ამალია ლოიხტენბერგელი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
== ქორწინება ==
[[ფაილი:Second marriage of S.M.I. D. Pedro I.jpg|მარცხნივ|მინი|345x345პქ|ამალია ლოიხტენბერგელისა და პედრუ I-ის ქორწინება]]
1826 წლის დეკემბერში გარდაიცვალა ბრაზილიის იმპერატორ პედრუ I-ის მეუღლე, იმპერატრიცა მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი. მისი დაკრძალვის შემდეგ, იმპერატორმა მარკიზი დე ბარბასენა ევროპაში გააგზავნა, რათა მისთვის მეორე ცოლი ეპოვნა. მისი დავალება მარტივი არ იყო, რადგან ამოცანის შესრულებას რამოდენიმე ფაქტორი ართულებდა. პედრუ იყო უმაღლესი წარმომავლობის მქონე, სათნო, სიმპათიური და დახვეწილი მამაკაცი, მაგრამ ევროპაში მასზე საშინელი ჭორები დადიოდა. ამ ჭორების საფუძველს ქმნიდა მისი გახმაურებული რომანი მარკიზა დე სანტოსთან, რომელსაც ხალხი უკვე დაქვრივებული იმპერატორის ახალ მეუღლეს უწოდებდა. მეორე დაბრკოლება ის იყო, რომ პედრუს სიმამრმა, ავსტრიის იმპერატორმა ფრანც II-მ გააპროტესტა მისი მეორე ქორწინების იდეა და ყველანაირად ცდილობდა არ დაეშვა ეს ფაქტი. ფრანცი შიშობდა, რომ მეორე ცოლთან გაჩენილი ბავშვები მისი შვილიშვილების კონკურენტები გახდებოდნენ, რაც ნამდვილად არ სურდა.
 
ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო, მარკიზ დე ბარბასენას ევროპის რვა პრინცესამ განუცხადა მკაცრი უარი. ამის გამო მარკიზი თავად შეხვდა ფრანც II-ს და განუცხადა, რომ მეორე ცოლთან გაჩენილი შვილები არ იქნებოდნენ მემკვიდრეები და რომ პედრუს მხოლოდ „კეთილი და სათნო მეუღლე“ სურდა. ამის შემდეგ ბრაზილიელთა სამიზნე ამალია გახდა, რომელიც გარდა ბონაპარტებისა, ვიტელსბახების უძველესი ბავარიული საგვარეულოს შთამომავალიც იყო.
 
== ბრაზილიაში ჩასვლა და იმპერატრიცა ==
== ევროპაში დაბრუნება ==