ლუი XII: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 13:
1484 წლის შემდეგ გადასახადები გაეზარდა მეორე წოდებასაც, ასევე გამოვიდა ბრძანებულება, რომ გადასახადები სამხედრო მოსამსახურეებსაც უნდა გადაეხადათ. ამის სანაცვლოდ გადასახადები შეუმცირდათ მესამე წოდებას, ანუ ვაჭრებსა და გლეხებს. გენერალური შტატები მოწვეული იყო ქალაქ ტურში. 1484 წლის 7 მარტს კი მეფემ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ტურს ტოვებდა. ხუთი დღის შემდეგ მეფეს მინისტრებმა აცნობეს, რომ არისტოკრატიის დიდი ნაწილი უარს ამბობდა გადასახადებზე. შარლმა და მისმა დამ ამის აღსაკვეთად უამრავი რეფორმა გაატარეს, თუმცა უშედეგოდ.
 
1485 წელს ლუიმ ომი გამოუცხადა მეფის რეგენტს, ანა დე ვალუას. დაიწყო ეგრედეგრეთ წოდებულ შეშლილი ომი (1485-1488), რომლის დროსაც ლუი ცდილობდა შარლი და მისი და ხელისუფლებიდან ჩამოეგდო და მეფე თავად გამხდარიყო. ლუიმ ალიანსი შეკრა [[ბრეტანი|ბრეტანის]] ჰერცოგ [[ფრანცისკ II (ბრეტანი)|ფრანცისკ II]]-თან, თუმცა 1488 წლის 22 ივნისს სამეფო არმიამ, ანას მეთაურობით დაამარცა ლუი და ფრანცისკი. ბრეტანის ჰერცოგი ბრძოლაში მოკლეს, ხოლო ლუი ტყვედ აიყვანეს და საპყრობილეში ჩასვეს. სამ წლიანი ტყვეობის შემდეგ, ლუი შეიწყალეს და გაანთავისუფლეს, რის შემდეგაც იგი [[შარლ VIII (საფრანგეთი)|შარლ VIII]]-ს იტალიაშიც გაჰყვა საომრად.
 
1498 წლის 7 აპრილს მეფე შარლ VIII უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა. სალის კანონის თანახმად კი ტახტზე მისი ყველაზე ახლო ნათესავი უნდა ასულიყო, ასეთი კი ლუი აღმოჩნდა, ვინაიდან იგი შარლს ბიძაშვილადაც ერგებოდა და სიძედაც, რადგან ლუის მისი უმცროსი და, ჟანა ჰყავდა ცოლად. ამრიგად 1498 წელს ლუი XII საფრანგეთის მეფე გახდა.
ხაზი 27:
1494 წელს მეფე შარლ VIII-ის მეთაურობით ფრანგები იტალიაში შეიჭრნენ და დაიპყრეს [[მილანის საჰერცოგო]]. ამ დროისათვის მილანი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო იყო. შარლის ლაშქრობიდან მალევე მილანმა სუვერენიტეტი აღიდგინა. მილანის საჰერცოგო გამოეყო საფრანგეთს და მისი ჰერცოგი [[ლუდოვიკო სფორცა]] გახდა. ფრანგები ამ ყველაფერზე რეაგირებას ითხოვდნენ. მალე ლუი იტალიაში შეიჭრა, რასაც მოჰყვა [[იტალიური ომები|"იტალიური ომების<nowiki>''</nowiki>]] განახლება.
 
1495 წელს ლუდოვიკო სფორცამ უარი თქვა ფრანგებთან ომზე და შველა [[ვენეციის რესპუბლიკა|ვენეციის რესპუბლიკას]] სთხოვა. მალე იტალიურმა სახელმწიფოებმა შექმნეს ანტიფრანგული კოალიცია, ეგრედეგრეთ წოდებული "წმინდა ლიგა". ლუი XII კი მილანის ჰერცოგობაზე პრეტენზიას აცხადებდა, ვინაიდან მისი ბებია, ორლეანის ჰერცოგინია [[ვალენტინა ვისკონტი]], მილანის ჰერცოგ [[ჯან გალეაცო ვისკონტი|ჯან გალეაცო ვისკონტის]] ქალიშვილი იყო და ლუის, როგორც მის შთამომავალს ტახტზე უფლებები ჰქონდა.
 
1499 წელს ლუი XII-ს მილანში შეჭრა და მისი დაპყრობა მოუნდა. თუმცა ომის დაწყებამდე საჭირო იყო საერთაშორისო საფრთხეების მოგვარება, რომლებიც მას ომის დაწყების შემთხვევაში შეექმნდებოდა. 1498 წელს მან ხელი მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას [[საღვთო რომის იმპერატორთა სია|საღვთო რომის იმპერატორ]] [[მაქსიმილიან I (სრი)|მაქსიმილიან I]]-თან.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუი_XII“-დან