გიორგი II (აფხაზთა მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 27:
|დედა =
}}
'''გიორგი II''' — [[აფხაზთა სამეფო|აფხაზთა]] (დასავლეთ საქართველოს) [[მეფე]] [[922]]-[[957]] წლებში, [[კონსტანტინე III (აფხაზთა მეფე)|კონსტანტინე III-ის]] ძე.
 
მეფობის პირველ წლებში სამეფო ტახტს ნახევარძმა [[ბაგრატი (აფხაზთა მეფისწული)|ბაგრატი]] ეცილებოდა. გიორგი II-ის ხელისუფლება მხოლოდ ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ განმტკიცდა. მის სამეფოში შედიოდა [[ქართლი|ქართლი]], რომლის ერისთავადაც თავისი უფროსი შვილი [[კონსტანტინე (კოსტანტი)|კონსტანტინე]] დაინიშნა. ქართლის აზნაურების მხარდაჭერით კონსტანტინე, რომელსაც გამეფება სურდა, მამას აუჯანყდა. გიორგი II-მ აჯანყება ჩააქრო, კონსტანტინე სიკვდილით დასაჯა და ქართლის ერისთავად თავისი მეორე ძე [[ლეონ III|ლეონი]] (შემდეგში მეფე ლეონ III) დასვა. გიორგი II-ის დროს აფხაზთა სამეფომ პოლიტიკურ ძლიერების მწვერვალს მიაღწია. X საუკუნის 20-იან წლებში გიორგი II [[კახეთი|კახეთში]] შეიჭრა და შეიპყრო [[ქორეპისკოპოსი]] კვირიკე II, რომელმაც ცნო აფხაზთა მეფის უფლებანი კახეთზე. გიორგი II-მ [[კვირიკე II|კვირიკე II]] გაათავისუფლა. შემდეგში გიორგი II-ის გაძლიერების მოწინააღმდეგე ქართლისა და კახეთის აზნაურთს დახმარებით კვირიკე II-მ დაიბრუნა კახეთი. 957 გიორგი II-მ კახეთის დასაპყრობად ლაშქარი გაგზავნა თავისი შვილის ლეონის წინამძღოლობით, მაგრამ გიორგი II გარდაიცვალა და ლეონი და კვირიკე დაზავდნენ. კვირიკემ ცნო აფხაზთა მეფის სიუზერენობა. გიორგი II-ის გავლენა ვრცელდებოდა ტაოკლარჯეთში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც. გიორგი II-ის ასული [[გურანდუხტი (X ს.)| გურანდუხტი]] [[გურგენი|გურგენ მეფეთა მეფის]] მეუღლე იყო; გიორგი II-ის აქტიური ხელშეწყობით X საუკუნის II ნახევარში ალანთა ქვეყანაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ნაყოფიერად მოღვაწეობდა იგი კულტურის სფეროშიც. ქართული წყარო მას ეკლესიათა ამშენებელს უწოდებს. გიორგი II-მ დააარსა [[ჭყონდიდის საეპისკოპოსო|ჭყონდიდის]] (მარტვილის) საეპისკოპოსო კათედრა.
ხაზი 44:
* ''Анчабадзе З. В.'', Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.), Сух., 1959;
{{ქსე|3|159|ანჩაბაძე ზ.}}
{{ქე|2|18|ანჩაბაძე ზ.}}
 
{{დაიწყე ყუთი}}