თებერვლის რევოლუცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Patrol of the October revolution.jpg|მარჯვნივ|მინი|300პქ|შეიარაღებული მუშები და ჯარისკაცები დატყვევებულ პოლიციელებთან ერთად]]
'''თებერვლის რევოლუცია''' ({{lang-ru|Февра́льская револю́ция}}), საბჭოთა ისტორიოგრაფიაში '''თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია''' ({{lang-ru|Февральская буржуазно-демократическая революция}}) — [[1917]] წელს [[რუსეთი|რუსეთში]] მომხდარი ორი რევოლუციიდან პირველი. დაიწყო რუსეთის იმპერიის დედაქალაქ პეტროგრადში (ახლანდელი [[სანქტ-პეტერბურგი]]), [[ქალთა საერთაშორისო დღე]]ს, 8 მარტს (ძველი სტილით 23 თებერვალს)<ref>[http://www.un.org/en/events/womensday/history.shtml History of the Women's Day]. [[გაერო]]-ს საიტი.</ref>. რევოლუციის დროს, რომელიც 5 დღე გაგრძელდა, ადგილი ჰქონდა მასობრივ დემონტრაციებსა და შეიარაღებულ შეტაკებებს პოლიციასა და ჟანდარმერიასთან. უკანასკნელ დღეებში რუსეთის არმია რევოლუციონერებს მიემხრო. მომხდარი მოვლენების შედეგად გადადგა იმპერატორი [[ნიკოლოზ II (რუსეთი)|ნიკოლოზ II]] და [[რომანოვები]]ს დინასტიის მმართველობას და [[რუსეთის იმპერია]]ს ბოლო მოეღო. იმპერატორი ჩაანაცვლა [[რუსეთის დროებითი მთავრობა|რუსეთის დროებითმა მთავრობამ]] თავად [[გიორგი ლვოვი]]ს თავმჯდომარეობით. დროებითი მთავრობა იყო ლიბერალური და სოციალისტური ძალების ალიანსი, რომელთაც ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმა სურდათ. მათ დააარსეს დემოკრატიულად არჩეული [[რუსეთის კონსტიტუციური ასამბლეა|კონსტიტუციური ასამბლეა]]. ამასთანავე სოციალისტებმა ჩამოაყალიბეს [[პეტროგრადის საბჭოები]], რომელიც დროებითი მთავრობის პარალელურად ფუნქციონირებდა.
 
იმავე წლის ბოლოს რუსეთში მოხდა [[ოქტომბრის რევოლუცია]], რის შედეგადაც ხელისუფლებაში [[ბოლშევიკი|ბოლშევიკები]] მოვიდნენ.