ისაბელ არაგონელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Rezo1515|Rezo1515]]|2=2019 წლის 8 აგვისტო}}{{ინფოდაფა მმართველი
|სახელი = ისაბელ არაგონელი
|სურათი = D. Isabel de Aragão, Rainha de Portugal - The Portuguese Genealogy (Genealogia dos Reis de Portugal).png
ხაზი 18:
|რელიგია = [[კათოლიციზმი]]
}}
'''ისაბელ არაგონელი''' ({{lang-es|Isabel de Aragón}}, {{lang-pt|Isabel de Aragão}}), აგრეთვე ცნობილია როგორც '''წმინდა დედოფალი ისაბელ პორტუგალიელი''' ({{lang-pt|A Reina Santa Isabel de Portugal}}; დ. [[1271]] — გ. [[4 ივლისი]], [[1336]]) — ბარსელონას დინასტიის წარმომადგენელი. არაგონის მეფე [[პედრო III (არაგონი)|პედრო III]]-ისა და დედოფალ [[კონსტანცია სიცილიელი|კონსტანცია სიცილიელის]] ასული. პორტუგალიის დედოფალი 1282-1325 წლებში როგორც [[დინიშ I (პორტუგალია)|დინიშ I]]-ის მეუღლე. მეფე [[აფონსუ IV]]-ის დედა. 1694 წელს პაპმა [[ინოკენტი XII]]-მ იგი წმინდანად შერაცხა.
 
== ადრეული ცხოვრება ==
ისაბელი დაიბაად 1271 წელს სარაგოსაში. იგი იყო არაგონის მეფე [[პედრო III (არაგონი)|პედრო III]]-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ კონსტანცია სიცილიელის ასული. მისი ძმები იყვნენ არაგონის მეფე [[ალფონსო II (არაგონი)|ალფონსო II]], არაგონის მეფე [[ხაიმე II (არაგონი)|ხაიმე II]] და სიცილიის მეფე ფედერიკო III.
 
ინფანტა ისაბელმა ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში გამოავლინა თავისი დიდი ენთუზიაზმი რწმენისადმი. იგი ყოველთვის იცავდა მარხვას, ყოველდღე ესწრებოდა მესას და ქველმოქმედებასაც ეწეოდა.
ხაზი 27:
== ქორწინება და დედოფლობა ==
[[ფაილი:Isabel Dinis de Portugal.jpg|მარცხნივ|მინი|436x436პქ|მეფე დინიშ I და დედოფალი ისაბელ არაგონელი]]
1281 წელს, 10 წლის ისაბელი დააქორწინეს ინფანტ დინიშ პორტუგალიელზე. მათი ქორწინება მხოლოდ 1288 წელს აღინიშნა, როცა დინიში 26 წლის გახდა, ისაბელი კი 17-ის. ქორწინებიდან სულ ერთ წელიწადში, 1282 წელს მეფე [[აფონსუ III]] გარდაიცვალა და პორტუგალიის მეფე [[დინიშ I (პორტუგალია)|დინიშ I]] გახდა, ისაბელი კი დედოფლად გვევლინება. აღსანიშნავია, რომ წყვილს ბედნიერი ქორწინება ჰქონდა. დინიში კარგ მონარქთან ერთად პოეტიც იყო, რაც ისაბელს ძალიან მოსწონდა. იგი ასევე დაინტერესებული იყო დაბალი ფენების ცხოვრებით, რის გამოც პორტუგალიელებმა მას ''Rei Lavrador,'' ანუ ''ფერმერი მეფე'' შეარქვეს.
 
დედოფალი ისაბელი ჩუმად განაგრძობდა თავისი ახალგაზრდობისას ჩვეულ რელიგიურ რიტუალებსა და ღარიბებისა და ავადმყოფების დახმარებას. მისი ეს ქმედებები იმ პერიოდში ბევრი ადამიანისთვის განსჯის საგანი გახდა. საბოლოოდ, მისმა ლოცვამ და მოთმინებამ შეძლო დინიშის შეცვლა, რომელიც მანამდე „ცოდვილ“ ცხოვრებას ეწეოდა.
[[ფაილი:A Rainha Santa em Alvalade (Roque Gameiro, Quadros da História de Portugal, 1917).png|მინი|279x279პქ|ორი პარტიის მებრძოლთა შორის ჩამდგარი დედოფალი ისაბელი, 1323 წელი.]]
ისაბელი აქტიურად ინტერესდებოდა პორტუგალიის პოლიტიკით. 1297 წელს, დედოფალმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ალკანიცეს ხელშეკრულების დადებისას, სადაც ხელი დინიშმა და კასტილიის მეფე [[სანჩო IV]]-მ მოაწერეს, რამაც კასტილია-პორტუგალიის საზღვრები საბოლოოდ დაადგინა. 1304 წელს, ისაბელი და დინიში ესპანეთში დაბრუნდნენ, რათა გაესაჩივრებინათ კასტილიის მეფე [[ფერდინანდ IV (კასტილია)|ფერდინანდ IV]]-ისა და არაგონის მეფე [[ხაიმე II (არაგონი)|ხაიმე II]]-ის (ისაბელის ძმა) არბიტრაჟი.
 
