, რუსეთ-ოსმალეთის ომების შედეგად საქართველოდან გადასახლებული [[ჩვენებურები|მუსლიმი ქართველების]] შთამომავლები, ისინი კომპაქტურად არიან განსახლებული რესპუბლიკის სხვადასხვა პროვინციებში. თურქეთში ქართველების მიგრაციის უკანასკნელი ეტაპის დაწყება, 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასა და ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის გახსნას უკავშირდება.
 
[[რუსეთის ფედერაცია|რუსეთის]] 2010 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ფედერაციაში 157 803 ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, რაც 20,27%-ით ნაკლებია 2002 წლის მონაცემებთან შედარებით. რუსეთში ქართველების მიგრაციის დაწყება XVII-XVIII საუკუნეებს უკავშირდება. XIX-XX საუკუნეებში, როდესაც საქართველო [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიისა]] და [[სსრკ|სსრკ-ს]] შემადგენლობაში შედიოდა, რუსეთში ქართული დიასპორა კიდევ უფრო გაიზარდა. ფედერაციაში ქართველების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს 1990-ან წლებში მიაღწია და 200 000 მიუახლოვდა. 2000-ან წლებში რუსეთის ხელისუფლების მიერ ეთნიკური ნიშნით ქართველთა დევნისა და 2008 წელს განხორციელებული [[რუსეთ-საქართველოს ომისომი (2008)|სამხედრო აგრესიის]] შემდეგ, ფედერაციაში ქართული დიასპორა სწრაფი ტემპებით მცირდება.
 
[[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკის შეერთებულ შტატებში]] ექსპერტული შეფასებების მიხედვით 30 000-40 000 ეთნიკური ქართველი ცხოვრობს. აშშ-ში ქართველთა პირველი გამოჩენა XIX საუკუნის მეორე ნახევარს უკავშირდება. ქართველები, შედარებით მცირე ოდენობით 1921 წელს საქართველოს ოკუპაციისა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც დამკვიდრდნენ აშშ-ში. შეერთებულ შტატებში მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორის ჩამოყალიბება 1991 წელს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასა და საზღვრის გახსნას უკავშირდება.
ხაზი 118:
[[უკრაინა|უკრაინაში]] 2001 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, 34 199 ქართველი ცხოვრობს. უკრაინაში ქართველთა პირველი ჯგუფები XVIII საუკუნეში დასახლდნენ, ისინი რუსეთის იმპერიის გადამდგარი ოფიცრები იყვნენ. XIX-XX საუკუნეებში რუსეთის იმპერიასა და სსრკ-ში ერთობლივი თანაცხოვრების შედეგად, უკრაინაში ქართული დიასპორა გაიზარდა. 1990-ან და 2000-ან წლებში ქართველთა რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, თუმცა 2014 წელს უკრაინაში რუსეთის [[დონბასის ომი|სამხედრო აგრესიის]] დაწყების შემდეგ, ქართულ დიასპორას შემცირების ტენდენცია ახასიათებს.
 
[[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]] 2009 წლის აღწერის მიხედვით 9 900 ქართველი ცხოვრობს, 1999 წლის აღწერა რესპუბლიკაში 14 877 ქართველს აფიქსირებდა. ქართველთა განსახლების უმთავრესი არეალი [[კახის რაიონი|კახის რაიონია]], სადაც უკანასკნელი აღწერის მიხედვით 7 447 ქართველი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის ოფიციალური სტატისტიკა ქართველებად არ აღრიცხავს [[ბელაქანის რაიონი|ბელაქანისა]] და [[ზაქათალის რაიონი|ზაქათალის რაიონებში]] მცხოვრებ [[ინგილოები|მუსლიმ ქართველებს]], რომელთა რაოდენობა 20 000-30 000 შორის მერყეობს. აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები, ავტოქთონი [[ჰერები]] არიან. რესპუბლიკაში ქართველთა განსახლების ტრადიციული არეალი XV-XVII საუკუნეებში [[კახეთის სამეფო|კახეთის სამეფოს]] შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა XVII-XVIII საუკუნეებში კახეთის მეფეებმა დაკარგეს კონტროლი ამ ტერიტორიებზე. 1918-1920 წლებში [[ზაქათალის ოკრუგი]] საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და [[აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა|აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას]] შორის სადავო მხარეს წარმოადგენდა, 1920-1921 წლებში დავა აზერბაიჯანის სსრ-თან გაგრძელდა. 1920 წლის 7 მაისის [[მოსკოვის ხელშეკრულება (1920)|მოსკოვის ხელშეკრულებით]], [[რსფსრ|რუსეთმა]] სცნო ზაქათალის ოკურგი საქართველოს შემადგენელ ნაწილად. 1921 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ [[საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|საქართველოსა]] და [[აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|აზერბაიჯანის სსრ]]-ებს შორის ზაქათალის ოკრუგისთვის დავა, აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
 
[[ირანი|ირანში]] სხვადასხვა მონაცემებით 10 000-დან 20 000-მდე ქართველი ცხოვრობს. ისლამურ რესპუბლიკაში მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორის წარმოშობა XVI-XVIII საუკუნეებში აღმოსავლეთ საქართველოზე ირანის პოლიტიკურ დომინაციას, ომებსა და იძულებით გადასახლებებს უკავშირდება. დღეს ირანში მცხოვრები ქართული ეთნოგრაფიული ჯგუფის, [[ფერეიდნელები|ფერეიდნელების]] წარმოშობა, ასევე ამ ისტორიულ პროცესებთანაა დაკავშირებული. კერძოდ, ფერეიდნელ ქართველთა წინაპრები XVII საუკუნეში ირანის შაჰმა [[აბას I (ირანი)|აბას I-მა]] საქართველოდან ირანში გადაასახლა. საუკუნეების განმავლობაში შაჰები ქართველებს ირანის სხვადასხვა პროვინციებში ასახლებდნენ, თუმცა ენისა და იდენტობის შენარჩუნება, მხოლოდ [[ფერეიდუნ-შაჰრი|ფერეიდანში]] მცხოვრებმა ქართველებმა შეძლეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქართველები“-დან