ბასილი (ღვთაება): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება*|ბასილი}}
'''ბასილი''', ბასილა — ნახევრად წარმართული ღვათებაღვთაება, რომელშიც შერწყმულია ქრისტიანული ეკლესიის მოღვაწეის [[ბასილი დიდი|ბასილი დიდისა]] და „დიდ ღმერთად“ წოდებული ქართული წარმართული ღვთაების, იგივე [[ბოსელი (ღვთაება)|ბოსელის]] კულტი{{fact}}. ამ ორი კულტის დაახლოება-შერწყმა სახელთა მსგავსების საფუძველზე უნდა მომხდარიყო. ''ბასილას'' ანუ ''კაც-ბასილას'' უწოდებდნენ კაცის სახის საახალწლო კვერს, რომელსაც დიდ ღმერთს უძღვნიდნენ{{fact}} ქართლში ასეთ კვერს გულზე ჯვარს გამოუსახავდნენ და ფქვილის გოდორში ჩააგდებდნენ — „ბარაქა ამ გოდორსო“. მას ახალწელიწადს წყალსაც ასხურებდნენ ან წყალკურთხევა დღეს მდინარეში ასველებდნენ. ასეთსავე კვერებს აცხობდნენ კახეთსა და ჯავახეთში.
 
ზოგჯერ ბასილა გამოსახული იყო მრგვალი კვერის ზედაპირზე, ამიტომ ამ კვერსაც ბასილა ეწოდებოდა. რაჭის ზოგიერთ სოფელში საახალწლოდ „კაც-ბასილად“ წოდებული მრგვალი პურები ცხვებოდა, რომელთაგან ყველაზე დიდი მზის სიმბოლური ნიშნით, რკალებით, იყო დაჭრელებული და მას „კერია-ბერია“ ერქვა. საგულისხმოა, რომ კვერს, რომელიც [[ბოსლობა]] საღამოს ცხვებოდა საქონლის მისალოცავად, მთის [[რაჭა]]ში ''ბასილი ჭიჭყნია'' ეწოდებოდა. [[სამეგრელო]]ში ბასილა ეწოდებოდა გრძელსა და ვიწრო კვერს, რომელსაც წმ. ბასილის სახელზე საახალწლოდ აცხობდნენ ღორის ქონით შეზავებული ხორბლის ან ჭვავის ფქვილისგან. ამ კვერს ფშავსა და ხევსურეთში ცვლიდა კაცთა (ადამიანთა) სახელზე გამომცხვარი ბედისკვერა (ფშავში) და სამეკვლეო კვერზე — კაცისა და ქალის აიმბოლური გამოსახულება (ხევსურეთში).