მარია ამელია ბრაზილიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 29:
მიგელ I დამარცხებისა და დამხობის შემდეგ დაუყოვნებლივ გაიქცა ინგლისში, დედოფალ ვიქტორიას სამეფო კარზე. უნდა აღინიშნოს, რომ დედოფალი ვიქტორია ყოველთვის იფარებდა და პატრონობდა ჩამოგდებულ ევროპულ მონარქებს, თუნდაც მანამდე ისინი მისი მტრები ყოფილიყვნენ. მას შემდეგ, რაც ამელიას დამ, მარია II-მ პორტუგალიის ტახტი დაიბრუნა, მან თავის დედინაცვალსა და ნახევარ-დას კილეზის სასახლე გამოუყო. აქ პედრუ, ამალია და ამელია ბედნიერად და მშვიდად ცხოვრობდნენ, მაგრამ არა დიდხანს. სულ ცოტა ხანში პედრუს ტუბერკულიოზი შეეყარა და 1834 წლის 24 სექტემბერს, გამთენიისას გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე პედრუმ თავის ცოლს ამალიაზე ასეთი რამ დაუბარა:
 
"{{ციტატა|ყოველთვის უთხარი მამის შვილს, თუ როგორ ძლიერად მიყვარდა... არ დამივიწყოს... ყოველთვის დაემორჩილოს დედას... ეს ჩემი უკანასკნელი სურვილია."}}
 
დაქვრივებული ამალია ლოიხტენბერგელი მეორედ აღარ გათხოვილა და დარჩენილი წლები ერთადერთი ქალიშვილის აღზრდას შეალია. მიუხედავად იმისა, რომ დედა-შვილი პორტუგალიაში დარჩნენ და სამეფო ოჯახთანაც მჭიდრო კავშირი ჰქონდათ, ისინი არ ცხოვრობდნენ სამეფო კარზე და არ სამეფო ოჯახის წევრებად განიხილებოდნენ. მარია ამელია არასოდეს ყოფილა ბრაზილიაში, მაგრამ დედამისი გააფთრებით მოითხოვდა მისთვის ბრაზილიის პრინცესის წოდების მინიჭებას, რითაც დიდ შემოსავალს მიიღებდნენ. ის რომ პედრუს მმართველობისას დაბადებულიყო სადავო არაფერი იქნებოდა, მაგრამ მისი გაჩენისას მამამისი მონარქი აღარ იყო და ისიც არ ითვლებოდა პრინცესად. ამალია დაჟინებით სთხოვდა თავის გერს, იმპერატორ პედრუ II-ს ამელიასათვის პრინცესის წოდების მინიჭებას. პედრუს ყოველთვის ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა დედინაცვალთან, ამიტომაც 1840 წელს იმპერატორის გავლენით ბრაზილიის პარლამენტმა მარია ამელია ბრაზილიის პრინცესად გამოაცხადა და დიდი თვიური პენსიაც დაუნიშნა. სულ მალე მარია ამელია აღიარეს ბრაზილიის საიმპერატორო ოჯახის წევრადაც, თუმცა ეს უფრო მოგვიანებით, 1841 წლის 5 ივლისს მოხდა.