კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 65:
[[ფაილი:Coronation medal Queen Caroline 1727.jpg|მარცხნივ|მინი|290x290პქ|1727 წელს მოჭრილი ბრიტანული მონეტა დედოფალ კაროლინას გამოსახულებით]]
1727 წლის 11 ივნისს მისი მამამთილის, ჯორჯ I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ქმარი ჯორჯ II ავიდა, რითაც კაროლინა დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის დედოფალი გახდა. მათი კორონაცია 1727 წლის 11 ოქტომბერს შედგა უესტმინსტერის სააბატოში. კაროლინა გახდა ბრიტანეთის ისტორიაში პირველი დედოფალი, რომლის კორონაციაც შედგა, ვინაიდან ბოლო დედოფალი, რომლის კორონაციაც იყო, ეს იყო ანა დანიელი, 1603 წელს. მიუხედავად იმისა, რომ უოლპოლმა ჯორჯი და მამამისი თავის დროზე შეარიგა, ჯორჯი მას მაინც არ ენდობოდა. გარდა ამისა უოლპოლი პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენდა ჯორჯ II კი უმცირესობაში იყო. იმის გამო, რომ უოლპოლი ზედმეტად არ გათავხედებულიყო, მეფემ მას წლიურად 100, 000 ფუნტის გადახდა დააკისრა, რაც სასახლეების რესტავრაციას მოხმარდა. თუმცაღა სამეფო კარზე უოლპოლს დიდი გავლენა ჰქონდა. იგი მალევე ძალიან დაუახლოვდა კაროლინას, იმდენადაც კი, რომ მას "დედოფლის მინისტრს" უწოდებდნენ. მომდევნო ათი წლის მანძილზე იგი დიდ გავლენას ახდენდა კაროლინაზე, დედოფალი კი თავის მხრივ საკმაოდ ძლიერ გავლენას ჰფლობდა მეფეზე, რომელსაც უოლპოლისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებდა. დედოფალი კაროლინა, ისევე როგორც მისი აღმზრდელი, პრუსიის დედოფალი სოფია შარლოტა, ლიბერალური პოლიტიკის მატარებელი იყო. მან მხარი დაუჭირა იაკობინელთა პარტიას (სტიუარტთა დინასტიის მომხრეებს), ასევე პრესის, და სიტვის თავისუფლებას პარლამენტში.
[[ფაილი:CarolineAmigoni Wilhelmina- Caroline of Brandenburg-Ansbach by- JacopoNPG Amigoni4332.jpg|მინი|დედოფალი კაროლინა 1735 წელს]]
მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე კაროლინა და ჯორჯი ხელჩარჩულ ბრძოლაში იყვნენ ჩაბმულები თავიანთი ვაჟის, უელსის პრინც ფრედერიკის წინააღმდეგ. საბოლოოდ ფრედერიკის გაუთავებელი ამბოხებისგან თავის დასახწევად ის მეფე-დედოფალმა დროებით გერმანიაში გადაასახლეს. იგი ჰანოვერიდან 1728 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ რაც სრულწლოვანი გახდა, რადგან მისი მშობლები მის შედარებით დაჭკვიანებას ივარაუდებდნენ. მართალია იგი ამბოხებს აღარ აწყობდა, თუმცა საკმაოდ დიდი ვალები ჰქონდა, რაც გაუთავებელი აზარტული თამაშების ბრალი იყო. ფრედერიკი მამის რელიგიურ მრსწამრსს უპირისპირდებოდა და აცხადებდა, რომ სამეფო ხელისუფლების გავლენა მცირე იყო. 1728 წელს კაროლინა და ფრედერიკი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის რეგენტებად დაინიშნენ, ვინაიდან 1729 წლის მაისამდე ჯორჯ II ჰანოვერში იმყოფებოდა. კაროლინას რეგენტობისას მოხდა დიპლომატიური ინცინდენტი პორტუგალიასთან, როდესაც ბრიტანული გემები უნებართვოდ შეიჭრნენ პორტუგალიის აკვატორიაში, თუმცა რეგენტმა დედოფალმა ძალზედ წარმატებული მოლაპარაკებები აწარმოა და პორტუგალიასა და ესპანეთთან სევილიის ხელშეკრულება გააფორმა. 1732 წელს კაროლინა ოთხი თვით კვლავ იქნა დანიშნული რეგენტად, ვინაიდან მეფე კვლავ ჰანოვერში იმყოფებოდა. მისი ამ რეგენტობის პერიოდში ბრიტანეთში სასჯელაღმსრულებელ სისტემაში დიდი რეფორმა გატარდა და ჯალათებს ადამიანების ჩვენების მისაცემად წამება აეკრძალათ. 1733 წლის მარტში ბრიტანეთის მინისტრები ერთხმად მოითხოვდნენ უოლპოლის თანამდებობიდან მოხსნას. მართალია დედოფალი მათ თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდათ, მაგრამ სრულიად უშედეგოდ.