ხორნაბუჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 35:
1193 წელს ხორნაბუჯის ერისთავმა საღირ მახატლისძემ, თავის სამ შვილთან ერთად, სასტიკად დაამარცხა გიორგი რუსი, რომელიც „კონსტანტინეპოლიდამ მოვიდა სპარსეთის ათაბაგისა თანა... მოარბია კამბეჩოვანის მინდორი და აღიღო ნატყუენავი დიდი“... მახატლისძემ „სამითა ძითა განწირა თავი, მიეწია მცირედითა სპითა, წარიქცივნა და მოსრნა მახვილითა, უკ-მოიხუნა ყოველნი ტყუენი და ნაალფევნი; გარნა რუსი ივლტოდა ორითა მონითა საძაგელი“.
 
დავით ულუს მეფობისას კამბეჩოვანს კვლავ ხორნაბუჯელები განაგებდნენ. XIII საუკუნის 40-50-იან წლებში ერისთავია ბერი ხორნაბუჯელი, დავით ულუს კარის ერთგული მოხელე, მესტუმრე ჯიქურმა გაგზავნა კახეთის მმართველ თორღვა პანკელთან, როდესაც იგი განუდგა მეფეს. ხორნაბუჯელმა „წინაშე ალავერდის წმიდისა გიორგისა“ უვნებლობის ფიცი მისცა თორღვას და იგი მეფეს მიჰგვარა, მაგრამ ფიცი არ შეასრულა და თორღვა „გარდააგდეს კლდეკარსა ზედა“. ფიცის გატეხვისთვის არც ბერს დადგომია კარგი დღე — „ხორნაბუჯელი ერთს წელს მოსწყდა ორითა ძითა შურის-გებითა წმიდისა გიორგისითა“.
 
XIII საუკუნეშივე ხორნაბუჯი ხვარაზმელებმა ააოხრეს. 1265 წელს იგი დაარბია მონღოლთა ლაშქარმა [[ბერქა|ბერქა-ყაენის]] სარდლობით. აყვავებული კამბეჩოვანი გავერანდა. მოისპო ხორნაბუჯიც. ამის შემდეგ იგი ქალაქად აღარ იხსენიება XV საუკუნის ბოლოდან კამბეჩოვანი ქიზიყად იწოდება, ხოლო ხრონაბუჯი — ჭოეთად.
 
XVII საუკუნის დასაწყისში კახეთის მეფემ დავით I-მა მის წინააღმდეგ შეთქმული ძმა — გიორგი თორღის ციხეში გამოკეტა. შეთქმულების თვრამეტ მონაწილეთაგან კი ზოგს თავი მოკვეთეს, ზოგი კი ჭოეთის ციხიდან გადააგდეს.
 
XIII საუკუნის 60-იან წლებში დაარბია მონღოლთა ლაშქარმა [[ბერქა|ბერქა-ყაენის]] სარდლობით. XVII საუკუნის I მეოთხედში ხორნაბუჯში რეზიდენცია ჰქონდა ირანის შაჰის [[აბას I (ირანი)|აბას I-ის]] მიერ [[კახეთი]]ს ერთი ნაწილის გამგებლად დანიშნულ [[ფეიქარ-ხანი|ფეიქარ-ხანს]]. [[1625]] წლის გაზაფხულზე სპარსელებისაგან [[გიორგი სააკაძე]]მ გაათავისუფლა. აქვე მეფე [[თეიმურაზ I|თეიმურაზ I-ს]] დატყვევებული ჰყავდა მოწინააღმდეგე [[ჯავახიშვილები|ჯავახიშვილთა]] ფეოდალური საგვარეულოს თავკაცები. რაც თავის მხრივ იმის მაჩვენებელია, რომ ციხესიმაგრე არაერთხელ იყო რესტავრირებული. XIII საუკუნეში ბერქა ყაენის მიერ დანგრეულ ნაგებობას ვერც ფეიქარ ხანი და ვერც თეიმურაზ მეფე ვერ გამოიყენებდა.
 
 
XIII საუკუნის 60-იან წლებში დაარბია მონღოლთა ლაშქარმა [[ბერქა|ბერქა-ყაენის]] სარდლობით. XVII საუკუნის I მეოთხედში ხორნაბუჯში რეზიდენცია ჰქონდა ირანის შაჰის [[აბას I (ირანი)|აბას I-ის]] მიერ [[კახეთი]]ს ერთი ნაწილის გამგებლად დანიშნულ [[ფეიქარ-ხანი|ფეიქარ-ხანს]]. [[1625]] წლის გაზაფხულზე სპარსელებისაგან [[გიორგი სააკაძე]]მ გაათავისუფლა. აქვე მეფე [[თეიმურაზ I|თეიმურაზ I-ს]] დატყვევებული ჰყავდა მოწინააღმდეგე [[ჯავახიშვილები|ჯავახიშვილთა]] ფეოდალური საგვარეულოს თავკაცები.
 
==არქეოლოგიური გათხრები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხორნაბუჯი“-დან