გლობალიზაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
გლობალიზაცია ისტორიული პროცესია. იგი კაცობრიობის შორეულ წარსულში იღებს სათავეს, ისტორიულად ვითარდებოდა და დამახასიათებელი იყო ყველა დროისა და ეპოქისათვის. თანამედროვე გლობალიზაცია ძველთაგანვე მომდინარე ინტეგრაციული პროცესების ახალი ეტაპია და სრული სახით XX ს. II ნახევარში ჩამოყალიბდა. დღევანდელი გაგებით ტერმინი „გლობალიზაცია“ გასული საუკუნის 80-იანი წლების შუა პერიოდში წარმოიშვა და მის გამოჩენას ამერიკელი მეცნიერეკონომისტის ტ. ლევიტის სახელს უკავშირებენ, რომელმაც 1983 „Harward Business Review“-ში გამოაქვეყნა სტატია და ამ ტერმინით აღნიშნა მსხვილი ტრანსნაციონალური კორპორაციების მიერ სხვადასხვა პროდუქციის ბაზრების შერწყმის ფენომენი.
 
თანამედროვე გლობალიზაცია ერთობ რთული და მრავალფეროვანი პროცესია, რომელმაც დღის წესრიგში დააყენა კომპლექსურად ურთიერთდამოკიდებული, ურთიერთგამაწონასწორებელი ინსტიტუციური სტრუქტურებით ინტეგრირებული მსოფლიოს არსებობა. გლობალიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე ეკონომიკაა. თვალსაჩინოა, რომ დღეისათვის უზარმაზარი ფინანსური ნაკადი გადაადგილდება საერთაშორისო ბირჟებსა და მათ სტრუქტურებში; გაჩნდა ისეთი გლობალური კომპანიები, რომელთა კაპიტალის მოცულობა და ბრუნვა ბევრად აღემატება მრავალი მცირე სახელმწიფოს ფინანსურ შესაძლებლობებს; ამ კომპანიათა სავაჭრო მარკები განთავსებულია მთელ მსოფლიოში. მათ იმდენად გააფართოვეს თავიანთი მოღვაწეობის სფერო და გავლენა, რომ დღეს ნაწილობრივ უკვე შეიძლება საუბარი ეროვნული ეკონომიკის შევიწროვებასა და გაქრობაზეც კი. მეორე მხრივ, გლობალიზაცია კულტურული ფენომენიცაა. საერთაშორისო მედიაკომპანიების მიერ თავიანთი პროდუქციის მთელ მსოფლიოში გავრცელებამ ერთ-ერთ შედეგად ლოკალური კულტურების ნაწილობრივი რღვევაც გამოიწვია. ახალი ტექნოლოგიების (მიკროელექტრონიკა, რობოტტექნიკა, ბიოტექნოლოგია და სხვ.) არნახულმა განვითარებამ, რევოლუციამ ტელეკომუნიკაციებში, მსოფლიო კომპიუტერული ქსელის (ინტერნეტის, ელექტროფოსტის), ფიჭური კავშირგაბმულობის გავრცელებამ, მათი შესაძლებლობების განუხრელმა ზრდამ და გამოყენებამ, შედეგად მოგვცა ის, რომ შეიცვალა დროისა და მანძილის ოდინდელი მნიშვნელობა. თანამედროვე ტელესაკომუნიკაციო საშუალებები უდიდესი სისწრაფით გადასცემენ ინფორმაციებს დედამიწის ნებისმიერ წერტილში და ადამიანებიც ასევე სწრაფად გადაადგილდებიან ერთი ქვეყნიდან მეორე, ყველაზე შორეულ ქვეყანაშიც კი. გ-ის პროცესი მაქსიმალურად აახლოებს ერთმანეთთან სხვადასხვა კონტინენტსა და ცივილიზაციას, იგი ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულების ზრდის ტენდენციას გამოხატავს და ძირითადად ხუთი პარალელური პროცესისაგან შედგება: ინტერნაციონალიზაცია, უნივერსალიზაცია, ლიბერალიზაცია (ეროვნული სახელმწიფოს როლის შესუსტება), ვესტერნიზაცია (მთელ მსოფლიოში დასავლური ფასეულობებისა და კულტურის გავრცელებააღიარება) და დეტერიტორიალიზაცია (სახელმწიფო საზღვრების როლის შემცირება). გ-ის პროცესისადმი, მისი