ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 14:
}}
 
'''ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები''' ({{Lang-la|Cyanophyta}}), [[წყალმცენარე]]თა განყოფილება (ტიპი). ერთუჯრედიანი, კოლონიური და მრავალუჯრედიანი (ძაფნაირი), უმეტესად მიკროსკოპული ფორმებია; განეკუთვნებიან [[პროკარიოტები|პროკარიოტებს]]. მოლურჯო-მწვანე ფერი აქვთ, თუმცა გვხვდება მოყვითალო-მწვანედ, ვარდისფრად, იისფრად, ზოგჯერ შავად შეფერილი ფორმებიც. მორფოლოგიურად ჩამოყალიბებული [[ბირთვი]] და [[ქლოროპლასტი]] ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებს არა აქვთ. [[პლანქტონი|პლანქტონურ]] სახეობებს აქვთ. ე. წ. გაზის ვაკუოლები - [[პროტოპლასტი|პროტოპლასტში]] გაზით ამოვსებული სივრცეები. მრავალდებიან დაყოფით (ერთუჯრედიანები), ჰორმოგონიუმებით - ძაფის ფრაგმენტებით (მრავალუჯრედიანები) და სხვადასხვა სახის სპორებით. სქესობრივი გამრავლება და მოძრავი შოლტიანი სტადიები განვითარების ციკლში არა აქვთ. ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები აერთიანებს 2000-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია მტკნარ წყლებსა და ზღვებში. ცხოვრობენ ნიადაგზე და ნიადაგში, თოვლზე, ნესტიან ადგილებსა და ცხელ წყაროებში, ზოგი [[ლიქენები]]ს კომპონენტია. პლანქტონური ფორმები ინტენსიური გამრავლებისას იწვევენ „წყლის ყვავილობას“ და სასმელად უვარგისს ხდიან წყალს. იწვევენ აგრეთვე წყალსადენი ფილტრების დაცობას და [[თევზი]]ს სიკვდილს; ზოგჯერ წყალსაცავში ქმნიან კუნძულებსაც კი. ბაქტერიებთან ერთად ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები მონაწილეობენ სამკურნალო [[ტალახი]]ს შექმნაში, ახდენენ ნიადაგში ატმოსფერული [[აზოტი]]ს ფიქსაციას. ნიადაგზე მცხოვრები ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები მონაწილეობენ ნიადაგთწარმოქმნის პროცესში. უძველესი ჯგუფია, ნათესაური კავშირი სხვა წყალმცენარეებთან არა აქვთ.
 
== ლიტერატურა ==