კარტოფილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 82.211.143.149 ცვლილებების გაუქმება (№3719261)
იარლიყი: გაუქმება
მომხმარებლის Otogi ცვლილებების გაუქმება (№3719262)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 11:
კარტოფილი კულტურაში შემოიტანეს სამხრეთ ამირიკელმა ინდიელებმა ჯერ კიდევ 14 ათასი წლის წინათ. ევროპაში (ესპანათში) გადმოიტანეს დაახლოებით 1565 წელს, შემდეგ გავრცელდა მრავალ ქვეყანაში, რუსეთში კარტოფილის გავრცელებას უკავშირებენ პეტრე I-ს, რომელსაც XVII საუკუნის ბოლოს კარტოფილით სავსე ტომარა ჰოლანდიიდან სამშობლოში გამოუგზავნია. 1970 წელს მსოფლიოში კარტოფილი დათესილი იყო დაახლოებით 22,3 მლნ. ჰა-ზე.
 
[[საქართველო]]ში კარტოფილის ნათესები პირველადაღნიშნული აქვს სოლომონ იმერთა მეფეს 1787 წლის წერილში, 1820-იან წლებში გაჩნდა თბილისის ახლომახლო, 1913 წელს კარტოფილის ნათესებმა უკვე 6800 ჰა-ს მიაღწია. 1975 წელს კარტოფილის სათესი ფართობი 28 ათას ჰა-ს აღემატებოდა. საქართველოში კარტოფილს თესავენ უმთავრესად [[ახალქალაქის მუნიციპალიტეტი|ახალქალაქის]], [[ახალციხის მუნიციპალიტეტი|ახალციხის]], [[წალკის მუნიციპალიტეტი|წალკის]], [[დმანისის მუნიციპალიტეტი|დმანისის]], [[თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი|თეთრი წყაროს]], [[ხულოს მუნიციპალიტეტი|ხულოს]], [[შუახევის მუნიციპალიტეტი|შუახევის]] მუნიციპალიტეტებში. მოჰყავთ მთაშიც ([[ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი]], [[სვანეთი]], [[რაჭა]] და სხვა), სადაც ნათესები ზღვის დონიდან 2200-2300 მ-მდე აღწევს. 70-იან წლებში ფართოდ გავრცელდა საადრეო კარტოფილის მოყვანა უმთავრესად [[ბოლნისის რაიონი|ბოლნისის რაიონში]]. რესპუბლიკაში კარტოფილის საშუალო მოსავლიანობა 120 ც/ჰა შეადგენს. ახალქალაქის, ახალციხისა და წალკის მუნიციპალიტეტებში კარტოფილის მოსავალი უფრო მეტია - 174-178 ც/ჰა. საქართველოს ბარის ზონაში კარტოფილს თესავენ [[ზაფხული|ზაფხულშიც]], თავთავიანი პურეულის აღების შემდეგ და მეორე მოსავალს იღებენ. ამ ზონაში (ზღვის დონიდან 500 მ-მდე) საადრეო მოსავლის მისაღებად კარტოფილი შეიძლება დაითესოს შემოდგომაზეც - ნოემბერში. საქართველოში კარტოფილის ფართოდ გავრცელებული ჯიშებია: [[მაჟესტიკი]], [[თრიალეთური სახალხო]], [[ლორხი]], [[ეპიკური]] და სხვა.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარტოფილი“-დან