უაღრესი სირთულიდან გამომდინარე, მსოფლიოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აღინიშნება. საზოგადოდ არსებობს ორი რადიკალურად განსხვავებული შეხედულება: პირველის (ე. წ. "გლობალისტების") თანახმად, გ. წარმოადგენს პროგრესულ პროცესს, რ-იც ხელს შეუწყობს მთლიანად მსოფლიოს განვითარებას, ხოლო მეორე (ე. წ. "ანტიგლობალისტები") შეხედულების მიხედვით, გ. არის ნეგატიური მოვლენა, რ-იც ემუქრება არა მარტო ცალკეულ ეროვნულ სახელმწიფოებს, ერებს, მათ კულტ. ფასეულობებს, არამედ განიხილება როგორც მსოფლიო განვითარებისათვის საშიში ტენდენცია. აღსანიშნავია მესამე მოსაზრებაც, რ-ის მიხედვითაც გ. თავისი არსით არ წარმოადგენს არც აბსოლუტურ სიკეთეს და არც აბსოლუტურ ბოროტებას, და რომ მისი შედეგებით სარგებლობა ცალკეული ინდივიდის, საზოგადოების, ქვეყნის განვითარების დონესა და ნებაზეა დამოკიდებული. უკანასკნელ ათწლეულებში საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში აუცილებლობად იქცა გ-ის პრობლემების ნათლად და მკაფიოდ განხილვა. გ-ის ფენომენი სხვადასხვა დარგის მეცნიერთა, სახელმწიფო მოღვაწეთა, საქმიანი წრეების წარმომადგენელთა მხედველობის არეალში მოექცა. შეიქმნა ცოდნის ახალი დარგი – გლობალისტიკა, რ-იც ერთმანეთთან აკავშირებს მომიჯნავე სამეცნიერო დისციპლინებს: პოლიტოლოგიას, სოციოლოგიას, ისტორიას, ფილოსოფიას, ეკონომიკურ მეცნიერებას, კულტუროლოგიას, სამართალმცოდნეობას და სხვ. გლობალური პრობლემების გრძელვადიანი პროგნოზების შესამუშავებლად და შესაფასებლად ჩამოყალიბებულია დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტთა საკრებულო, რ-იც ე. წ. "რომის კლუბის" სახელით არის ცნობილი და დღეისთვის აერთიანებს რამდენიმე ათეული ქვეყნის ასობით მეცნიერს, ბიზნესმენს, პოლიტ. თუ საზ. მოღვაწეს. გ-ის პრობლემა, სხვადასხვა ურთულესი გამოწვევების სახით, აშკარად დგას XXI ს-ის დასაწყისის საქართველოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო მნიშვნელოვანწილად არის ჩართული გ-ის პროცესში. სრულყოფილი, სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოს შესაქმნელად მთავარი ამოცანაა, ქვეყანამ განსაზღვროს საკუთარი ფუნქცია და დაიმკვიდროს თავისი ადგილი თანამედროვეობის საერთაშორისო სისტემაში, ევრაზიის გეოპოლიტიკურ სივრცეში. წარსულის გლობალურ მსოფლიო სისტემაში საქართველო გეოპოლიტიკურად ყოველთვის მიეკუთვნებოდა გარკვეულ ისტ.- კულტურულ რეგიონს: კავკასია – მცირე აზია – წინა აზია, ხოლო თავის სუბრეგიონთან ერთად შედიოდა უფრო ვრცელ – ახლო და შუა აღმოსავლეთის ისტ. სივრცეში. იგი მდებარეობდა და მდებარეობს ევროპისა და აზიის გზასაყარზე, ევრო-ატლანტიკური სივრცის უკიდურეს აღმოსავლეთში. ძვ. წ. IV–III ათასწლეულებიდან მოყოლებული, დღევანდელ ქართველთა წინაპარი ტომები და მათ მიერ დაარსებული სახელმწიფოები ინტენსიურად იყვნენ ჩართული ძველაღმოსავლური და ანტიკური ეპოქების მსოფლიო ცივილიზაციათა შექმნა-განვითარების პროცესში. განსაკუთრებული რელიეფურობით ეს ფაქტი (მოვლენა) ბერძნ.