ცაგერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 44:
ცაგერი უკვე ანტიკური ხანიდან წარმოადგენდა ისტორიული ლეჩხუმის მთავარ ცენტრს. აქ მდებარეობდა ამ მხარის მმართველთა რეზიდენცია და საგვარეულო ციხე-სიმაგრე. იგი იყო ანტიკურ პერიოდში კვიმნიას, შუა საუკუნეებში კი ჯერ თაკვერის, შემდეგ კი ლეჩხუმის მთავარი პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ცენტრი.
 
== ცაგერის ისტორია ==
[[ფაილი:View to Tsageri - panoramio.jpg|მარცხნივ|მინი|300x300პქ|ცაგერი. პანორამა ]]
მეცხრამეტე საუკუნის [[1860-იანები|60-იან]] წლებში, როდესაც ლეჩხუმის მაზრა ჩამოყალიბდა, ლეჩხუმის სამაზრო ცენტრი გახდა ლაილაში. მურიდან ლაილაშს იქნა გადატანილი ადმინისტრაცია, სასამართლო, პოლიცია, დაბა სწრაფად გაიზარდა, აშენდა სახელოსნოები, სავაჭრო დუქნები, გაჩნდა რამდენიმე წვრილი საწარმო.
 
მე–19 საუკუნის 60–იან წლებში ლაილაშს იყო 125 კომლი 903 მცხოვრებით. სამაზრო ცენტრად გამოხადებიდან მალე იქ მოსახლეობის რიცხვმა სამი ათასს გადააჭარბა, ლაილაშს გაჩაღდა ვაჭრობა და ხელოსნობა, რასაც ძირითადად იქ მცხოვრები ებრაელები და სომხები წარმართავდნენ. ბაზრობაზე მოდიოდნენ მეზობელი კუთხეებიდან – რაჭველები, სვანები, იმერლები, გადმოდიოდნენ ოსები და ყარაჩაელებიც კი. იმ დროიდან ცხენისწყლის ხეობის და რიონ–ლაჯანურის ხეობის მცხოვრებ თავადაზნაურობას და ინტელიგენციას შორის იწყება გაუთავებელი დავა სამაზრო ცენტრის ლაილაშიდან ცაგერში გადმოტანის შესახებ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცაგერი“-დან