გიორგი ხუცესმონაზონი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''გიორგი ხუცესმონაზონი''', XII საუკუნის დასასრულისა და XIII საუკუნის დასაწყისის [[ქართველები|ქართველი]] კალიგრაფი. მოღვაწეობდა [[შიომღვიმე|შიომღვიმის მონასტერში]].
 
გადაუწერია შიომღვიმის ოთხთავი ([[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] [[ხელნაწერთა ინსტიტუტი]], H-1344) და ტიბიკონი (H-1349). ორივე წიგნი დაწერილია [[ნუსხური|ნუსხურით]], ლამაზი, გაწაფული ხელით. ოთხთავში ოთხი მატარებლის ოსტატურად შესრულებული სურათია ჩართული (ყავისფერ და მომწვანო ოქროსფერ ფონზე მხატვარს კაშკაშა წითელი ფერი გამოუყენებია). განვითარებული სახის [[კამარა|კამარები]] (სვეტისთავებით, ანტაბლემენტში ჩართული თაღებით, ჩიტებით, ყვავილებით, ჭაღებით და სხვა) დახვეწილი და ფერადოვანია, უმთავრესია ლურჯი და ოქროსფერი, აქა-იქ სოსანიც. დაუდგენელია მინიატურებიც გიორგი ხუცესმონაზონის შესრულებულია თუ არა.
 
==ლიტერატურა==
* {{ქსე, ტ. |3, გვ. |165, თბ., 1978}}
{{ქე|2|34}}
 
[[კატეგორია:ქართველი კალიგრაფები]]