კონსტანტინე ჩერნენკო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მე დავამატე მთელი რიგი ინფორმაციებისა; დავამატე ჩერნენკოს მოღვაწეობის წლები და გარდაცვალება.
ხაზი 1:
[[ფაილი:Konstantin Chernenko1.jpg|thumb|right|კონსტანტინე ჩერნენკო]]
'''კონსტანტინე უსტინოვიჩ ჩერნენკო''' ({{lang-ru|Константин Устинович Черненко}}) (დ. [[24 სექტემბერი]] [[1911]], [[ბოლშაია ტესი]], [[ციმბირი]] — გ. [[10 მარტი]] [[1985]], [[მოსკოვი]]) - საბჭოთა პოლიტიკოსი და პარტიული მოღვაწე. [[1984]]-85 წლებში იყო [[სკკპ]]-ის გენერალური მდივანი. დაკრძალულია მოსკოვში, წითელ მოედანზე.
 
== კარიერა ==
1929-1930 წლებში ჩერნენკო იყო სრულიად საკავშირო ალკკ კრასნოიარსკის მხარის ნოვისელოვის რაიკომის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგე. 1930 წელს წავიდა [[Წითელ არმიაში|წითელ არმიაში]] მოხალისედ, სადაც 1931 წელს შევიდა კომუნისტური პარტიის რიგებში. 1933 წლამდე მსახურობდა სასაზღვრო ჯარებში. 1948 წელს გახდა [[Მოლდავეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|მოლდავეთის]] კომპარტიის ცკ-ს პროპაგანდისა და აგიტაციის გამგე. 1960 წლიდან კ.უ. ჩერნენკო მუშაობდა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სამდივნოს უფროსად. პარტიის XXIV ყრილობაზე, რომელიც გაიმართა 1971 წლის მარტში იგი აირჩიეს სკკპ ცენტრალური კომიტეტის წევრად. ხოლო 1976 წლის მარტში სკკპ ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე ჩერნენკო აირჩიეს სკკპ ცენტრალური კომიტეტის მდივნად. 1978 წელს კი გახდა [[Პოლიტბიუროს|პოლიტბიუროს]] წევრი.
 
== საბჭოთა კავშირის ლიდერი ==
ანდროპოვის გარდაცვალების შემდეგ ის 1984 წლის 13 თებერვალს გამართულმა სკკპ ცენტრალური კომიტეტის რიგგარეშე პლენუმმა კ.უ. ჩერნენკო აირჩია სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად.
 
ჩერნენკო მაშინ იყო 71 წლის. მას არ აძლევდა საკუთარი კანმრთელობის მდგომარეობა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში რაიმე ღონისძიებები ჩაეტარებინა. ის ცდილობდა სისრულეში მოეყვანა სკკპ XXVI (1981წ.) ყრილობის გადაწყვეტილებანი, ხორცი შეესხა რა მათთვის. კონსტანტინე უსტინოვიჩი მეტ ყურადღებას უთმობდა მასებში პარტიის იდეურ-აღმზრდელობითი და ორგანიზატორული მუშაობისა და მეთოდების სრულყოფას, სახალხო კონტროლის ორგანოოების გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია მისი წვლილი სკოლის რეფორმის შემუშავებაში. 1984 წლის ოქტომბრის პლენუმზე წარმოთქმულ სიტყვაში შემდგომი განვითარება პოვა პარტიის აგრარულმა პოლიტიკამ, განისაზღვრა სასურსათო პროგრამის შესრულების ამოცანები. ის ცდილობდა ბირთვული ომის თავიდან აცილებას, ამიტომაც მან დაიწყო ლენინური მშვიდობიანი თანაარსებობის განხორციელება, რომლის მიზანიც იყო გამალებული შეიარაღების ალაგმვა. ამხანაგ ჩერნენკოს სახელს უკავშირდება აგრეთვე [[Იოსებ სტალინი|სტალინის]] რეაბილიტაციის ცდა. რაც შეეხება მის საგარეოო პოლიტიკას, ერთადერთი რაც მან 390 დღის განმავლობაში მოასწრო, ეს იყო ლოს-ანჟელესის ოლიმპიადის ბოიკოტი, [[Მოსკოვის ოლიმპიადი|მოსკოვის ოლიმპიადი]]<nowiki/>ს ბოოიკოტის საპირწონედ. საერთოდ, ჩერნენკოს პოლიტიკა [[Იური ანდროპოვი|ანდროპოვის]] პოლიტიკასთან შედარებით არა ნაკლებ "რბილია", მიუხედავად იმისა,რომ მან თავისი წინამორბედის მიერ დაწყებული კორუფციასთან ბრძოლა არ გააგრძელა, კონსტანტინე ჩერნენკომ მოასწრო და ომი გამოუცხადა რუსულ როკ-მუსიკას – ცეკას პირველი მდივნის პოსტის დაკავებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კომპარტიის პლენუმზე გამოვიდა მოხსენებით, რომელშიც იდეოლოგიური ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა შესაბამის ორგანოებს, განსაკუთრებით, კომკავშირის მუშაკებს, რომელთაც დაევალათ, ”აღეკვეთათ” ახალგაზრდობაში დასავლური მუსიკის გავლენა.
 
== გარდაცვალება ==
ჩერნენკო გამორჩეული იყო სხვა საბჭოთა კავშირის ლიდერებისგან, რომ მან ყველაზე ხანმოკლე დროით მართა საბჭოთა ქვეყანა. ლიდერი გახდა 1984 წლის 13 თებერვალს, ხოლო 1985 წლის 10 მარტს 19 საათსა და 20 წუთზე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. იცოცხლა 73 წელიწადი, ქვეყანას მართავდა დაახლოებით 390 დღე.
 
===ლიტერატურა===
{{ქსე|11|98}}''გურული, ვ.'', საბჭოთა კავშირის დაშლა;
 
''Чазов Е.'', «Хоровод смертей. Брежнев, Андропов, Черненко…».
 
https://www.radiotavisupleba.ge/a/24340027.html
 
==ლიტერატურა==