თუშეთი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
|||
ხაზი 54:
თუშეთში ორი მდინარეა: [[თუშეთის ალაზანი|გომეწრის (თუშეთის) ალაზანი]] და [[პირიქითი ალაზანი]] თავისი მრავალი შენაკადით. ეს ორი მდინარე ერთმანეთს უერთდება სოფ. [[შენაქო]]ს მიდამოებში და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მიედინება [[ანდის ყოისუ]]ს სახელწოდებით. გომეწრის (თუშეთის) ალაზანი სათავეს იღებს [[ბორბალო (მთები)|ბორბალოს]] მთაზე დაახლოებით 3000 მ-ზე ზღვის დონიდან, ხოლო პირიქითი ალაზანი [[აწუნთის ქედი|აწუნთა]]-ტებულოს ქედის აღმოსავლეთ ფერდობებზე (3300 მ-ზე).
გომეწრის (თუშეთის) ალაზანს (სიგრძე 53 კმ) შენაკადთა უმეტესობა მარჯვენა მხრიდან აქვს: შავწყალი, ვაკისძირის ხევი, [[ორწყალი]] თავისი შენაკადებით: ვესტმოს ხევი, სახარის, შავიკლდის, სამერცხლის და საბუის ხევები. ხისოს (ჭანჭახოვანის) ალაზანი თავისი შენაკადებით: ორმოთგორის ხევი, ფიცრის ჭალის, ალატოვანის, ენჭოს და ხისოს ხევები და ნახიდურის წყალი. მარჯვენა მხრიდან უერთდება წუათის ხევი.
პირიქითის ალაზნის მარცხენა მხარის შემდინარეებია: თურსიეხის ხევი, ჭონთიოს, გირევის, ფარსმის, ჭეშოს, ცირბევის, წისქვილების, კვავლოს, დანოსა და ჩიღოს ხევები. მარჯვენა მხრიდან კი — ლაროვანის წყალი.
|