-ელინურ სამყაროსთან კულტ. ინტეგრირებითა და პოლიტ. კავშირით გამოიხატა. ქართული სახელმწიფოების ინტენსიური კულტ.-პოლიტ. და სამხ. თანამშრომლობის შემდგომი ეტაპი იყო ბერძნულ-რომაულ და აღმოსავლურ- ევროპულ სამყაროსთან (ბიზანტიასთან) ხანგრძლივი და მრავალმხრივი ურთიერთობები. შეიძლება ითქვას, რომ თავისი ისტ. გამოცდილებით, კულტ.- პოლიტ. და სახელმწიფოებრივი ცნობიერებით ადრინდ. და განვითარებული შუა საუკუნეების საქართველო ხმელთაშუაზღვისპირეთის ცივილიზაციას მიეკუთვნებოდა, მის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა. სწორედ ამ სამყაროსადმი კუთვნილებამ განაპირობა საქართველოში, ერთი მხრივ, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება და, მეორე მხრივ, ის ისტ. რეალობა, რომ დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ოდითგანვე გადიოდა საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სავაჭრო- სატრანზიტო მაგისტრალი – აბრეშუმის დიდი გზა; იგი შავ და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნებს ინდოეთთან და ჩინეთთან აკავშირებდა. გვიანდელ შუა საუკუნეებში, მთელი რიგი მიზეზების გამო, ქართულ საზ. პოლიტ. აზროვნებაში მნიშვნელოვან ტრადიციად იქცა განსაკუთრებული სწრაფვა ევროპისადმი, რ-იც, თავის მხრივ, "დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიდან" მოყოლებული მუდმივად განვითარებადი სამყაროს განსაკუთრებულ ტიპს წარმოადგენდა. 1453 კონსტანტინოპოლის დაცემისა და ბიზანტიის იმპერიის დასასრულის შემდეგ, მიუხედავად სახელმწიფოებრივი დაშლა-დაქუცმაცების, დასავლური სამყაროსაგან იზოლაციის და მენტალური თვითმყოფადობისა, საქართველო მაინც რჩებოდა შესაბამისი ეპოქის ისტ.- კულტ. მსოფლიოს განუყოფელ ნაწილად. ეს საზოგადო ტენდენცია შინაგანად შენარჩუნებული იქნა XIX–XX სს. განმავლობაშიც, როდესაც ქვეყანა თავდაპირველად რუსეთის იმპერიის, ხოლო შემდეგ საბჭ. კავშირის შემადგენლობაში იმყოფებოდა და როგორც დამოუკიდებელი პოლიტ. ერთეული მსოფლიო რუკაზე არც კი აღინიშნებოდა (1918–21 გამოკლებით). თითქმის მთელი XX ს-ის განმავლობაში საქართველოს ურთიერთობები გარე სამყაროსთან განსაზღვრული იყო საბჭოთა სახელმწიფოს საგარეო პოლიტ. დოქტრინით და საკუთარი სახელმწიფოებრივი კონცეფციის ჩამოყალიბება და ცხოვრებაში გატარება პრაქტიკულად გამორიცხული იყო. თანამედროვე გეოპოლიტიკურ პირობებში კვლავ აქტუალური გახდა "აბრეშუმის გზის" – სატრანსპორტო და ენერგეტიკული სატრანზიტო პროექტების განახლება, რითაც საქართველოს საშუალება ეძლევა კვლავ აღიდგინოს ძველი ფუნქცია და მონაწილეობა მიიღოს ფართომასშტაბიან საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში. ახალ ვითარებაში საქართველომ გააკეთა თავისი ისტ. არჩევანი და საგარეო კურსი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ მიმართა. 1999-იდან საქართველო ევროპის საბჭოს წევრია და მონაწილეობს იმ ევროპული ინსტიტუტების საქმიანობაში, რ-ებიც ხელს უწყობენ დემოკრატიული სახელმწიფოსა და საზოგადოების დასავლური სტანდარტებით მშენებლობას, და რ-ის საბოლოო მიზანიც ევროპულ თანამეგობრობაში ინტეგრირებაა.
 
