გლობალიზაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
გლობალიზაციის პროცესისადმი, მისი უაღრესი სირთულიდან გამომდინარე, მსოფლიოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აღინიშნება. საზოგადოდ არსებობს ორი რადიკალურად განსხვავებული შეხედულება: პირველის (ე. წ. "გლობალისტების") თანახმად, გ. წარმოადგენს პროგრესულ პროცესს, რ-იც ხელს შეუწყობს მთლიანად მსოფლიოს განვითარებას, ხოლო მეორე (ე. წ. "ანტიგლობალისტები") შეხედულების მიხედვით, გ. არის ნეგატიური მოვლენა, რ-იც ემუქრება არა მარტო ცალკეულ ეროვნულ სახელმწიფოებს, ერებს, მათ კულტ. ფასეულობებს, არამედ განიხილება როგორც მსოფლიო განვითარებისათვის საშიში ტენდენცია. აღსანიშნავია მესამე მოსაზრებაც, რ-ის მიხედვითაც გ. თავისი არსით არ წარმოადგენს არც აბსოლუტურ სიკეთეს და არც აბსოლუტურ ბოროტებას, და რომ მისი შედეგებით სარგებლობა ცალკეული ინდივიდის, საზოგადოების, ქვეყნის განვითარების დონესა და ნებაზეა დამოკიდებული.
 
უკანასკნელ ათწლეულებში საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში აუცილებლობად იქცა გ-ისგლობალიზაციის პრობლემების ნათლად და მკაფიოდ განხილვა. გ-ისგლობალიზაციის ფენომენი სხვადასხვა დარგის მეცნიერთა, სახელმწიფო მოღვაწეთა, საქმიანი წრეების წარმომადგენელთა მხედველობის არეალში მოექცა. შეიქმნა ცოდნის ახალი დარგი – გლობალისტიკა, რ-იც ერთმანეთთან აკავშირებს მომიჯნავე სამეცნიერო დისციპლინებს: პოლიტოლოგიას, სოციოლოგიას, ისტორიას, ფილოსოფიას, ეკონომიკურ მეცნიერებას, კულტუროლოგიას, სამართალმცოდნეობას და სხვ. გლობალური პრობლემების გრძელვადიანი პროგნოზების შესამუშავებლად და შესაფასებლად ჩამოყალიბებულია დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტთა საკრებულო, რ-იც ე. წ. "რომის კლუბის" სახელით არის ცნობილი და დღეისთვის აერთიანებს რამდენიმე ათეული ქვეყნის ასობით მეცნიერს, ბიზნესმენს, პოლიტ. თუ საზ. მოღვაწეს.
 
გლობალიზაციის პრობლემა, სხვადასხვა ურთულესი გამოწვევების სახით, აშკარად დგას XXI ს-ის დასაწყისის საქართველოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო მნიშვნელოვანწილად არის ჩართული გ-ისგლობალიზაციის პროცესში. სრულყოფილი, სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოს შესაქმნელად მთავარი ამოცანაა, ქვეყანამ განსაზღვროს საკუთარი ფუნქცია და დაიმკვიდროს თავისი ადგილი თანამედროვეობის საერთაშორისო სისტემაში, ევრაზიის გეოპოლიტიკურ სივრცეში.
 
წარსულის გლობალურ მსოფლიო სისტემაში საქართველო გეოპოლიტიკურად ყოველთვის მიეკუთვნებოდა გარკვეულ ისტ.ისტორიულ- კულტურულ რეგიონს: [[კავკასია]][[მცირე აზია]][[წინა აზია]], ხოლო თავის სუბრეგიონთან ერთად შედიოდა უფრო ვრცელ – ახლო და შუა აღმოსავლეთის ისტ. სივრცეში. იგი მდებარეობდა და მდებარეობს ევროპისა და აზიის გზასაყარზე, ევრო-ატლანტიკური სივრცის უკიდურეს აღმოსავლეთში. ძვ. წ. IV–III ათასწლეულებიდან მოყოლებული, დღევანდელ ქართველთა წინაპარი ტომები და მათ მიერ დაარსებული სახელმწიფოები ინტენსიურად იყვნენ ჩართული ძველაღმოსავლური და ანტიკური ეპოქების მსოფლიო ცივილიზაციათა შექმნა-განვითარების პროცესში. განსაკუთრებული რელიეფურობით ეს ფაქტი (მოვლენა) ბერძნ.-ელინურ სამყაროსთან კულტ. ინტეგრირებითა და პოლიტ. კავშირით გამოიხატა.
 
ქართული სახელმწიფოების ინტენსიური კულტ.კულტურულ-პოლიტ.პოლიტიკურ და სამხ.სამხედრო თანამშრომლობის შემდგომი ეტაპი იყო ბერძნულ-რომაულ და აღმოსავლურ- ევროპულ სამყაროსთან (ბიზანტიასთან) ხანგრძლივი და მრავალმხრივი ურთიერთობები. შეიძლება ითქვას, რომ თავისი ისტ. გამოცდილებით, კულტ.- პოლიტ. და სახელმწიფოებრივი ცნობიერებით ადრინდ. და განვითარებული შუა საუკუნეების საქართველო ხმელთაშუაზღვისპირეთის ცივილიზაციას მიეკუთვნებოდა, მის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა. სწორედ ამ სამყაროსადმი კუთვნილებამ განაპირობა საქართველოში, ერთი მხრივ, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება და, მეორე მხრივ, ის ისტ. რეალობა, რომ დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ოდითგანვე გადიოდა საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სავაჭრო- სატრანზიტო მაგისტრალი – აბრეშუმის დიდი გზა; იგი შავ და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნებს ინდოეთთან და ჩინეთთან აკავშირებდა.
 
