ბიატლი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: ბიატლი (ინგლ.: Biathle) თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირ...
(განსხვავება არ არის)

14:38, 23 აგვისტო 2019-ის ვერსია

ბიატლი (ინგლ.: Biathle) თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის (UIPM) მიერ შემოღებული სპორტის სახეობა. არის სპორტის ორი სახეობის ნაზავი, რომელიც მოიცავს სირბილის, ცურვის და სირბილის კომბინაციას. შეჯიბრება იწყება სირბილით (მანძილი განსაზღვრულია ასაკობრივი ჯგუფით), წყალთან მიახლოებისას იხდიან სარბენ ფეხსაცმელს და შედიან ღია წყალში, განსაზღვრული მანძილის გაცურვისა და წყლიდან ამორბენის შემდეგ იცვამენ ფეხსაცმელს და კვლავ გარბიან ასაკობრივი კატეგორიით განსაზღვრულ მანძილს. გამარჯვებულად ცხადდება ის ვინც პირველი გადაკვეთს ფინიშის ხაზს.

ფაილი:Henri Kuprashvili World champion 29.10.2018.jpg
მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლში. 2018 წლის 28 ოქტომბერი. ჰურგადა, ეგვიპტე. 1. ჰენრი კუპრაშვილი (საქართველო); 2. ბობ კარდენი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა); 3. პეტერ კოლეტი (დიდი ბრიტანეთი).

ტარდება მიქსიც(შერეული ესტაფეტა), ყოველი გუნდიდან მონაწილეობს ორი ქალი და ორი მამაკაცი სპორტსმენი. სტარტს იღებენ ქალები და ასრულებენ მამაკაცები. სხვა მხრივ ყველა წესი ისევეა როგორც გუნდურ ესტაფეტაში. ასაკობრივი კატეგორიები იწყება 7 წლიდან 70 წლამდე და ზევით. ბიატლში ტარდება ეროვნული, რეგიონალური და მსოფლიო ჩემპიონატები. საქართველოში ბიატლში (ტრიატლთან ერთად) შეჯიბრებებს ატარებს თანამედროვე ხუთჭიდის და ტრიატლონის ეროვნული ფედერაცია (პრეზიდენტი ვიაჩესლავ მალიშევი). მსოფლიო ჩემპიონატები ტარდება 1999 წლიდან. საქართველოდან ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია ჰენრი კუპრაშვილი. მან 2015 წელს გუნდურში მიღებულ ოქროს მედალს, მიუმატა 2018 წელს ინდივიდუალურში მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი.

ლიტერატურა

  • Georgia wins dozens of medals at Biathle and Triathle World Championships [1]
  • [What is Modern Triathle? [2]
  • Union Internationale de Pentathlon Moderne [3]
  • ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიო ჩემპიონია [4]
  • შედეგები [5]
  • ფოტოგალერეა [6]

რესურსები ინტერნეტში