ყინწვისის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 9:
==იერსახის შეცვლა==
[[ფაილი:ყინწვისის მეტლახი.jpg|მინი|ყინწვისში დაგებული მარმარილოს მწვანე მეტლახის ამსახველი ფოტოსურათები. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ფოტოსურათი.]]
[[2019|2019 წლის]] აგვისტოში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყინწვისის მონასტერში მარმარილოს ძვირადღირებული მეტლახი დაიგო.<ref>[https://on.ge/story/41891-%e1%83%a7%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%ac%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1ყინწვისის-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%97%e1%83%90მამათა-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a8%e1%83%98მონასტერში-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%98მეტლახი-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%a1დააგეს ფოტო: ყინწვისის მონასტერში მარმარილოს ძვირადღირებული მეტლახი დააგეს]</ref> [[საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო]] ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ მეტლახის დაგებას „თვითნებობა“ და „უკანონობა“ უწოდა და სპეციალური განცხადება გაავრცელა. <ref name="saagentoonge">[https://on.ge/story/41893-%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90თვითნებობა-%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90უკანონობა-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1ფასეულობების-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%90ხელყოფა-%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90ძეგლთა-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1დაცვის-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%9Dსააგენტო-%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%98ყინწვისში-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1მეტლახის-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94დაგებაზე თვითნებობა, უკანონობა, ფასეულობების ხელყოფა — სააგენტო ყინწვისის სამუშაოებზე] </ref>
 
სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სათანადო სარესტავრაციო მეთოდოლოგიის აბსოლუტური უგულველყოფით შესრულებული სამუშაოები სრულ წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ძეგლთა დაცვით პრინციპებთან, უხეშად ხელყოფს ზოგადეროვნულ ფასეულობას და მნიშვნელოვან აზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას.<ref name="saagentoonge"/> მათივე განმარტებით, მიმდინარე სამუშაოები უკანონო ქმედებად შეფასდა [[საქართველოს საპატრიარქო]]ს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის საბჭოს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა საბჭოს მხრიდანაც.<ref name="saagentoonge"/>
 
სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ იატაკის ახალი საფარი სრულ შეუსაბამობაშია ტაძრის ინტერიერის მხატვრულ არქიტექტურულ სახესთან და თავისი სარკისებრი ზედაპირით უხეშად აკნინებს კედლებზე შემორჩენილ [[XIII საუკუნე|XIII საუკუნის]] დასაწყისის კედლის უნიკალურ მხატვრობას. <ref name="saagentoonge"/> სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ უშედეგო აღმოჩნდა მათი მხრიდან უნებართვო სამუშაოების დროულად აღკვეთის არაერთი მცდელობა. უწყების ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი ადგილობრივი მღვდელმსახურების მიერ არ იქნა დაშვებული სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, რამაც კანონით განსაზღვრული ქმედებების აღსრულება შეუძლებელი გახადა. ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით დაწყებული პროცესი არ შეჩერებულა არც საქართველოს საპატრიარქოს მაღალი იერარქიის პირების საჯარო განცხადებების შემდეგ, რომელის თანხვედრაში იმყოფებოდა სააგენტოს პოზიციასთან. <ref name="saagentoonge"/>
 
==გალერეა==