გარეკახეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''გარე კახეთი''', ''გარეთ კახეთი'' — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავდა ტერიტორიას მდინარე [[იორი|ივრის]] შუა დინებაზე, [[ერწო]]დან [[ქიზიყი|ქიზიყამდე]]. ტერიტორიულად დაახლოებით ემთხვევა ახლანდელ [[საგარეჯოს მუნიციპალიტეტი|საგარეჯოს მუნიციპალიტეტს]].
 
გარეთ კახეთი ანუ გარე კახეთი, გვიანდელი სახელწოდებაა და კახეთის სამხრეთ დასავლეთ ნაწილს მოიცავს. მისი ტერიტორია ვრცელდება ცივ-გომბორის ქედის თხემის დასავლეთით ივრის ხეობაში. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებიდან მასში მთლიანად შედის საგარეჯოს რაიონის დიდი ნაწილი, გურჯაანისა და გარდაბნის რაიონებისმუნიციპალიტეტების მცირე ნაწილები. ვახუშტი ბაგრატინონი შემდეგნაირად აღნიშნავს გარეთ კახეთის შესახებ: „ხოლო შემდგომად განდგომილებისა. ქრისტესა ჩუჲვ (1466), ქართული რნდ (154), მოისპო სახელი ჰერეთისაცა, და იწოდნენ საკუთრად კახთ მეფედ; და ჰერეთს უწოდებენ შემდგომად აწამდე განყოფით ესრეთ: გაღმა მხარს, ელისენსა, შიგნით კახეთს, ქისიყს და გარეთ კახეთს“. ამდენად, განსაზღვრულია თარიღი, საიდანაც ჰერეთის ტერიტორიაზე გამოიყო გარე კახეთი და წარმოიშვა ტერმინი. გარეთ კახეთის საზღვრები ვახუშტი ბაგრატიონს განსაზღვრული არ აქვს, მაგრამ მის მიერვე აღწერიდან და სოფლების სიიდან გარეთ კახეთის საზღვრები შემდეგნაირად წარმოგვიდგება. აღმოსავლეთი საზღვარი ქიზიყიდან ლაკბისხევზე გადის, ისე, რომ ლაკბისუბანი გარეთ კახეთში შედის. დასავლეთი საზღვარი მარტოფის ადმინისტრაციულ ერთეულს გამოყოფს, კუხეთის (ზედაზენ-იალნოს ანუ საგურამოს ქედი) ქედის გასწვრივ ჩამოუყვება მდინარე იორს, ხოლო შემდეგ სამხრეთ-დასავლეთი და სამხრეთი საზღვარი იორ-მტკვრის წყალგამყოფს მიუყვება. რაც შეეხება ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარს, იგი უჯარმის თავზე გაივლის იორ-ალაზნის წყალგამყოფზე, ანუ ცივგომბორის ქედის თხემზე ბაკურციხის ხაზამდე.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გარეკახეთი“-დან