სპირტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 2:
'''სპირტი''' (ალკოჰოლი) — ნახშირწყალბადთა ნაწარმი, რომელიც შეიცავს ნაჯერ ნახშირბადატომთან მიერთებულ ერთ ან რამდენიმე ჰიდროქსილის ჯგუფს (− [[ჟანგბადი|О]][[წყალბადი|Н]]). ნაერთებს, რომლებშიც ОН-ჯგუფი დაკავშირებულია არომატულ რგოლთან, უწოდებენ [[ფენოლი|ფენოლებს]], ხოლო თუ ნახშირბად-ნახშირბადის ორმაგ ბმასთან — [[ენოლი|ენოლებს]]. ნახშირწყალბადის რადიკალის მიხედვით სპირტი შეიძლება იყოს აციკლური, ანუ ალიფატური, ალიციკლური, ცხიმოვან-არომატული და ჰეტეროციკლური.
 
მოლეკულაში [[ჟანგბადი|О]][[წყალბადი|Н]]-ჯგუფების რაოდენობის მიხედვით სპირტი შეიძლება იყოს ერთატომიანი (ალკოჰოლი), ორატომიანი (გლიკოლები), სამატომიანი (გლიცერინი), ოთხატომიანი (პენტაერითრიტი) და მრავალატომიანი (ქსილიტი, ჰექსიტი და სხვა). ОН-ჯგუფები შეიძლება იყოს დაკავშირებული პირველად (− СН<sub>2</sub>ОН), მეორეულ (>CHOH) და მესამეულ (>COH) ნახშირბადატომიანთან, რის მიხედვითაც განასხვავებენ პირველად, მეორეულ და მესამეულ სპირტს. სპირტის სახელწოდება ჩვეულებრივ დაკავშირებულია ნახშირწყალბადური რადიკალის სახელწოდებასთან, მაგალითად, [[მეთანოლი|მეთილის სპირტი]], [[ეთანოლი|ეთილის სპირტი]], [[პროპანოლი|პროპილის სპირტი]] და ა.შ. ზოგჯერ იხმარება სპირტის ტრივიალური სახელწოდება, მაგალითად, [[მეთანოლი|ხის სპირტი]] (მეთანოლი), [[ეთანოლი|ღვინის სპირტი]] (ეთანოლი) და სხვა.
 
=== ქიმიური თვისებები ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სპირტი“-დან