კრისტიანა ებერჰარდინა ბრანდენბურგ-ბაიროითელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 44:
[[ფაილი:Królowa Krystyna Eberhardyna.jpg|მარცხნივ|მინი|287x287პქ|დედოფალი კრისტიანა ებერჰარდინა]]
1697 წელს, პოლონეთის ტახტზე ასასვლელად ავგუსტი კათოლიციზმზე მოექცა, თუმცა კრისტიანამ და დედამისმა უარი განაცხადეს ამაზე. ცხადია მონარქის რელიგიის შეცვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ქვეყანაში, რამაც საბოლოოდ აიძულა ავგუსტი, რომ საქსონიაში სრული რელიგიური თავისუფლება გამოეცხადებინა. ნებისმიერი ეპოქის მორალური ნორმების მიხედვით, კრისტიანა ქმარს პოლონეთში უნდა გაჰყოლოდა და მხარი დაეჭირა მისთვის, თუმცა იგი ასე არ მოიქცა და საქსონიაში დარჩა. 1697 წლის 15 სექტემბერს, კრაკოვში ავგუსტი მეფედ ეკურთხა და წესით დედოფლის კურთხევაც უნდა შემდგარიყო, მაგრამ კრისტიანა კატეგორიულ უარს აცხადებდა "კათოლიეთა სამეფოში" ჩასვლაზე. ამან პოლონელებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, მათი კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად კი მეფე დედოფალს ქვეყანაში ჩასვლას და კორონაციას სთხოვდა, რაზეც უარს იღებდა. 1698 წლის მარტში ავგუსტმა მას პოლონეთის ქალაქ დანცინში ჩასვლა და იქ კურთხევა სთხოვა. ეს ქალაქი პროტესტანტებით იყო დასახლებული და მეფე იმასაც ჰპირდებოდა, რომ არ მოსთხოვდა კათოლიკობის მიღებას, თუმცა ამაოდ. 1698 წლის აპრილში მას დანცინში ჩასვლა მამამისმაც სთხოვა და ისიც გადასცა, რომ იგი კვლავ ლუთერანად დარჩებოდა, მაგრამ არც ამან გაჭრა. შემდეგი წლების მანძილზე მან არაერთხელ უარყო მიწვევა და ავგუსტის მთელი მეფობის მანძილზე, იგი ერთხელაც არ ჩასულა პოლონეთში.
[[ფაილი:Silvestre, attributed to - Christiane Eberhardine von Brandenburg-Bayreuth (1671-1727).jpg|მინი|311x311პქ|კრისტიანა ებერჰარდინა ბრანდენბურგ-ბაიროითელი]]
მთელი მმართველობის პერიოდში, ავგუსტს გამუდმებით უწევდა მოგზაურობა პოლონეთსა და საქსონიაში. მსი საქსონიაში ყოფნისას კრისტიანა ებერჰარდინა თავის წარმომადგენლობით ფუნქციებს პირნათლად ასრულებდა და ქმართან ერთად თეატრშიც დადიოდა. ხშირი იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს წლების მანძილზე ვერ ხედავდა, მაგალითად 1700-1703 და 1714-1717 წლებში, როცა ავგუსტი სულ პოლონეთში იყო.