მარია ამელია ბრაზილიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 46:
 
== გარდაცვალება ==
[[ფაილი:Death of princess maria amelia.jpg|მინი|338x338პქ|მარია ამელიას გარდაცვალება]]
1852 წლის თებერვალში, მარია ამელიამ იმ დროისათვის მომაკვდინებელი წითურას ცხელება გადაიტანა. ეს სასწაულის ტოლფასი იყო, მაგრამ დაავადებასთან ბრძოლამ გაანადგურა მისი იმუნიტეტი. რამდენიმე თვეში დაიწყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება: დაეწყო მუდმივი ხველა და გამოავლინა ტუბერკულიოზის ადრეული სტადიის ნიშნები. ექიმების რჩევით, 1852 წლის 26 აგვისტოს, ამელიამ დედასთან ერთად დატოვა ლისაბონი და კუნძულ მადეირაზე გაემგზავრა, სადაც ქალაქ ფუნშალში დასახლდა. ამ კუნძულის კლიმატს საოცარი რეპუტაცია ჰქონდა და ექიმები იმედოვნებდნენ, რომ ამელია აქ განიკურნებოდა. როგორც ცნობილია, მადეირაზე ჩასვლიდან მალევე ამელიამ გამოჯანმრთელება დაიწყო, რა დროსაც განაცხადა: „ხველა ქრება, როგორც ექიმები ამბობენ, თითქოს მაგიაა !“.
 
მარია ამელია, დედამისი და მათი მხლებლები ფუნშალში 31 აგვისტოს ჩავიდნენ. ქალაქში მათ ხალხი დიდი ზეიმით დახვდა და პრინცესა დიდი სიხარულით მიაცილეს სასახლემდე. მარია ამელია ძალიან მოიხიბლა ამ ტროპიკული კუნძულით და დედას უთხრა:
 
„თუ ერთ დღეს ჩემი ძლიერი ჯანმრთელობა დამიბრუნდება, ასე არ არის დედა?, ჩვენ დიდხანს დავრჩებით ამ კუნძულზე. ჩვენ ექსკურსიას მოვაწყობთ მის მაღალ მთებში. ბილიკებზე ვისეირნოთ, ისე, როგორც ეს შტაინში გავაკეთეთ !“
 
გამოკეთება დიდხანს არ გაგრძელდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშინლად დამძიმდა, უკვე ნოემბრისთვის კი ყველანაირი იმედი გაქრა. 1853 წლის დასაწყისში ამელია საწოლიდან საერთოდ ვეღარ დგებოდა და იცოდა, რომ სიკვდილი მოუახლოვდა. ამ დროს მან ასეთი რამ განაცხადა:
 
"ჩემი ძალა, დღითიდღე მცირდება. მე ვგრძნობ ამას... ვგრძნობ... დასასრულის დასაწყისისკენ მივდივარ."
 
1853 წლის 4 თებერვლის ღამეს, კათოლიკე მღვდელმა ტრადიციული რიტუალები ჩაატარა. ამის შემდეგ, მარია ამელია საწოლზე წამოჯდა და დედას უთხრა:
 
"ნუ ტირი... ღვთის ნებას უნდა შეურიგდე. ბოლო თვეში იგი მე დამეხმარა, იქნებ შეძლოს და ანუგეშოს ჩემი საწყალი დედაც !"
 
მარია ამელია ბრაზილიელი ამავე დღეს, 1853 წლის 4 თებერვალს, დილის 04:00 საათზე გარდაიცვალა, 21 წლის ასაკში. პრინცესას ცხედარი დროებით ფუნშალის კათედრალში დარჩა, 1853 წლის 7 მაისს კი იგი პორტუგალიაში გადაასვენეს. 12 მაისს მისი კუბო ლისაბონში შეასვენეს და დაიწყო გრანდიოზული პანაშვიდიც. იგი დაკრძალეს ბრაგანსების საგვარეულო აკლდამაში, მამამისის გვერდით. მისი დაკრძალვიდან 130 წლის შემდეგ, 1982 წელს ამელიას ნეშტი ბრაზილიაში გადაასვენეს და რიო-დე-ჟანეიროში, წმინდა ანტონიოს სახელობის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს, სადაც ბრაზილიის საიმპერატორო ოჯახის სხვა წევრებიც განისვენებენ.
 
== ლიტერატურა ==
* Almeida, Sylvia Lacerda Martins de (1973). Uma filha de D. Pedro I: Dona Maria Amélia (in Portuguese). São Paulo: Companhia Editora Nacional. OCLC 633948363.