მარია ჟოზეფა საქსონიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(ბოტი: Marie_Josephe_by_Fredou.jpg შეიცვალა Frédou_after_Nattier_-_Marie_Josèphe_of_Saxony_-_Versailles_MV_3796.jpg-ით)
ხაზი 34:
== მადამ დოფინი ==
ქორწინების ტრადიცია მოითხოვდა, რომ მას ეტარებინა ბრასლეტი რომელზეც მამამისის პორტრეტი იქნებოდა გამოსახული. როდესაც დედოფალმა მარია ჟოზეფას ბრასლეტი და თავისი მამის მოსისხლე მტერი დაინახა გამომეტყველება შეეცვალა. მაშინ დედოფალმა რძალს პირდაპირ მიახალა, რომ პოლონეთის ტახტი მამამისს ეკუთვნოდა და არა მარია ჟოზეფას მამას. მან კი სრულიად დაუფარავად მიუგო, რომ ეს ტახტი მამამისის იყო, ხოლო სტანისლავი ლოთარინგიის ტახტზე კი იჯდა, თუმცა ასევე ისიც მისი ქალიშვილის გათხოვებით მიიღო და არა მემკვიდრეობით. ამან დედოფლის გაცეცხლება გამოიწვია. 15 წლის მანძილზე რძალსა და დედამთილს შორის პოლონეთის ტახტის გამო, უაზრო და უშედეგო დავა და ურთიერთ დამცირება მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, მარია ჟოზეფას კარგი ურთიერთობა ჰქონდა მამამთილთან, მეფე ლუი XV-სთან.
[[ფაილი:Frédou after Nattier - Marie JosepheJosèphe of Saxony - Versailles byMV Fredou3796.jpg|მარცხნივ|მინი|საფრანგეთის დოფინი მარია ჟოზეფა საქსონიელი ]]
ქორწინების დროს, ლუი ჯერ კიდევ გარდაცვლილ მეუღლეს გლოვობდა. ეს მწუხარება უკვა დიდი ხანია სტანჯავდა დოფინის გულს. მელანქოლიაში მყოფი ლუის უბედურებას ისიც დაემატა, რომ 1748 წელს მარია ჟოზეფამ მკვდარი ვაჟი გააჩინა. დოფინმა ბავშვის მკვდრად დაბადება საშინლად განიცადა. ამას თან დაერთო მისი ორი წლის ქალიშვილის (რომელიც პირველ ცოლთან ჰყავდა) გარდაცვალებაც, რამაც იგი ღრმა დეპრესიაში ჩააგდო. მარია ჟოზეფამ ქმრისთვის სევდის გასაქარვებლად გარდაცვლილი ქალიშვილის პორტრეტი დაუკვეთა (რომელიც დღეისთვის დაკარგულია) და აგრეთვე მისი აკვანი დაატოვებინათ, რამაც ცოტა შეუმსუბუქა ლუის მწუხარება.