ველოსიპედი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Einrad.jpg|150px|thumb|left|უნიციკლი]]
[[ფაილი:Monowheel.jpg|150px|thumb|მონოციკლი]]
დღეისთვის შექმნილია ველოსიპედის სხვადასხვა ტიპები. უნიციკლს აქვს ერთი ბორბალი და ყველა დანარჩენი ნაწილი, რომლებიც ჩვეულებრივ ორბორბლიან ველოსიპედებს აქვთ. მის სამართავად ოთხმხრივი ბალანსირებაა საჭირო და მიჩნეულია, რომ უნიციკლის მართვის სწავლა ადამიანს 10-15 საათში შეუძლია. მონოციკლსაც ერთი ბორბალი აქვს, ოღონდ ის დიდია და მძღოლი ბორბლის შუაში ზის. მონოციკლი ზოგჯერ მოტორიზებულია. ორ- ან სამბორბლიანი ველოსიპედია ლიგერადი, რომელსაც ნახევრად მწოლარე მართავენ. ლიგერადი აეროდინამიკურია და მაღალ სიჩქარეს ანვითარებსავითარებს, ამიტომ მათთვის ცალკე შეჯიბრებები ეწყობა. ტანდემი არის ველოსიპედი ორი ადამიანისთვის, თავთავიანთი პედლებით. ამზადებენ ველოსიპედებს სამი და მეტი ადამიანისათვისაც. ხოლო ტრიციკლით, სამბორბლიანი ველოსიპედით, ბავშვები ერთობიან.
 
* [[უნიციკლი]] (ერთადგილიანი ველოსიპედი) — სატრანსპორტო საშუალება, რომელიც შედგება: ველოსიპედის ერთი ბორბლისაგან და ყველა დანარჩენი ნაწილებისაგან რომლებიც ჩვეულებრივ აქვთ ტიპიურ ორბორბლიან ველოსიპედებს. უნიციკლის სამართავად საჭიროა რომ დაცული იყოს ოთხმხრივი ბალანსირება. ძირითადად გამოიყენება ცირკში, თუმცაღა დღესდღეობით ექსტრემალური სპორტის გვერდითაც გვხვდება. ორ წელიწადში ერთხელ იმართება ჩემპიონატები უნიციკლით მართვაში. დადგენილია რომ ადამიანს შეუძლია უნიციკლის მართვის სწავლა საშუალოდ 10—15 საათში.