ჭუბერის თემი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 89:
 
ჭუბერში არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა აქ ადრეანტიკური ხანიდან ყველა ეპოქის მოსახლეობის არსებობას ადასტურებს. როგორც ჩანს, ადგილზე ხდებოდა ადრეული სამეურნეო და საბრძოლო იარაღების დამზადება. ჭუბერში, კერძოდ ზედა მარღში ნაპოვნია მადნის გამოსადნობი ადგილები, რომელთაც  შხიბარი ჰქვია (შხიბ - წიდა, ნამწვი). აქ ნაპოვნია სპილენძისა და ბრინჯაოს ზოდები. სამეურნეო იარაღებიდან მეცნიერთათვის ძლიერ საინტერესოა ბრინჯაოს ე.წ. ყუადაქანებული ცულები, საფხეკები, ბრინჯაოს ქინძისთავისნაირი სამაგრები, გვიანი ბრინჯაოს ხანის თოხი და ნამგალი, ასევე მეტალურგიულ მოედანზე (შხიბარი) ნაპოვნი სახნისი, რომელიც წინარე ანტიკურ ხანას მიეკუთვნება.
[[ფაილი:Სოფ._ზედა_მარღში_აღმოჩენილი_ბრინჯაოს_ფაბულა,_წიდები_და_რკინის_შემცველი_ქვები.png|მინი|350x350პქ|2012-2014 წლებში ჭუბერის თემის სოფ. ზედა მარღში აღმოჩენილი ბრინჯაოს ფაბულა, წიდები და რკინის შემცველი ქვები ძვ.წ.VIII-VII სს.]]
 
ჭუბერში, მდ. ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე აღმოჩენილ იქნა სამაროვანი. მიცვალებულის კრემაციის ეს მოედანი რამდენიმე ფენას შეიცავს. სამაროვანი დათარიღებულია ძვ. წ. VI-IV საუკუნეებით. აქ აღმოაჩინეს ათასობით ნივთი: თიხის ჭურჭელი, ლითონის იარაღ-საჭურველი, ბრინჯაოს, მინის, ქარვის, გიშრისა და სხვა მასალისგან დამზადებული მძივ-სამკაული, ფუფუნების სხვა საგნები. ყურადღებას იქცევს ცხვრის, ხარის, ცხენის, ჯიხვის, ფრინველის პლასტიკური გამოსახულებები, რომელიც ადგილობრივი ფაუნის გამოხატულებას უნდა წარმოადგენდეს. ე.ი., უნდა ვივარაუდოთ, რომ მეცხოველეობა ჭუბერში ოდითგანვე განვითარებული იყო. საინტერესოა ისიც, რომ სამაროვანში აღმოჩენილია უცხოური წარმომავლობის ნივთები, მძივ-სამკაულები და ფუფუნების სხვა საგნები. ლარი-ლარის სამაროვანის ტერიტორიაზე ალექსანდრე მაკედონელის სტატერის არსებობა სხვა სამარხეულ ინვენტართან ერთად უმნიშვნელოვანესია იმ აზრის განსამტკიცებლად, რომ სვანეთი ელინისტურ პერიოდში ჩართული იყო საერთაშორისო ფულად მიმოქცევაში და არ წარმოადგენდა კარჩაკეტილ რეგიონს (ლორთქიფანიძე 2008: 23; პატარიძე 2011:32). <nowiki>[http://dl.sangu.edu.ge/pdf/dissertacia/maiapataridze.pdf]</nowiki>
 
ხაზი 95:
 
2015 წელს ჭუბერში, სოფელ ლახამში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ძვ.წ. VIII-VI საუკუნეებით დათარიღებული მეტალურგიული ქურები და კარიერები აღმოაჩინა. მკვლევარების ვარაუდით, ადგილზე წარმოებული პროდუქციითა და ნედლეულით იმ პერიოდში არა მარტო კოლხეთი, არამედ აღმოსავლეთის სახელმწიფოებიც მარაგდებოდნენ. ქვით ნაშენები ქურები თაბაშირით არის მოპირკეთებული და დამეწყრილ ადგილებშიც კი პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული. <nowiki>[https://artinfo.ge/2015/08/unikaluri-aghmochena-tchuber/]</nowiki>
[[ფაილი:Ანტიკური_ხანის_რკინის_მეტალურგიული_საწარმო,_ძვ.წ._VIII-VI_საუკუნეები_(სოფ._ლახამი).png|მინი|ანტიკური ხანის რკინის მეტალურგიული საწარმო, ძვ.წ. VIII-VI საუკუნეები (სოფ. ლახამი)]]
 
ამგვარად, ჭუბერი, რომელსაც მრავალი საკომუნიკაციო გადასასვლელი და გზა აქვს, ანტიკურ ხანაში დაკავშირებული იყო უძველეს კულტურულ ცენტრებთან. სხვადასხვა დანიშნულების ნივთების დამზადება ხდებოდა ადგილობრივად, ბევრი შემოჰქონდათ უცხოეთიდანაც.
 
ხაზი 275:
 
ეს მარშრუტები, სამწუხაროდ, ჯერ არ არის კეთილმოწყობილი. პირველ რიგში, აუცილებელია ინფრასტრუქტურული პრობლემების მინიმალიზაცია, გზებისა და ბილიკების კეთილმოწყობა. გარდა ამისა, საჭიროა საინფორმაციო ინფრასტრუქტურის განვითარება: გზებზე და გზაჯვარედინებზე შესაბამისი მაჩვენებლების არსებობა, ტურისტული მარშრუტების, ბლოგებისა და გზამკვლევების შექმნა ამა თუ იმ ლოკაციაზე.
[[ფაილი:Სასტუმრო_ტიტაში.jpg|მინი|292x292პქ326x326px|საოჯახო სასტუმრო სოფელ ტიტაში]]
ჭუბერში ნელ-ნელა ფეხს იდგამს საოჯახო სასტუმროების ბიზნესი. დღეს უკვე 12 საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს და კიდევ რამდენიმეს მშენებლობა მიმდინარეობს. ტურიზმის განვითარება მოსახლეობას მისცემს საშუალებას, მოაწყოს და განავითაროს საოჯახო სასტუროების ბიზნესი. გარდა ამისა, რეგიონში მიმდინარეობს უცხო ენის სწავლების სპეციალური პროგრამების შემუშავება და გიდების გადამზადება.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჭუბერის_თემი“-დან