ბეატრიზ პორტუგალიელი (1430-1506): განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა წარჩინებული |სახელი = ბეატრიზ პორტუგალიელი |სურათ...
(განსხვავება არ არის)

11:33, 16 აგვისტო 2019-ის ვერსია

ბეატრიზ პორტუგალიელი (პორტ. Beatriz de Portugal; დ. 13 ივნისი, 1430 — გ. 30 სექტემბერი, 1506) — ავისის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე ჟუან I-ის ვაჟის, კონშტაბლ ჟუან პორტუგალიელისა და იზაბელა დე ბარსელოს უმცროსი ასული. ვიზეუს ჰერცოგინია როგორც მეფე დუარტე I-ის ვაჟის, ფერნანდუს მეუღლე. პორტუგალიის მეფე მანუელ I-ისა და დედოფალ ელეანორ ვიზეუელის დედა.

ბეატრიზ პორტუგალიელი
წოდებები
ვიზეუს ჰერცოგინია
დაიბადა 13 ივნისი, 1430
გარდაიცვალა 30 სექტემბერი, 1506, (76 წლის)
საგვარეულო ავისები
მეუღლე(ები) ფერნანდუ, ვიზეუს ჰერცოგი
შვილ(ებ)ი მანუელ I, პორტუგალიის მეფე
ელეანორა, პორტუგალიის დედოფალი
იზაბელა, ბრაგანსას ჰერცოგინია
მამა ჟუანი, პორტუგალიის კონშტაბლი
დედა იზაბელა დე ბარსელო
ხელმოწერა
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია

ბეატრიზი დაიბადა 1430 წლის 13 ივნისს. იგი იყო პორტუგალიის მეფე ჟუან I-ისა და დედოფალ ფილიპა ლანკასტერის უმცროსი ვაჟის, კონშტაბლ ჟუანისა და მისი ცოლის, იზაბელა დე ბარსელოს უმცროსი ასული. მისი უფროსი და, ისაბელ პორტუგალიელი ცოლად კასტილიისა და ლეონის მეფე ხუან II-ს გაჰყვა, რომელთანაც შეეძინა მომავალი დედოფალი ისაბელ I. ბეატრიზი მამის მხრიდან ასევე იყო ინგლისის მეფე ედუარდ III-ის შთამომავალი. გარდა ამისა, მეფე აფონსუ V-ის რძალი და ბიძაშვილი და მეფე ჟუან II-ის სიდედრი.

1447 წელს ბეატრიზი ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, პორტუგალიის მეფე დუარტე I-ის უმცროს ვაჟს, ვიზეუს ჰერცოგ ფერნანდუს, რომელიც 1470 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბეატრიზმა სასულიერო ცხოვრებას მიჰყო ხელი და აღარც მეორედ გათხოვილა.

1495 წელს მისი ნაბოლარა ვაჟი, მანუელ I პორტუგალიის მეფე გახდა, რითაც ბეატრისი პორტუგალიის დედა-დედოფლად მოგვევლინა. ამ პერიოდში მან დააფუძნა ბეჟას მონასტერი, სადაც გადაასვენა და დაკრძალა თავისი ქმარი. ბეატრიზი გარდაიცვალა 1506 წლის 30 სექტემბერს, 76 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს მისი მეუღლის გვერდით.

შვილები

  1. ჟუანი (1448-1472), ვიზეუსა და ბეჟას ჰერცოგი, პორტუგალიის კონშტაბლი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  2. დიოგუ (1450-1484), ვიზეუსა და ბეჟას ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  3. ელეანორი (1458-1525), ცოლად გაჰყვა პორტუგალიის მეფ ჟუან II-ს, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა;
  4. იზაბელა (1459-1521), ცოლად გაჰყვა ბრაგანსას ჰერცოგ ფერნანდუ II-ს, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი;
  5. დუარტე (1462), გარდაიცვალა ჩვილი;
  6. დინიში (1464), გარდაიცვალა ჩვილი;
  7. კატარინა (1465), გარდაიცვალა ჩვილი;
  8. შიმაუ (1467), გარდაიცვალა ჩვილი;
  9. აფონსუ (1468), გარდაიცვალა ჩვილი;
  10. მანუელ I (1469-1521), პორტუგალიის მეფე 1495-1521 წლებში, პირველად იქორწინა თავისი დისწულის ქვრივ ისაბელ არაგონელზე, რომელიც მალევე დაიღუპა, ამიტომაც ცოლად თავისი ცოლისდა მარია არაგონელი შეირთო, რომელთანაც შეეძინა შვილები, თუმცა მისი დაღუპვის შემდეგ იქორწინა თავისი ცოლების დის შვილ ელეონორა ავსტრიელზე, რომელთანაც ერთი ასული შეეძინა;

ლიტერატურა

  • ”Nobreza de Portugal e do Brasil” – Vol. I, page 298 and 312. Published by Zairol Lda., Lisbon 1989.