1322 წელს პორტუგალიაში სამოქალაქო ომი დაიწყო. ომი ისაბელის ქმარსა და ვაჟს, ინფანტ ალფონსოს შორის მიმდინარეობდა, რა დროსაც დედოფალი ისაბელი მთავარ შუამავლად იქცა. აფონსუ მოითხოვდა დინიშის არალეგიტიმური ვაჟის, ინფანტი სანშუსათვის მემკვიდრეობის რიგიდან ამოგდებასა და გადასახლებას, რაზეც დინიში უარს აცხადებდა. როგორც ცნობილია, დინიშნა აფონსუს მოკვლაც კი მოინდომა, თუმცა დედოფალი მათ შუაში ჩადგა და არ დაუშვა ამ ტრაგედიის მოხდენა. ქვეყანაში მშვიდობა საბოლოოდ 1324 წელს აღსდგა, როდესაც სანშუ პორტუგალიიდან გადაასახლეს, აფონსუმ კი ერთგულება შეჰფიცა მამას.
ხაზი 37:
== ქვრივი დედოფალი ==
[[ფაილი:Goya y Lucientes, Francisco - Saint Isabel of Portugal Healing the Wounds of a Sick Woman - Google Art Project.jpg|მარცხნივ|მინი|დედოფალი ისაბელი ფეხებს ჰბანს გლახაკებს]]
სამოქალაქო ომის დასრულებიდან მალევე, 1325 წელს [[დინიშ I (პორტუგალია)|დინიშ I]] გარდაიცვალა და მეფე ისაბელის ვაჟი — [[აფონსუ IV]] გახდა. ამ დროს მან მთელი თავისი ქონება სანტა კლარა-ველას მონასტერს შესწირა, რომელიც ჯერ კიდევ 1314 წელს თვითონ დააარსა კოიმბრაში. იგი შეუერთდა წმ. ფრანსისკეს ორდენს და მთელი დარჩენილი ცხოვრება ღარიბებისა და ავადმყოფების დახმარებას დაუთმო. როგორც ცნობილია, 1293 წელს, დიდი შიმშილობისას მან სამეფო სასახლის სარდაფებიდან ამოატანინათ დიდძალი ფქვილი და კოიმბრაში დაარიგებინათ. იგი იმითაც იყო ცნობილი, რომ ყოველთვის ძალიან უბრალოდ ეცვა და ძალზედ თავმდაბლურად საუბრობდა. იგი ხშირად სტუმრობდა ობოლთა და ქვრივთა თავშესაფარს და საჩუქრებს არიგებდა. ისაბელმა დააარსა კოიმბრას, ლეირიასა და სანტარემის საავადმყოფოები.
იგი ყოველთვის ცდილობდა, რომ ქვეყანაში მშვიდობა შეენარჩუნებინა. 1336 წელს ისაბელმა ძლივს შეაჩერა თავისი ვაჟი აფონსუ IV, რომელიც დიდი ჯარებით მიემართებოდა კასტილიის მეფე [[ალფონსო XI]]-ის წინააღმდეგ, რომელიც მისი დის, დედოფალ კონსტანცა პორტუგალიელის ვაჟი იყო. თავიდან მას შვილმა არ დაუჯერა და თავისი ჯარებით მაინც დაიძრა კასტილიისკენ, თუმცა ეშტრემოშის ველზე, სადაც ორი მეფის ჯარები ერთმანეთს უნდა შეხვედროდა ისაბელი სასწრაფოდ ჩავიდა და ორი დიდი არმიის შუაში ჩადგა. მეფეებმა ჯარების დაძვრა ვერ გაბედეს, რითაც ისაბელმა კვლავ შეაჩერა ბრძოლა და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო. მოლაპარაკებების შედეგად აფოსნუ IV ბეატრის კასტილიელზე დაქორწინდა, ხოლო ალფონსო XI-მ ცოლად აფონსუს ასული, მარია პორტუგალიელი შეირთო. საქმის მოგვარებისთანავე, დედოფალს ციებ-ცხელება შეეყარა და ჩალოგინდა. ამავე წლის 4 ივლისს, იგი ეშტრემოშში გარდაიცვალა, 64-65 წლის ასაკში. დავის ეფექტურად გადაჭრის გამო, ჯერ კიდევ სიცოცხლეში მოიპოვა „მშვიდობისმყოფლის“ წოდება.
[[ფაილი:José Gil de Castro isabel portugal.jpg|მინი|368x368პქ|წმინდა დედოფალ ისაბელ პორტუგალიელის ხატი]]
მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციისამებრ მეფე და დედოფალი ერთად უნდა დაკრძალულიყვნენ და დინიში ოდიველაში იყო დაკრძალული, ისაბელი მისი სურვილის გამო კოიმბრაში დაკრძალეს, მის მიერ დაარსებულ სანტა კლარას მონასტერში. XVII საუკუნეში მომხდარი დიდი წყალდიდობის გამო, ადგილობრივმა გლეხებმა დედოფლის ნეშტი გაადაარჩინეს და სანტა კლარა-ა-ნოვაში გადაასვენეს და აქ დიდი პატივით დაკრძალეს. წმინდანად შერაცხვის შემდეგ მისი ნეშტი მთავარ სამლოცველოში გადაასვენეს, სადაც იგი ოქრო-ვერცხლის სარკოფაგში ჩაასვენეს.
 
