ამალია ლოიხტენბერგელი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
== ევროპაში დაბრუნება ==
[[ფაილი:Pedro I with his second wife and eldest daughter.jpg|მარცხნივ|მინი|271x271პქ|მარცხნიდან მარჯვნივ: პორტუგალიის დედოფალი მარია II, იმპერატორი პედრუ I და იმპერატრიცა ამალია 1834 წელს, პედრუს გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე]]
ტახტიდან გადადგომის შემდეგ, პედრუ და ამალია ევროპაში დაბრუნდნენ. გადადგომის შემდეგ პედრუს ქალიშვილმა, პორტუგალიის დედოფალმა მარია II-მ მათ ბრაგანსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის წოდება მიანიჭათ. ამ დროს ამალია სამი თვის ფეხმძიმე იყო და ზღვაში ხანგრძლივი მოგზაურობის გამო გულისა და თავის ტკივილებს უჩიოდა. მათი გემი ჯერ აზორის კუნძულებზე შეჩერდა, საიდანაც ისინი 1831 წლის 10 ივნისს საფრანგეთის ქალაქ შერბურში გავიდნენ. საფრანგეთში მათ დიდი პატივით დახვდნენ და მათი ჩასვლის აღსანიშნავად პორტში 5000 კაციანი რაზმი დახვდათ, რომლებმაც 21 ქვემეხიდან საზეიმოდ გაისროლეს. ქალაქის პრეფექტურამ მათ საცხოვრებლად ადგილობრივი სასახლე შესთავაზა. მათ შერბურში დარჩენაზე უარი თქვეს და ათ დღეში პედრუ ლონდონში გაემგზავრა. ორსულ ამალიას მგზავრობა აღარ შეეძლო, ამიტომაც იგი საფრანგეთში დარჩა.
 
ამის შემდეგ ამალია პარიზში დასახლდა, სადაც იგი თავისი ქმრის უკანონო ქალიშვილ იზაბელ მარიას შეხვდა. ამავდროულად, 1831 წლის 30 ნოემბერს მან საკუთარი პირველი და უკანასკნელი ქალიშვილი გააჩინა, რომელსაც მარია ამელია დაარქვა. როგორც პედრუ II-თან გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, პედრუს გოგონას შეძენა ძალიან გაუხარდა.
 
იმავდროულად, პედრუ კონტინენტზე დაბრუნდა და თავის ძმას, პრეტენზიულ მიგელ I-ს სისხლისმღვრელი ომი გამოუცხადა, რომელის მის ასულს, მარია II-ს ეცილებოდა პორტუგალიის ტახტში. სამოქალაქო ომი პედრუსა და მარიას ტრიუმფით დასრულდა, რასაც მათი საზეიმო შესვლა მოჰყვა ლისაბონში, სადაც პედრუს ამალიაც ახლდა. ამალია ლისაბონში 1833 წლის 22 სექტემბერს შევიდა დიდი ზეიმით. რაც შეეხება მიგელ I-ს, იგი თავის ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა.
 
== ქვრივობა და უკანასკნელი წლები ==
== ტიტულები ==