ამალია ლოიხტენბერგელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 63:
 
== ქვრივობა და უკანასკნელი წლები ==
[[ფაილი:Amélie of Leuchtenberg 1840.jpg|მინი|339x339პქ|ამალია ლოიხტენბერგელი 1840 წელს თავის ერთადერთ ქალიშვილთან ერთად]]
პედრუ I 1834 წლის 24 სექტემბერს ლისაბონში გარდაიცვალა ტუბერკულიოზით. მან მარია II-ს სთხოვა, რომ მისი დარჩენილი უკანონო შვილები კარგი განათლებით უზრუნველეყო. მარიამ სცადა მისი უკანასკნელი სურვილის ასრულება, თუმცა პედრუს ყოფილმა საყვარელმა უარი თქვა თავისი ქალიშვილის სამეფო კარზე გაგზავნაზე. პედრუმ თავისი მემკვიდრეობა ყველას გადაუნაწილა, რის გამოც უკანონო შვილების მემკვიდრეობის გამო შემცირდა ამალიასა და მისი ერთადერთი ქალიშვილის მემკვიდრეობა. ამან აჩვენა, რომ პედრუს თავისი ყველა შვილი უყვარდა, განურჩევლად იმისა კანონიერად იყვნენ ისინი შობილები თუ არა.
 
ამის შემდეგ ამალია მეორედ აღარ გათხოვილა. იგი ლისაბონში „მწვანე ფანჯრებიან სასახლეში“ გადავიდა, რომელიც დღეისათვის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმადაა გადაკეთებული. მან დარჩენილი ცხოვრება ქალიშვილის განათლებასა და ქველმოქმედებას მიუძღვნა. მარია ამელია ძალიან ინტელექტუალი და მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვი აღმოჩნდა. ამალია ზოგჯერ საკუთარ ქალიშვილთან ერთად სტუმრობდა ბავარიას. მიუხედავად პორტუგალიაში ცხოვრებისა, ისინი არ განიხილებოდნენ პორტუგალიის სამეფო ოჯახის წევრებად. ამალიამ ოფიციალურად მოითხოვა საკუთარი და მისი ქალიშვილის ბრაზილიის საიმპერატორო ოჯახის წევრებად აღიარება, რითაც პედრუ II-გან ყოველთვიურად დიდი პენსია მიიღო. იმპერატორ პედრუს ეშინოდა, რომ ამალია გავლენას მოახდენდა ბრაზილიურ ბიზნესსა და პოლიტიკაზე, ამიტომაც ცდილობდა იგი ევროპაში დაეტოვებინა. ამის გამო, 1841 წლის 5 ივლისს, ამალია და მარია ამელია ოფიციალურად იქნენ აღიარებულნი ბრაზილიის საიმპერატორო ოჯახის წევრებად, თუმცა ცხოვრებას პორტუგალიაში განაგრძობდნენ. მათი პორტუგალიაში დარჩენის კიდევ ერთი მიზეზი ის იყო, რომ მარია ამელია საფრანგეთში დაიბადა და ბრაზილიის მოქალაქეობა არ ჰქონდა. იგი ბრაზილიის პრინცესად პარლამენტმა მხოლოდ 1841 წელს გამოაცხადა, ისიც პედრუ II-ის მოთხოვნის გამო.
[[ფაილი:Imperatriz Dona Amélia.jpg|მარცხნივ|მინი|ამალია 1873 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე]]
ამალიამ თავისი ქალიშვილი 1852 წელს დანიშნა მექსიკის იმპერატორსა და ავსტრიის ერცჰერცოგ მაქსიმილიან I-ზე. ეს დიდი პოლიტიკური ქორწინება იყო, მაგრამ ნიშნობიდან მალევე მარია ამელიამ ტუბერკულიოზის ნიშნები გამოავლინა. 1852 წლის 31 აგვისტოს, დაავადების გამო მადეირაზე გადასახლდნენ, რადგან ექიმებს ეგონათ კუნძულის კლიმატი უშველიდა მას, მაგრამ ამაოდ. 1853 წლის 4 თებერვალს, 21 წლის მარია ამელია მადეირაზე ტუბერკულიოზით გარდაიცვალა. იგი მადეირაზე, ქალაქ ფუნჩალში დაკრძალეს. მისმა გარდაცვალებამ საშინლად იმოქმედა ამალიაზე, რომელიც მადეირადან დაბრუნების შემდეგ ყოველ წელს სტუმრობდა ქალიშვილის საფლავს. ფუნჩალში ამალიამ თავისი შვილის სახელზე საავადმყოფო ააშენა, სახელად „პრინცესა დონა მარია ამელია“. იგი პორტუგალიაში დაბრუნდა და ლისაბონში დასახლდა.
 
უკანასკნელი წლები ამალიამ ლისაბონში გაატარა, თუმცა არა სამეფო კარზე. იგი 1873 წლის 26 ივნისს გარდაიცვალა ლისაბონში, 60 წლის ასაკში. მისი ანდერძის მიხედვით, ამალიას ქონება ორად გაიყო, მისი ერთი ნახევარი ბრაზილიაში გააგზავნეს იმპერატორ პედრუ II-თან. მისი ნივთების დიდი ნაწილი სწორედ ამიტომ ინახება ბრაზილიის საიმპერატორო მუზეუმის არქივში, ქალაქ პეტროპოლისში. დარჩენილი მემკვიდრეობა შვედეთში გაეგზავნა მის დას, დედოფალ ჟოზეფინას. 1982 წელს, მისი ნეშტი გადაასვენეს და დაკრძალეს სან-პაულოში, ბრაზილიაში, ბრაზილიის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ძეგლის საძირკველში.
 
== ტიტულები ==
 
* 31 ივლისი, 1812 - 11 აპრილი, 1814: მისი იმპერიული უმაღლესობა ამალია დე ბოარნე, ფრანგების პრინცესა;
* 11 აპრილი, 1814 - 14 ნოემბერი, 1817: მადამ ამალია დე ბოარნე;
* 14 ნოემბერი, 1817 - 2 აგვისტო, 1829: მისი სამეფო უდიდებულესობა ამალია, ლოიხტენბერგის პრინცესა;
* 2 აგვისტო, 1829 - 7 აპრილი, 1831: მისი საიმპერატორო უმაღლესობა ბრაზილიის იმპერატრიცა;
* 7 აპრილი, 1831 - 15 ივნისი, 1831: მისი საიმპერატორო უმაღლესობა ამალია, ბრაზილიის იმპერატრიცა;
* 15 ივნისი, 1831 - 24 სექტემბერი, 1834: მისი საიმპერატორო უმაღლესობა იმპერატრიცა ამალია, ბრაგანსის ჰერცოგინია;
* 24 სექტემბერი, 1834 - 26 იანვარი, 1873: მისი საიმპერატორო უმაღლესობა იმპერატრიცა ამალია, ბრაგანსის ქვრივი ჰერცოგინია;
 
== ლიტერატურა ==