გვიანდელ შუა საუკუნეებში, მთელი რიგი მიზეზების გამო, ქართულ საზ. პოლიტ. აზროვნებაში მნიშვნელოვან ტრადიციად იქცა განსაკუთრებული სწრაფვა ევროპისადმი, რ-იცრომელიც, თავის მხრივ, "დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიდან" მოყოლებული მუდმივად განვითარებადი სამყაროს განსაკუთრებულ ტიპს წარმოადგენდა. 1453 კონსტანტინოპოლის დაცემისა და ბიზანტიის იმპერიის დასასრულის შემდეგ, მიუხედავად სახელმწიფოებრივი დაშლა-დაქუცმაცების, დასავლური სამყაროსაგან იზოლაციის და მენტალური თვითმყოფადობისა, საქართველო მაინც რჩებოდა შესაბამისი ეპოქის ისტ.- კულტ. მსოფლიოს განუყოფელ ნაწილად. ეს საზოგადო ტენდენცია შინაგანად შენარჩუნებული იქნა XIX–XX სს. განმავლობაშიც, როდესაც ქვეყანა თავდაპირველად რუსეთის იმპერიის, ხოლო შემდეგ საბჭ. კავშირის შემადგენლობაში იმყოფებოდა და როგორც დამოუკიდებელი პოლიტ. ერთეული მსოფლიო რუკაზე არც კი აღინიშნებოდა (1918–21 გამოკლებით). თითქმის მთელი XX ს-ის განმავლობაში საქართველოს ურთიერთობები გარე სამყაროსთან განსაზღვრული იყო საბჭოთა სახელმწიფოს საგარეო პოლიტ. დოქტრინით და საკუთარი სახელმწიფოებრივი კონცეფციის ჩამოყალიბება და ცხოვრებაში გატარება პრაქტიკულად გამორიცხული იყო.
 
თანამედროვე გეოპოლიტიკურ პირობებში კვლავ აქტუალური გახდა "აბრეშუმის გზის" – სატრანსპორტო და ენერგეტიკული სატრანზიტო პროექტების განახლება, რითაც საქართველოს საშუალება ეძლევა კვლავ აღიდგინოს ძველი ფუნქცია და მონაწილეობა მიიღოს ფართომასშტაბიან საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში. ახალ ვითარებაში საქართველომ გააკეთა თავისი ისტ. არჩევანი და საგარეო კურსი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ მიმართა. 1999-იდან საქართველო ევროპის საბჭოს წევრია და მონაწილეობს იმ ევროპული ინსტიტუტების საქმიანობაში, რ-ებიც ხელს უწყობენ დემოკრატიული სახელმწიფოსა და საზოგადოების დასავლური სტანდარტებით მშენებლობას, და რ-ის საბოლოო მიზანიც ევროპულ თანამეგობრობაში ინტეგრირებაა.
 
 
 
ტერმინი ასახავს ცვლილებებს საზოგადოებასა და მსოფლიო [[ეკონომიკა]]ში, რომელიც გამოწვეულია საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურული გაცვლის დრამატული ზრდით. ის ასევე ასახავს ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას ბარიერთა რღვევისა და ქვეყანათა ურთიერთდამოკიდებულიბის ზრდის შედეგად. სპეციფიურად, ეკონომიკურ კონტექსტში ის ხშირად იგულისხმება როგორც ვაჭრობის პირდაპირი შედეგი, განსაკუთრებით, სავაჭრო ლიბერალიზაციის ანუ „[[თავისუფალი ვაჭრობა|თავისუფალი ვაჭრობის]]“ შედეგი. [[1910]] და [[1950]] წლებს შორის პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა გარდატეხებმა დროებით მკვეთრად შეამცირა საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნლობა და მოცულობა. მაგრამ დაწყებული [[პირველი მსოფლიო ომი|პირველი მსოფლიო ომიდან]], გაგრძელებული [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] პერიოდში, როდესაც [[ბრეტონ ვუდსის ინსტიტუტი]] ჩამოყალიბდა ([[საერთაშორისო სავალუტო ფონდი]] ([[სსფ]], [[:en:IMF]]) და GATT ([[:en:GATT]])), გლობალიზაციის კურსი პოლარულად შეიცვალა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების ხანაში, საერთაშორისო ვაჭრობის გეოგრაფიული არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. 70-იან წლებში ამგვარი ვაჭრობის ეფექტი უკვე საგრძნობი გახდა ისევე, როგორც სარგებლის მომტანი, ასევე დამთრგუნველი ეფექტებით.
 
მიუხედავად იმისა, რომ სამივე ასპექტი მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული, მნიშვნელოვანია გლობალიზაციის თითოეული ასპექტის — ეკონომიკურის, პოლიტიკურისა და კულტურულის — მნიშვნელობის განსაზღვრა. დამატებით მნიშვნელოვანი ასპექტია ასევე ტექნოლოგიური ცვლილებანი, განსაკუთრებით ტრანსპორტსა და კომუნიკაციებში, რაც, როგორც ამტკიცებენ, უშუალოდ მონაწილეობს [[გლობალური სოფელი|გლობალური სოფლის]] შექმნაში.