გლობალიზაციის პროცესი მაქსიმალურად აახლოებს ერთმანეთთან სხვადასხვა კონტინენტსა და ცივილიზაციას, იგი ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულების ზრდის ტენდენციას გამოხატავს და ძირითადად ხუთი პარალელური პროცესისაგან შედგება: ინტერნაციონალიზაცია, უნივერსალიზაცია, ლიბერალიზაცია (ეროვნული სახელმწიფოს როლის შესუსტება), ვესტერნიზაცია (მთელ მსოფლიოში დასავლური ფასეულობებისა და კულტურის გავრცელებააღიარება) და დეტერიტორიალიზაცია (სახელმწიფო საზღვრების როლის შემცირება).
 
გლობალიზაციის პროცესისადმი, მისი უაღრესი სირთულიდან გამომდინარე, მსოფლიოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აღინიშნება. საზოგადოდ არსებობს ორი რადიკალურად განსხვავებული შეხედულება: პირველის (ე. წ. "გლობალისტების") თანახმად, გ. წარმოადგენს პროგრესულ პროცესს, რ-იც ხელს შეუწყობს მთლიანად მსოფლიოს განვითარებას, ხოლო მეორე (ე. წ. "ანტიგლობალისტები") შეხედულების მიხედვით, გ. არის ნეგატიური მოვლენა, რ-იც ემუქრება არა მარტო ცალკეულ ეროვნულ სახელმწიფოებს, ერებს, მათ კულტ. ფასეულობებს, არამედ განიხილება როგორც მსოფლიო განვითარებისათვის საშიში ტენდენცია. აღსანიშნავია მესამე მოსაზრებაც, რ-ის მიხედვითაც გ. თავისი არსით არ წარმოადგენს არც აბსოლუტურ სიკეთეს და არც აბსოლუტურ ბოროტებას, და რომ მისი შედეგებით სარგებლობა ცალკეული ინდივიდის, საზოგადოების, ქვეყნის განვითარების დონესა და ნებაზეა დამოკიდებული.
 
უკანასკნელ ათწლეულებში საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში აუცილებლობად იქცა გ-ის პრობლემების ნათლად და მკაფიოდ განხილვა. გ-ის ფენომენი სხვადასხვა დარგის მეცნიერთა, სახელმწიფო მოღვაწეთა, საქმიანი წრეების წარმომადგენელთა მხედველობის არეალში მოექცა. შეიქმნა ცოდნის ახალი დარგი – გლობალისტიკა, რ-იც ერთმანეთთან აკავშირებს მომიჯნავე სამეცნიერო დისციპლინებს: პოლიტოლოგიას, სოციოლოგიას, ისტორიას, ფილოსოფიას, ეკონომიკურ მეცნიერებას, კულტუროლოგიას, სამართალმცოდნეობას და სხვ. გლობალური პრობლემების გრძელვადიანი პროგნოზების შესამუშავებლად და შესაფასებლად ჩამოყალიბებულია დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტთა საკრებულო, რ-იც ე. წ. "რომის კლუბის" სახელით არის ცნობილი და დღეისთვის აერთიანებს რამდენიმე ათეული ქვეყნის ასობით მეცნიერს, ბიზნესმენს, პოლიტ. თუ საზ. მოღვაწეს.
 
