ისაბელ არაგონელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 36:
 
== ქვრივი დედოფალი ==
[[ფაილი:Goya y Lucientes, Francisco - Saint Isabel of Portugal Healing the Wounds of a Sick Woman - Google Art Project.jpg|მარცხნივ|მინი|დედოფალი ისაბელი ფეხებს ჰბანს გლახაკებს]]
<br />
სამოქალაქო ომის დასრულებიდან მალევე, 1325 წელს დინიშ I გარდაიცვალა და მეფე ისაბელის ვაჟი — აფონსუ IV გახდა. ამ დროს მან მთელი თავისი ქონება სანტა კლარა-ველას მონასტერს შესწირა, რომელიც ჯერ კიდევ 1314 წელს თვითონ დააარსა კოიმბრაში. იგი შეუერთდა წმ. ფრანსისკეს ორდენს და მთელი დარჩენილი ცხოვრება ღარიბებისა და ავადმყოფების დახმარებას დაუთმო. როგორც ცნობილია, 1293 წელს, დიდი შიმშილობისას მან სამეფო სასახლის სარდაფებიდან ამოატანინათ დიდძალი ფქვილი და კოიმბრაში დაარიგებინათ. იგი იმითაც იყო ცნობილი, რომ ყოველთვის ძალიან უბრალოდ ეცვა და ძალზედ თავმდაბლურად საუბრობდა. იგი ხშირად სტუმრობდა ობოლთა და ქვრივთა თავშესაფარს და საჩუქრებს არიგებდა. ისაბელმა დააარსა კოიმბრას, ლეირიასა და სანტარემის საავადმყოფოები.
== შვილები ==
იგი ყოველთვის ცდილობდა, რომ ქვეყანაში მშვიდობა შეენარჩუნებინა. 1336 წელს ისაბელმა ძლივს შეაჩერა თავისი ვაჟი აფონსუ IV, რომელიც დიდი ჯარებით მიემართებოდა კასტილიის მეფე ალფონსო XI-ის წინააღმდეგ, რომელიც მისი დის, დედოფალ კონსტანცა პორტუგალიელის ვაჟი იყო. თავიდან მას შვილმა არ დაუჯერა და თავისი ჯარებით მაინც დაიძრა კასტილიისკენ, თუმცა ეშტრემოშის ველზე, სადაც ორი მეფის ჯარები ერთმანეთს უნდა შეხვედროდა ისაბელი სასწრაფოდ ჩავიდა და ორი დიდი არმიის შუაში ჩადგა. მეფეებმა ჯარების დაძვრა ვერ გაბედეს, რითაც ისაბელმა კვლავ შეაჩერა ბრძოლა და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო. მოლაპარაკებების შედეგად აფოსნუ IV ბეატრის კასტილიელზე დაქორწინდა, ხოლო ალფონსო XI-მ ცოლად აფონსუს ასული, მარია პორტუგალიელი შეირთო. საქმის მოგვარებისთანავე, დედოფალს ციებ-ცხელება შეეყარა და ჩალოგინდა. ამავე წლის 4 ივლისს, იგი ეშტრემოშში გარდაიცვალა, 64-65 წლის ასაკში. დავის ეფექტურად გადაჭრის გამო, ჯერ კიდევ სიცოცხლეში მოიპოვა „მშვიდობისმყოფლის“ წოდება.
[[ფაილი:José Gil de Castro isabel portugal.jpg|მინი|368x368პქ|წმინდა დედოფალ ისაბელ პორტუგალიელის ხატი]]
მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციისამებრ მეფე და დედოფალი ერთად უნდა დაკრძალულიყვნენ და დინიში ოდიველაში იყო დაკრძალული, ისაბელი მისი სურვილის გამო კოიმბრაში დაკრძალეს, მის მიერ დაარსებულ სანტა კლარას მონასტერში. XVII საუკუნეში მომხდარი დიდი წყალდიდობის გამო, ადგილობრივმა გლეხებმა დედოფლის ნეშტი გაადაარჩინეს და სანტა კლარა-ა-ნოვაში გადაასვენეს და აქ დიდი პატივით დაკრძალეს. წმინდანად შერაცხვის შემდეგ მისი ნეშტი მთავარ სამლოცველოში გადაასვენეს, სადაც იგი ოქრო-ვერცხლის სარკოფაგში ჩაასვენეს.
 
== ბეატიფიკაცია ==
ისაბელის წმინდანად შერაცხვა ჯერ კიდევ 1526 წელს გადაწყვიტა რომის პაპმა კლემენტ VII-მ, მაგრამ რეფორმაციული ტალღების გამო ამისათვის ვერ მოიცალა. ამ საქმეს პაპები ერთი საუკუნის შემდეგ კვლავ მიუბრუნდნენ და 1625 წლის 25 მაისს, რომის პაპმა ურბან VIII-მ მოახდინა ისაბელის ბეატიფიკაცია. ურბან VIII-მ მისი ხსენების დღედ მისივე გარდაცვალების თარიღი, ანუ 4 ივლისი დაასახელა. 1694 წელს, პაპმა ინოკენტი XII-მ ჩასწორება შეიტანა და მისი ხსენების დღედ 8 ივლისი გამოაცხადა, რადგან სხვა შემთხვევაში იგი ემთხვეოდა წმინდა მოციქულ პეტრესა და პავლეს დღესასწაულს. 1955 წელს, პაპმა პიუს XII-მ გააუქმა ეს ჩასწორება და მისი ხსენების დღედ ისევ 4 ივლისი გამოაცხადა. 1819 წლიდან მოყოლებული, წმინდა ისაბელი ითვლება სან კრისტობალ დე ლა ლაგუნას ეპარქიისა და ეკლესიის მფარველად. აღსანიშნავია, რომ ამერიკელი კათოლიკეები მისი ხსენების დღეს 5 ივლისს აღნიშნავენ, რადგან 4 ივლისი ამ ერის დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა.
 
== შვილები ==
 
# კონსტანცა (დ. 3 იანვარი, 1290 — გ. 18 ნოემბერი, 1313), ცოლად გაჰყვა კასტილიისა და ლეონის მეფე ფერდინანდ IV-ს, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი: არაგონის დედოფალი ელეანორა და კასტილიის მეფე ალფონსო XI;
# აფონსუ IV (დ. 8 თებერვალი, 1291 — გ. 28 მაისი, 1357), პორტუგალიის მეფე 1325-57 წლებში, ცოლად შეირთო ბეატრის კასტილიელი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი: კასტილიისა და ლეონის დედოფალი მარია პორტუგალიელი, პორტუგალიის მეფე პედრუ I და არაგონის დედოფალი ელეანორა პორტუგალიელი;
 
== კულტურული ასახვა ==
1947 წელს, ესპანელებმა ისაბელის ცხოვრებაზე გადაიღეს ფილმი, სახელად „წმინდა დედოფალი“, სადაც მისი როლი მარუჩი ფრენსომ ითამაშა. რენესანსულ პერიოდში, ისაბელმა ფართო ასახვა ჰპოვა პორტუგალიელი მხატვრების წყალობით, რომლებმაც მისი ცხოვრების თემატიკაზე უამრავი ტილო შექმნეს.
 
== ლიტერატურა ==