ემანუელე ფილიბერტო I (სავოია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
|მმართველობის დასაწყისი = [[17 აგვისტო]], [[1553]]
|მმართველობის დასასრული = [[30 აგვისტო]], [[1580]]
|წინამორბედი = [[ფილიპოკარლო III (სავოია)|ფილიპო III]]
|მემკვიდრე = [[კარლო ემანუელე I (სავოია)|კარლო ემანუელე I]]
|ქვეყანა2 = [[ნიდერლანდები|ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი]]
ხაზი 18:
|ქორწინება = [[მარგარეტ დე ვალუა|მარგარიტა ფრანგი]]
|შვილები = [[კარლო ემანუელე I (სავოია)|კარლო ემანუელე I, სავოიის ჰერცოგი]]
|მამა = [[ფილიპოკარლო III (სავოია)|ფილიპოკარლო III, სავოიის ჰერცოგი]]
|დედა = [[ბეატრიზ პორტუგალიელი (1504-1538)|ბეატრიზ პორტუგალიელი]]
|რელიგია = [[კათოლიციზმი]]
ხაზი 25:
 
== ბიოგრაფია ==
ემანუელე ფილიბერტო დაიბადა 1528 წლის 8 ივლისს, ქალაქ კამბრიში. იგი იყო სავოიის ჰერცოგ ფილიპოკარლო III-ისა და მისი ცოლის, ინფანტა ბეატრიჩე პორტუგალიელის ერთადერთი გადარჩენილი შვილი. დედამისი იყო საღვთო რომის იმპერატორ [[კარლ V]]-ის დეიდაშვილი და ამიტომ ემანუელეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა კარლთან. იგი [[იტალიური ომები|იტალიური ომების]] დროს კარლთან ერთად ებრძოდა საფრანგეთის მეფე [[ფრანსუა I (საფრანგეთი)|ფრანსუა I]]-ს. 1553 წლის 17 აგვისტოს, მას შემდეგ რაც მამამისი გარდაიცვალა, იგი სავოიის ჰერცოგი ხდება. თუმცა მას მხოლოდ წოდებაღა ჰქონდა შერჩენილი, ვინაიდან მთლიანად სავოია 1536 წლიდან მოყოლებული ფრანგების მიერ იყო ოკუპირებული. ამიტომაც ემანუელე განაგრძობდა კარლთან და [[ჰაბსბურგები|ჰაბსბურგებთან]] თანამშრომლობას, იმ იმედით, რომ ისინი სავოიის დაბრუნებაში დაეხმარებოდნენ. სანამ მას ქვეყანას დაუბრუნებდნენ, 1555-9 წლებში იგი ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერად დანიშნეს, სადაც იგი ესპანეთის მეფე [[ფილიპე II (ესპანეთი)|ფილიპე II]]-ის (კარლ V-ის ვაჟი) პოლიტიკის გამტარებელი იყო.
 
ამ დროს მან 1557 წლის 10 აგვისტოს მოახერხა ჩრდილოეთიდან საფრანგეთში შეჭრა და სენ-კუენტინთან ბრწყინვალე გამარჯვების მოპოვება. იგი ასევე განიხილებოდა ინგლისისა და ირლანდიის მეფე [[ჰენრი VIII]]-ის შუათანა ქალიშვილის, პრინცესა [[ელისაბედ I|ელიზაბეთ ტიუდორის]] საქმროდ. თუმცა, 1559 წელს საფრანგეთსა და ესპანეთს შორის დაიდო [[კატო-კამბრეზის ზავი|კატო კამბრეზის ზავი]], რითაც დასრულდა იტალიური ომები. ამის აღსანიშნავად საფრანგეთის პრინცესა [[ელიზაბეტ ვალუა]] ცოლად მიჰყვებოდა ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს, ელიზაბეტის და, პრინცესა [[კლაუდია ვალუა|კლაუდია]] ცოლად მიჰყვებოდა ლოთარინგიის ჰერცოგ [[შარლ III ლოთარინგიელი|შარლ III]]-ს, ხოლო ელიზაბეტის და კლაუდიას მამიდა, პრინცესა [[მარგარეტ დე ვალუა|მარგარიტა]] ცოლად მიჰყვებოდა სავოიის ჰერცოგ ემანუელე ფილიბერტო I-ს. ამავე წლის დასაწყისში კლაუდია და შარლი დაქორწინდნენ, ამას მოჰყვა ივნისში ელიზაბეტის და ფილიპეს ქორწინება, რომელშიც საფრანგეთის მეფე [[ანრი II (საფრანგეთი)|ანრი II]] გარდაიცვალა, მიუხედავად ამისა ემანუელი და მარგარიტა მაიც დაქორწინდნენ 1559 წლის 9 ივლისს, რის გამოც სავოიას დამოუკიდებლობა მიენიჭა და მისი ტერიტორიებიდან ფრანგული ჯარები გავიდნენ.