ხაჭაპური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ლევან ქოქიაშვილი-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყები: სწრაფი გაუქმება SWViewer [1.3]
ხაზი 1:
[[სურათი:Adjaruli Khachapuri, Restaurant Aragvi.jpg|მინი|აჭარული ხაჭაპური]]
{{infobox: საკვები}}
{{ქართული სამზარეულო}}
'''ხაჭაპური''' — [[ქართული სამზარეულო]]ს კერძი. ქართული ეროვნული ცომეული ნაწარმი. შესაძლოა ადრე [[ხაჭო]]ს შერევით მზადდებოდა.<ref name="nplg">[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=39&t=5893 ხაჭაპური — ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]</ref> ხაჭაპური წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა.<ref name="ski">[http://www.bakuriani.ski/geo/main/index/7 ხაჭაპური — გასტრონომია]</ref> არსებობს სხვადასხვა სახეობის ხაჭაპური, მათ შორის: [[იმერული ხაჭაპური|იმერული]], [[აჭარული ხაჭაპური|აჭარული]], [[მეგრული ხაჭაპური|მეგრული]], [[გურული ხაჭაპური|გურული]], [[სვანური ხაჭაპური|სვანური]], [[რაჭული ხაჭაპური|რაჭული]], [[ხევსურული ხაჭაპური|ხევსურული]], [[ფენოვანი ხაჭაპური|ფენოვანი]]. განსაკუთრებით ცნობილია [[იმერული ხაჭაპური]]. ხაჭაპურის ნაირსახეობას წარმოადგენს თუშური „კოტორი“.<ref name="nplg" /> როგორც წესი, ხაჭაპურის ცომი [[ხორბალი|ხორბლის]] ფქვილით, [[საფუარა|საფუარათი]], [[წყალი|წყლითა]] და ცოტაოდენი [[რძე|რძითა]] და [[მარილი|მარილით]] იზილება; ცომს ცოტა ხანს აცლიან ამოსვლას და შემდეგ რეგიონებისდა მიხედვით სხვადასხვა ფორმით ამზადებენ. შიგთავსი როგორც წესი შეიცავს [[ყველი|ყველს]] (ახალს ან დაძველებულს) ან [[ხაჭო|ხაჭოს]], [[კვერცხი|კვერცხს]], [[კარაქი|კარაქსა]] და სხვა ინგრედიენტებს.<ref name="ski" /> ხაჭაპური ეროვნული საკვები კულტურის მონაპოვარია.<ref name="nplg" />
 
<br />
== ეტიმოლოგია ==
 
საქართველოს ყველა კუთხეს თავისი ხაჭაპური აქვს, უნიკალური შემადგენლობით, დამოკიდებულებით, წესით, რეცეპტით. ქართულ გულსართიანებზე დაკვირვება გვაჩვენებს, რომ ჩვენმა წინაპარმა თითქმის ყველაფერი შეახვია ცომის გარსში, ხოლო ის, რომ ყველითა და ხაჭოთი მომზადებული ცომეულის ნაირსახეობა ყველაზე მრავაფეროვანია, ამ პროდუქტთან ქართველთა დამოკიდებულებაზე მიგვითითებს.
 
სხვა სართიანების მრავალფეროვნებაც სახეზეა, მაგრამ რეცეპტებზე უფრო მნიშვნელოვანი მათი დანიშნულებაა, ზოგიერთი მარხვის რთული პერიოდის მრავალფეროვნებისთვის გამოიყენება, ზოგი - ღმერთს შეეწირება, ზოგი - ადგილისა და ფუძის ანგელოზს, ზოგს - პატარა ბავშვისთვის გამაცხობენ, ზოგს - მოულოდნელი სტუმრისთვის, აქ ყველა გულსართიანისთვის გამოყენებისა და მზადების თავისი წესია, ათასგვარი მცენარეულით, ხორცით თუ ყველის მრავალი სახელობით მომზადებული კუბატი, ბაცუკაი, ღვეზელი, ბაჭული, ქადისკვერი, ხაბიზგინა, კოტორი და კიდევ მრავალი სახეობა.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხაჭაპური“-დან