აფხაზეთის სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 17:
 
XVI საუკუნეში აფხაზეთი, ისე როგორც მთელი დასავლეთ საქართველო ოსმალეთის გავლენა-ბატონობის სფეროში მოექცა და ხარკს უხდიდა მას. ოსმალეთი მოსახლეობას სრულ დამორჩილებასა და ასიმილაციას ისახავდა მიზნად. თანდათანობით ვრცელდებოდა ისლამი. თურქი დამპყრობლების და ადგილობრივი ფეოდალების გარკვეული ნაწილის წყალობით აფხაზეთის სამთავროში გავრცელდა "ტყვის სყიდვა", დიდძალი აფხაზი ჭაბუკი და ქალწული იყიდებოდა სკურჩასა და სოხუმში. აფხაზი ხალხი აქტიურად იბრძოდა დამპყრობლების წინააღმდეგ. 1725 და 1728 აჯანყებულმა აფხაზებმა ალყა შემოარტყეს ფაშის რეზიდენციას, სოხუმის ციხეს. 1733 ოსმალეთის მრავალრიცხოვანმა ჯარმა გააპარტახა სამეგრელოსა და აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამან გამოიწვია საყოველთაო აჯანყება. აფხაზებმა დაამარცხეს ოსმალეთის ჯარი და განდევნეს ქვეყნის უდიდესი ნაწილიდან. მტრის ხელთ დარჩა მხოლოდ რამდენიმე ზღვისპირა ციხესიმაგრე. ფეოდალური დაქიცმაცებულობის მიუხედავად, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა ერთიანი ძალით იბრძოდა თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ. აფხაზები მონაწილეობდნენ ხრესილის ბრძოლაში (1757), სადაც დასავლეთ საქართველოს გაერთიანებულმა ლაშქარმა იმერეთის მეფის სოლომონ I-ის მეთაურობით დაამარცა თურქთა რჩეული ჯარი. 1770 აფხაზთა რაზმი რუსებსა და ქართველებთან ერთად იბრძოდა თურქების წინააღმდეგ ქ. ფოთთან. 1771 აჯანყებულმა აფხაზებმა აიღეს სოხუმის ციხე-სიმაგრე, მაგრამ აჯანყებულთა შორის განხეთქილების შედეგად ვერ შესძლეს მისი შენარჩუნება. აფხაზეთის განთავისუფლება ოსმალეთის ბატონობისაგან შესაძლებელი გახდა რუსეთთან შეერთების (1810) შემდეგ.
 
ქართლ-კახეთის, იმერეთისა და სამეგრელოს სამთავროს რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის შემდეგ აფხაზეთის მთავარი ქელეშბეი რუსეთის ქვეშევრდომობის სურვილს გამოთქვამდა, მაგრამ მეტი კომპენსაციის მიღების მიზნით საქმეს აყოვნებდა. ამავე დროს იგი აშკარად განუდგა ოსმალეთს და განდევნა მისი ჯარი აფხაზეთიდან. 1808 წლის 2 მაისს ოსმალეთის აგენტებმა ქელეშბეი მოკლეს. სოხუმი ისევ ხელში გადავიდა. 1809 წელს აფხაზეთის სამთავროს ტახტის მემკვიდრე გიორგიმ (საფარბეი) ხელი მოაწერა ე.წ. "სათხოვრის პუნქტებს", სადაც გამოთქვამდა რუსეთის მეფის ქვეშევრდომობისა და სამსახურის სურვილს. 1810 წლის 17 თებერვალს ალექსანრე I-მა დაამტკიცა "სათხოვარი პუნქტები" და გიორგი შარვაშიძე აფხაზეთის მემკვიდრეობით მთავრად დანიშნა. 1810 წლის 2 ივლისს რუსეთის ჯარმა იერიშით აიღო სოხუმ-კალეს სიმაგრე. ცარიზმი ყოველნაირად განამტკიცებდა აფხაზეთში ფეოდალურ ბატონყმურ ურთიერთობას, ატარებდა მკაცრი კოლონიური ექსპლუატაციისა და ეროვნული ჩაგვრის პოლიტიკას.