რიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
5.178.200.247-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Tamari2007-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 13:
}}
 
'''რიონი''' — [[მდინარე]] დასავლეთ საქართველოში. სიგრძე 327 კმ, აუზის ფართობი 1340013 400 კმ². სათავე აქვს [[კავკასიონი]]ს სამხრეთ კალთაზე ფასის მთაზე, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 2960 მ. ერთვის [[შავი ზღვა|შავ ზღვას]] [[ფოთი|ფოთთან]]. სათავიდან სოფელ [[გლოლა]]მდე მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ განიერ, ღრმა ხეობაში, რომელიც მდინარე ზოფხიტურის შეერთებამდე ტროგულია. ივითარებს განიერ ჭალას და იტოტება. ადგილ საგლოლოს ქვემოთ მიედინება ჯერ სამხრეთისკენ, შემდეგ — სამხრეთ დასავლეთისკენ ღრმა და ვიწრო ხეობაში, ივითარებს ვიწრო წყვეტილ ჭალას. [[ონი|ონთან]] უხვევს დასავლეთისკენ და მიედინება სოფელ ალპანამდე. ხეობა აქ ღრმა და განიერია, აქვს ფართო ჭალა, რომელიც წყალდიდობის დროს თითქმის მთლიანად იტბორება. მდინარე იტოტება და წარმოშობს კუნძულებს. ჩამოყალიბებულია ტერასები, რომელთა სიმაღლე 2-3-იდან 20-35 მ-მდეა, სიგრძე 2-3 კმ, სიგანე რამდენიმე ასეული მეტრია. [[ტერასები (გეოლოგია)|ტერასებზე]] გაშენებულია სოფლები, ბაღ-ვენახები, ბოსტნები და ნათესები. ხეობა ზოგან შევიწროებულია ქმნის კლდეკარს (ხიდიკრის კლდეკარი). სოფელ ალპანიდან რიონი მკვეთრად უხვევს სამხრეთისკენ და ვიწრო ხეობაში გაედინება, მხოლოდ ალაგ-ალაგ განივრდება და იტოტება. სოფელ ტვიშთან ქმნის ღრმა კლდეკარს. [[ქუთაისი]]ს ქვემოთ, [[კოლხეთის დაბლობი|კოლხეთის დაბლობზე]] გამოდის, ივითარებს განიერ [[ჭალა]]ს, იტოტება და წარმოშობს [[კუნძული|კუნძულებს]].
[[ფაილი:2014 Kutaisi, Rzeka Rioni widziana z Mostu Łańcuchowego (06).jpg|მინი|250პქ|მარცხნივ|<center>მდინარე რიონი [[ქუთაისი]]ს ცენტრში]]
რიონი სოფელ [[ვარციხე]]სთან უხვევს დასავლეთისკენ და ამ მიმართულებით მიედინება შესართავამდე. განსაკუთრებით განიერია ჭალა ვარციხიდან სოფელ ბაშამდე. აქ ის დატოტვილია, წარმოშობს მრავალ კუნძულს, რომელთა ნაწილი წყალდიდობის დროს იტბორება.
 
სოფელ ბაშს ქვემოთ რიონი ნაკლებ დატოტვილია, სოფელ [[საჯავახო]]ს ქვემოთ კალაპოტი რამდენადმე ღრმავდება, ინტენსიურად იკლაკნება. სოფელ [[ჯაპანა]]სთან წარმოქმნის ნამდინარევი ტბებს (ნარიონალებს). ქვემო დინებაში მოქცეულია ხელოვნურ ჯებირებსა და მიწაყრილებს შორის, რაც იმითაა გამოწვეული, რომ დასავლეთის ძლიერი [[ქარი|ქარების]] დროს ხდება წყლის მოდენა და რიონი არა თუ ვერ ერთვის ზღვას, მასზე საწინააღმდეგო დინებაც კი ვითარდება, რაც შესართავიდან რამდენიმე კმ-ზე ვრცელდება, მდინარე გუბდება და ნაპირიდან გადმოდის.
 