გლობალიზაციის პრობლემა, სხვადასხვა ურთულესი გამოწვევების სახით, აშკარად დგას XXI ს-ის დასაწყისის საქართველოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო მნიშვნელოვანწილად არის ჩართული გ-ის პროცესში. სრულყოფილი, სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოს შესაქმნელად მთავარი ამოცანაა, ქვეყანამ განსაზღვროს საკუთარი ფუნქცია და დაიმკვიდროს თავისი ადგილი თანამედროვეობის საერთაშორისო სისტემაში, ევრაზიის გეოპოლიტიკურ სივრცეში.
 
წარსულის გლობალურ მსოფლიო სისტემაში საქართველო გეოპოლიტიკურად ყოველთვის მიეკუთვნებოდა გარკვეულ ისტ.- კულტურულ რეგიონს: კავკასია – მცირე აზია – წინა აზია, ხოლო თავის სუბრეგიონთან ერთად შედიოდა უფრო ვრცელ – ახლო და შუა აღმოსავლეთის ისტ. სივრცეში. იგი მდებარეობდა და მდებარეობს ევროპისა და აზიის გზასაყარზე, ევრო-ატლანტიკური სივრცის უკიდურეს აღმოსავლეთში. ძვ. წ. IV–III ათასწლეულებიდან მოყოლებული, დღევანდელ ქართველთა წინაპარი ტომები და მათ მიერ დაარსებული სახელმწიფოები ინტენსიურად იყვნენ ჩართული ძველაღმოსავლური და ანტიკური ეპოქების მსოფლიო ცივილიზაციათა შექმნა-განვითარების პროცესში. განსაკუთრებული რელიეფურობით ეს ფაქტი (მოვლენა) ბერძნ.-ელინურ სამყაროსთან კულტ. ინტეგრირებითა და პოლიტ. კავშირით გამოიხატა.
 
ქართული სახელმწიფოების ინტენსიური კულტ.-პოლიტ. და სამხ. თანამშრომლობის შემდგომი ეტაპი იყო ბერძნულ-რომაულ და აღმოსავლურ- ევროპულ სამყაროსთან (ბიზანტიასთან) ხანგრძლივი და მრავალმხრივი ურთიერთობები. შეიძლება ითქვას, რომ თავისი ისტ. გამოცდილებით, კულტ.- პოლიტ. და სახელმწიფოებრივი ცნობიერებით ადრინდ. და განვითარებული შუა საუკუნეების საქართველო ხმელთაშუაზღვისპირეთის ცივილიზაციას მიეკუთვნებოდა, მის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა. სწორედ ამ სამყაროსადმი კუთვნილებამ განაპირობა საქართველოში, ერთი მხრივ, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება და, მეორე მხრივ, ის ისტ. რეალობა, რომ დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ოდითგანვე გადიოდა საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სავაჭრო- სატრანზიტო მაგისტრალი – აბრეშუმის დიდი გზა; იგი შავ და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნებს ინდოეთთან და ჩინეთთან აკავშირებდა.
 
