ჩხერის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
შევასწორე ტომის მცდარი ნომერი
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა სამხედრო კონფლიქტი
''' ჩხერის ბრძოლა 1774''' — [[იმერეთის სამეფო]]ს ბრძოლა ოსმალეთის ლაშქრის წინააღმდეგ რუსეთ-ოსმალეთის [[1768]]-[[1774]] ომის დროს (მდ. [[ჩხერიმელა|ჩხერიმელის]] ხეობაში).
|კონფლიქტი=ჩხერის ბრძოლა
|ნაწილი=[[რუსეთ-ოსმალეთის ომები]]ს
|სურათი=
|სათაური=
|თარიღი=[[6 თებერვალი]] [[1774]]
|მდებარეობა= მდინარე [[ჩხერიმელა|ჩხერიმელის]] ხეობა
|casus=
|ტერიტორია=
|შედეგი=იმერეთის სამეფოს გამარჯვება
|მხარე1 = [[იმერეთის სამეფო]]
|მხარე2 = [[სურათი:Ottoman flag.svg|20პქ]] [[ოსმალეთის იმპერია]]
|მეთაური1=[[სოლომონ I]]
|მეთაური2=[[სულეიმან-ფაშა]]
|ძალა1= იმერეთის სამეფოს ჯარი და 2 000 ქართლ-კახეთიდან
|ძალა2=4 000
|დანაკარგები1= 50 დაღუპული, 100 დაჭრილი
|დანაკარგები2= 2 400 დაღუპული, 600 ტყვე
|შენიშვნა=
}}
''' ჩხერის ბრძოლა 1774''' — [[იმერეთის სამეფო]]ს ბრძოლა ოსმალეთის ლაშქრის წინააღმდეგ რუსეთ-ოსმალეთის [[1768]]-[[1774]] ომის დროს (მდ. [[ჩხერიმელა|ჩხერიმელის]] ხეობაში). გაიმართა [[1774]] წლის 6 თებერვალს.
 
==წინაპირობა ==
ოსმალეთმა ისარგებლა რუსეთის ჯარის საქართველოდან წასვლით და კვლავ სცადა იმერეთის დაპყრობა. მათ, 4 ათასი კაცისაგან შემდგარი რაზმი შემოიყვანეს იმერეთში. ამავე დროს ახალციხის ფაშამ დადიანსა და აფხაზთა მთავარს მოუხმო [[სოლომონ I|სოლომონ I-ის]] წინააღმდეგ. სოლომონ I-ის თხოვნით [[ერეკლე II|ერეკლე II-მ]] დადიანს ღალატზე ხელი ააღებინა. იმერეთში შემოსულმა ოსმალთა ჯარმა სასწრაფოდ უკან გაბრუნება დაიწყო. მაგრამ [[6 თებერვალი|6 თებერვალს]] იმერთა ჯარი მტერს [[ჩხერი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)|ჩხერის]] ვიწროებში ჩაუსაფრდა და უკანდასახევი გზა მოუჭრა. სოლომონის რაზმებმა კი ოსმალთა ზურგს დაარტყეს. ოსმალებმა ბრძოლის ველზე 1000 მეომარი დაკარგეს, 600 კაცი ტყვედ ჩავარდა, იმერთა მდევარმა რაზმა ჩხერიდან ვახანამდე დაახლოებით 1400 მებრძოლი მოკლა.
[[1773]] წელს, [[სოლომონ I|სოლომონ I-მა]] და [[ერეკლე II|ერეკლე II-მ]] სამხედრო ხელშეკრულება გააფორმეს ოსმალთა წინააღმდეგ. ამავე წელს, მეფეებმა 11 ათასიანი მხედრობით ერთობლივად ილაშქრეს ჯავახეთში, აიღეს ახალქალაქი, მივიდნენ ყარსსა (ქართ. კარი) და არდაგანამდე. ახალციხის ფაშამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია, ცოტაც და სამცხეს გაათავისუფლებდნენ, საფაშოსაც გააუქმებდნენ, მაგრამ სოლომონი მძიმედ დაავადებულა და ეს ლაშქრობა ამის გამო შეწყვეტილა<ref>მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო 1462-1810, თბ., 1989, გვ., 253</ref>.
 
==მსვლელობა ==
ჯავახეთის ლაშქრობის საპასუხოდ ახალციხის ფაშამ 4-ათასიანი ჯარი იმერეთის ასაოხრებლად გააგზავნა. ამავე დროს ახალციხის ფაშამ დადიანსა და აფხაზთა მთავარს მოუხმო [[სოლომონ I|სოლომონ I-ის]] წინააღმდეგ. სამეგრელოს მთავართან შეთანხმების მიხედვით მათ ორი მხრიდან უნდა შეეტიათ იმერეთისათვის. [[ვახანის ციხე|ვახანის ციხის]] მფლობელმა აბაშიძეებმა მეფეს უღალატეს და მტერს გზა მისცეს. დადიანიც მოადგა იმერეთის საზღვარს. სოლომონმა დახმარება ერეკლე II-ს სთხოვა. მეფემ არ დააყოვნა და 2 000 კაცი მიაშველა, დადიანი კი აიძულა უკან გაბრუნებულიყო. თურქები მიხვდნენ რომ ხაფანგში გაებნენ და უკან დახევა დაიწყეს, მაგრამ სოლომონ მეფემ უკანდასახევი გზა მოუჭრა, მიიმწყვდია [[მდინარე]] [[ჩხერიმელა|ჩხერიმელის]] ხეობაში და [[1774]] წლის 6 თებერვალს სასტიკად დაამარცხა. დაატყვევს ლეკთა ცნობილი ბელადი [[რაჯაბი]], ქართლ-კახეთის არაერთგზის დამრბევი, რომელიც სოლომონ მეფემ ერეკლეს გაუგზავნა საჩუქრად<ref>საქართველოს ისტორია, ტ, II, თბ. 2008, გვ. 327-328</ref>.
 
ოსმალებმა ბრძოლის ველზე 1000 მეომარი დაკარგეს, 600 კაცი ტყვედ ჩავარდა, იმერთა მდევარმა რაზმმა ჩხერიდან ვახანამდე დაახლოებით 1400 მებრძოლი მოკლა.
 
== მნიშვნელობა ==
ჩხერის ომში გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მტრის 4000 ათასიანი ჯარიდან 3000 კაცი დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა, ამ გამარჯვებაში უმთავრესი როლი ითამაშა ასევე ერეკლე მეორის დამხმარე რაზმის გამოგზავნამ და მისმა სწორმა მოქმედებამ დადიანის გასანეიტრალებლად.
 
ეს იყო ახალციხის ფაშას და ოსმალეთის ხელისუფლების მორიგი მარცხი იმერეთში, სოლომონ მეფემ კიდევ უფრო განიმტკიცა პოზიციები, ქართველთა მხრიდან მხოლოდ 50 კაცი დაღუპულა და 100 დაჭრილა.
 
==იხილეთ აგრეთვე==
Line 7 ⟶ 38:
 
==ლიტერატურა==
* მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო 1462-1810, თბ., 1989
* საქართველოს ისტორია, ტ, II, თბ. 2008
*{{ქსე|11|176|იობაშვილი გ.}}
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:საქართველოს ბრძოლები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩხერის_ბრძოლა“-დან