რიონის მთავარი [[შენაკადი|შენაკადებია]] მარჯვენა: [[საკაურა]], [[ლუხუნი]], [[რიცეულა]], [[ლაჯანური]], [[გუბისწყალი (მდინარე)|გუბისწყალი]], [[ცხენისწყალი (მდინარე)|ცხენისწყალი]], [[ტეხური]], [[ცივი (მდინარე)|ცივი]]; მარცხენა: [[ჭანჭახი (მდინარე)|ჭანჭახი]], [[ღარულა]], [[ჯეჯორა]], [[ლეხიდარი]], [[ყვირილა]], [[ხანისწყალი]], [[სულორი (მდინარე)|სულორი]], [[ყუმური (მდინარე)|ყუმური]], [[ხევისწყალი]].
 
რიონის აუზი [[ლანდშაფტი|ლანდშაფტების]] მრავალფეროვნებით ხასიათდება. ეს არსებით გავლენას ახდენს მის ჰიდროლოგიურ რეჟიმზე. იგი საზრდოობს მყინვარული, თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით.
ხაზი 27:
რიონის საშუალო წლიური ხარჯი გლოლასთან 27,3 მ³/წმ, ქუთაისთან 134 მ³/წმ, საქოჩიკიძესთან — 406 მ³/წმ, მაქსიმალური ხარჯი გლოლასთან 345 მ³/წმ, ქუთაისთან — 1440 მ³/წმ, საქოჩაკიძესთან — 3000 მ³/წმ, მინიმალური ხარჯი გლოლასთან — 16 მ³/წმ, ქუთაისთან — 22,0 მ ³/წმ, საქოჩაკიძესთან — 34,0 მ³/წმ.
 
რიონის ჩამონადენი წყლის სეზონების მიხედვით: გაზაფხულზე წლის ჩამონადენის 38,8 %, ზაფხულში - 28,5 %, [[შემოდგომა]]ზე — 18,4 %, ზამთარში — 14,3 %. ჩამონადენის განაწილება საზრდოობის კომპონენტების მიხედვით ასეთია: [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა წყლებისა]] — 34,7 %, [[წვიმა|წვიმისა]] — 32,5 %, [[თოვლი]]სა — 28,2 %, [[მყინვარი|მყინვარული წყლებისა]] — 4,6 %. რიონს [[შავი ზღვა|შავ ზღვაში]] წლიურად 12,9 კმ³ წყალი და დიდი რაოდენობით მყარი ჩამონადენი შეაქვს. მყარი ჩამონადენის საშუალო წლიური ოდენობა იზრდება სათავიდან შესართავისაკენ: სოფელ ღებთან იგი შეადგენს 96 ათ. ტ, ხიდიკართან — 2,2 მლნ. ტ, სოფელ ნამოხვანთან — 4,9 მლნ. ტ, საქოჩაკიძესთან — 6,9 მლნ. ტ.
 
რიონზე იცის [[ყინულნაპირისი]], [[გაძგიფვა|ძგიფი]], [[თოში]], [[ყინულსვლა]]. ზემო და შუა დინებაში, განსაკუთრებით მკაცრ ზამთარში, ზოგან წარმოიქმნდება ყინულსაფარი.
ხაზი 34:
 
==მდინარის ძველი სახელწოდება==
 
'''ფასისი''' მდინარე რიონის ძველი ბერძნული სახელწოდებაა. ფასისად მოიხსენიება მდინარე რიონის ნაწილი [[ყვირილა]]ს შესართავამდე, ასევე მდინარეების: [[ყვირილა]]სა და [[ძირულა (მდინარე)|ძირულა]]ს მონაკვეთები. ფასისზე გადიოდა სავაჭრო მაგისტრალის მონაკვეთი შავსა და კასპიის ზღვებს შორის. ძველი ბერძნები ფასისს ევროპისა და აზიის საზღვრად მიიჩნევდნენ. ძველ მსოფლიოში [[ფასისი (ქალაქი)|ფასისი]] და [[კოლხიდა]] (კოლხეთი) ხშირად ერთ ცნებად აღიქმებოდა. რომაელთა ძლიერების ხანაში ფასისი მათი სამფლობელოების ჩრდილოეთი ზღვარი იყო. ძველი ბერძნულ მითოლოგიაში ფასისი და კოლხეთი [[იასონი]]სა და [[არგონავტები|არგონავტთა]] მოქმედების არეალია.
 
Line 41 ⟶ 40:
 
{{commonscat|Rioni|რიონი}}
{{ონის მუნიციპალიტეტის გეოგრაფია}}
{{საქართველოს წყლის რესურსები}}
{{კავკასიონის მდინარეები}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რიონი“-დან