ჰიპოთალამუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
}}
 
'''ჰიპოთალამუსი''' ({{lang-la|hypothalamus}}) — შუამდებარე [[ტვინი]]ს ნაწილი, რომელიც თავის ტვინის მესამე პარკუჭისა და [[თელამუსი]]ს ქვემოთ მდებარეობს და ერთ-ერთ [[ვეგეტაცია|ვეგეტატიურ]] ცენტრს წარმოადგენს. ჰიპოთალამუსი მჭიდროდა დაკავშირებული [[ჰიპოფიზი|ჰიპოფიზთან]] და მასთან ერთად არეგულირებს [[ორგანიზმი]]ს [[წყალი|წყლისა]] და [[მარილები]]ს ცვლას. ჰიპოთალამუსსა და ჰიპოფიზს შორის არსებული კავშირის გაწყვეტისას ან ეგრედეგრეთ წოდებული [[სუპრაოპტიკური ჰიპოთალამუსი]]ს დაზიანებისას ვითარდება უშაქრო [[დიაბეტი]], რაც ხასიათდება წყლის უზომო სმით ([[პოლიდიფსია]]) და მოჭარბებული შარდვით ([[პოლიურია]]). თავის ტვინის სხვა უბნებისაგან განსხვავებით, ჰიპოთალამუსის ფუნქციათა [[ნერვი|ნერვული]] რეგულაციის გარდა, ნეიროჰორმონების გამომუშავებისა და გამოყოფის უნარიც აქვს. მის მიერ გამომუშავებულ [[ჰორმონები|ჰორმონებს]] მიეკუთვნებიან [[ვაზოპრესინი]] და [[ოქსიტოცინი]], რომლებიც ჰიპოფიზის საშუალებით გამოიყოფა [[სისხლი|სისხლში]].
==აღნაგობა და ფუნქციები==
ჰიპოთალამუსი მრავალი [[ბირთვი]]საგან შედგება, რომელთა ფუნქციებია შიმშილისა და სიმაძღრის, წყურვილისა და მისი დაკმაყოფილების შეგრძნებათა წარმოშობა, სხეულის მუდმივი [[ტემპერატურა|ტემპერატურისა]] და სქესობრივი ქცევის რეგულაცია. ჰიპოთალამუსი მჭიდროდაა დაკავშირებული აგრეთვე თავის ტვინის ლიმბურ სისტემასთან, ამიტომ ის აწესრიგებს [[ძილი]]სა და ღვიძილის მდგომარეობას, [[ემოცია|ემოციურ]] [[ქცევა]]სა და მოტივაციებს. დადგენილია, რომ ჰიპოთალამუსის გვერდითი და უკანა ბირთვების ელექტრული გაღიზიანება [[ცხოველები|ცხოველებში]] იწვევს ეგრედეგრეთ წოდებულ თვითგაღიზიანების რეაქციას, რომლის დროსაც ცხოველები თვითონ ცდილობენ განმეორებით გაიღიზიანონ ეს ბირთვები. ჰიპოთალამუსის ცენტრული ბირთვების გაღიზიანება, პირიქით, გაქცევასა და [[შიში]]ს რეაქციებს იწვევს. ასეთი ქცევითი რეაქციები დაკავშირებული უნდა იყოს შიმშილისა და სიმაძღრის აგრეთვე, სქესობრივი ხასიათის შეგრძნებათა წარმოქმნასთან.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰიპოთალამუსი“-დან