== ბეატიფიკაცია ==
ისაბელის წმინდანად შერაცხვა ჯერ კიდევ 1526 წელს გადაწყვიტა რომის პაპმა [[კლემენტ VII]]-მ, მაგრამ რეფორმაციული ტალღების გამო ამისათვის ვერ მოიცალა. ამ საქმეს პაპები ერთი საუკუნის შემდეგ კვლავ მიუბრუნდნენ და 1625 წლის 25 მაისს, რომის პაპმა [[ურბან VIII]]-მ მოახდინა ისაბელის ბეატიფიკაცია. ურბან VIII-მ მისი ხსენების დღედ მისივე გარდაცვალების თარიღი, ანუ 4 ივლისი დაასახელა. 1694 წელს, პაპმა [[ინოკენტი XII]]-მ ჩასწორება შეიტანა და მისი ხსენების დღედ 8 ივლისი გამოაცხადა, რადგან სხვა შემთხვევაში იგი ემთხვეოდა წმინდა მოციქულ პეტრესა და პავლეს დღესასწაულს. 1955 წელს, პაპმა [[პიუს XII]]-მ გააუქმა ეს ჩასწორება და მისი ხსენების დღედ ისევ 4 ივლისი გამოაცხადა. 1819 წლიდან მოყოლებული, წმინდა ისაბელი ითვლება სან კრისტობალ დე ლა ლაგუნას ეპარქიისა და ეკლესიის მფარველად. აღსანიშნავია, რომ ამერიკელი კათოლიკეები მისი ხსენების დღეს 5 ივლისს აღნიშნავენ, რადგან 4 ივლისი ამ ერის დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა.
 
== შვილები ==
 
# [[კონსტანცა პორტუგალიელი|კონსტანცა]] (დ. 3 იანვარი, 1290 — გ. 18 ნოემბერი, 1313), ცოლად გაჰყვა კასტილიისა და ლეონის მეფე [[ფერდინანდ IV]]-ს, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი: არაგონის დედოფალი [[ელეანორა კასტილიელი|ელეანორა]] და კასტილიის მეფე [[ალფონსო XI]];
# [[აფონსუ IV]] (დ. 8 თებერვალი, 1291 — გ. 28 მაისი, 1357), პორტუგალიის მეფე 1325-57 წლებში, ცოლად შეირთო ბეატრის კასტილიელი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი: კასტილიისა და ლეონის დედოფალი [[მარია პორტუგალიელი]], პორტუგალიის მეფე [[პედრუ I]] და არაგონის დედოფალი [[ელეანორა პორტუგალიელი]];
 
== კულტურული ასახვა ==
ხაზი 54:
 
== ლიტერატურა ==
* This article incorporates text from a publication now in the public domain: Herbermann, Charles, ed. (1913). "St. Elizabeth of Portugal" . Catholic Encyclopedia. New York: Robert Appleton.
* "Saint Elizabeth, Queen of Portugal", Butler's Lives of the Saints
* Ferreira, João (2010). Histórias Rocambolescas da História de Portugal [Fantastic Stories of the History of Portugal] (in Portuguese) (6 ed.). Lisbon, Portugal: A Esfera dos Livros. ISBN 978-989-626-216-7.
* Hoever, Hugo H., ed. (1955). Lives of the Saints, For Every Day of the Year. New York, New York: Catholic Book Publishing Co. p. 511. OCLC 10070602.
* Rodrigues Oliveira, Ana (2010). "Isabel de Aragão (1270–1336). A Rainha Santa". Rainhas medievais de Portugal. Dezassete mulheres, duas dinastias, quatro séculos de História [Medieval Queens of Portugal: Seventeen women, two dynasties, four centuries of history] (in Portuguese). Lisbon: A esfera dos livros. ISBN 978-989-626-261-7.
* Kristó, Gyula; Makk, Ferenc (1996). Az Árpád-ház uralkodói [Rulers of the House of Árpád] (in Hungarian). I.P.C. Könyvek. ISBN 963-7930-97-3. Appendix 4
* Cox, Eugene L. (1974). The Eagles of Savoy. Princeton: Princeton University Press. p. 462. ISBN 0691052166.
 
 
{{პორტუგალიის დედოფლები}}