გვიანდელ შუა საუკუნეებში, მთელი რიგი მიზეზების გამო, ქართულ საზ. პოლიტ. აზროვნებაში მნიშვნელოვან ტრადიციად იქცა განსაკუთრებული სწრაფვა ევროპისადმი, რ-იც, თავის მხრივ, "დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიდან" მოყოლებული მუდმივად განვითარებადი სამყაროს განსაკუთრებულ ტიპს წარმოადგენდა. 1453 კონსტანტინოპოლის დაცემისა და ბიზანტიის იმპერიის დასასრულის შემდეგ, მიუხედავად სახელმწიფოებრივი დაშლა-დაქუცმაცების, დასავლური სამყაროსაგან იზოლაციის და მენტალური თვითმყოფადობისა, საქართველო მაინც რჩებოდა შესაბამისი ეპოქის ისტ.- კულტ. მსოფლიოს განუყოფელ ნაწილად. ეს საზოგადო ტენდენცია შინაგანად შენარჩუნებული იქნა XIX–XX სს. განმავლობაშიც, როდესაც ქვეყანა თავდაპირველად რუსეთის იმპერიის, ხოლო შემდეგ საბჭ. კავშირის შემადგენლობაში იმყოფებოდა და როგორც დამოუკიდებელი პოლიტ. ერთეული მსოფლიო რუკაზე არც კი აღინიშნებოდა (1918–21 გამოკლებით). თითქმის მთელი XX ს-ის განმავლობაში საქართველოს ურთიერთობები გარე სამყაროსთან განსაზღვრული იყო საბჭოთა სახელმწიფოს საგარეო პოლიტ. დოქტრინით და საკუთარი სახელმწიფოებრივი კონცეფციის ჩამოყალიბება და ცხოვრებაში გატარება პრაქტიკულად გამორიცხული იყო.
 
თანამედროვე გეოპოლიტიკურ პირობებში კვლავ აქტუალური გახდა "აბრეშუმის გზის" – სატრანსპორტო და ენერგეტიკული სატრანზიტო პროექტების განახლება, რითაც საქართველოს საშუალება ეძლევა კვლავ აღიდგინოს ძველი ფუნქცია და მონაწილეობა მიიღოს ფართომასშტაბიან საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში. ახალ ვითარებაში საქართველომ გააკეთა თავისი ისტ. არჩევანი და საგარეო კურსი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ მიმართა. 1999-იდან საქართველო ევროპის საბჭოს წევრია და მონაწილეობს იმ ევროპული ინსტიტუტების საქმიანობაში, რ-ებიც ხელს უწყობენ დემოკრატიული სახელმწიფოსა და საზოგადოების დასავლური სტანდარტებით მშენებლობას, და რ-ის საბოლოო მიზანიც ევროპულ თანამეგობრობაში ინტეგრირებაა.
 
 
 
ტერმინი ასახავს ცვლილებებს საზოგადოებასა და მსოფლიო [[ეკონომიკა]]ში, რომელიც გამოწვეულია საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურული გაცვლის დრამატული ზრდით. ის ასევე ასახავს ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას ბარიერთა რღვევისა და ქვეყანათა ურთიერთდამოკიდებულიბის ზრდის შედეგად. სპეციფიურად, ეკონომიკურ კონტექსტში ის ხშირად იგულისხმება როგორც ვაჭრობის პირდაპირი შედეგი, განსაკუთრებით, სავაჭრო ლიბერალიზაციის ანუ „[[თავისუფალი ვაჭრობა|თავისუფალი ვაჭრობის]]“ შედეგი. [[1910]] და [[1950]] წლებს შორის პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა გარდატეხებმა დროებით მკვეთრად შეამცირა საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნლობა და მოცულობა. მაგრამ დაწყებული [[პირველი მსოფლიო ომი|პირველი მსოფლიო ომიდან]], გაგრძელებული [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] პერიოდში, როდესაც [[ბრეტონ ვუდსის ინსტიტუტი]] ჩამოყალიბდა ([[საერთაშორისო სავალუტო ფონდი]] ([[სსფ]], [[:en:IMF]]) და GATT ([[:en:GATT]])), გლობალიზაციის კურსი პოლარულად შეიცვალა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების ხანაში, საერთაშორისო ვაჭრობის გეოგრაფიული არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. 70-იან წლებში ამგვარი ვაჭრობის ეფექტი უკვე საგრძნობი გახდა ისევე, როგორც სარგებლის მომტანი, ასევე დამთრგუნველი ეფექტებით.